როგორ მოვახდინოთ ბრენდის პოზიციონირება?
ზოგს მიაჩნია, რომ ბრენდის პოზიციონირებისთვის და მისი ცნობადობის ასამაღლებლად მხოლოდ კარგი სლოგანი და ლოგოც საკმარისია, მაგრა ეს მცდარი შეხედულებაა.
ბრენდის პოზიციონირება ეს არის სტრატეგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ განასხვაოთ თქვენი კომპანია კონკურენტებისგან. თქვენ სტრატეგიაში შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ სხვადასხვა კომპონენტებზე.
პოზიციონირება შეიძლება იყოს:
- ფასზე ორიენტირებული
ეს სტრატეგია გულისხმობს კონკურენტებზე ფასებით დომინირებას. აქ საქმე არ არის მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება, ეს შეიძლება იყოს ყველაზე მაღალი ფასიც. "სამართლიანი ფასები - სამართლიან პროდუქტზე/მომსახურებაზე" საშუალო ფასების სეგმენტში.
ერთ დროს ფასების პოზიციონირების სტრატეგია აირჩია ამერიკულმა გიგანტმა WalMart- მაც.
მისი სტრატეგია მოიცავდა ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ფართო ასორტიმენტი და მინიმალური, საბითუმო, ფასები. ამ მიზნისთვის, კომპანიის დამფუძნებელი სემ უოლტონი ყველანაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა შუამავლებისთვის და თავად მწარმოებლებისგან ეყიდა პროდუქცია. გარდა ამისა, მან შეამცირა ფასები, რის გამოც თავიდან კონკურენტებთან შედარებით ნაკლები მოგება მიიღო, მაგრამ უოლტონს სჯეროდა, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კომპენსირებული იქნებოდა. ასეც მოხდა და კომპანია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქსელი შეერთებულ შტატებში.
- ინოვაციური
თუ პროდუქტს ინოვაციურ ტექნოლოგიაზე აფუძნებთ, მაშინ პოზიციონირების სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს თქვენი ტექნოლოგიების PR-ს. თუმცა, აქ არის ერთი პატარა ნიუანსი: ან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი ტექნოლოგია არ განმეორდება, ან მზად უნდა იყოთ კონკურენტებთან მუდმივი ტექნოლოგიური ბრძოლისთვის.
- აუდიტორიაზე ორიენტირებული
ეს სტრატეგია აჩვენებს თქვენს აუდიტორიას, თქვენივე პროდუქტის კონტექსტში, ხაზს უსვამს მათ უნიკალურობას და თავისებურებებს.
ამ სტრატეგიას იყენებს Pepsi - თავის სლოგანში «Next generation».
- უნიკალურობა
ეს ყველაზე სწრაფი გზაა მომხმარებლის თავში განსაკუთრებული იმიჯის შესაქმნელად. მაგრამ დღეს რაიმე განსაკუთრებული პროდუქტის შექმნა საკმაოდ ძნელია, რადგან ბაზარი სავსეა მრავალფეროვანი პროდუქტითა და მომსახურებით.
მაგრამ თავის დროზე, როდესაც გაზიანი სასმელები არც ის ბევრი იყო, ერთმა კომპანიამ გადაწყვიტა თავისი პროდუქტისთვის განსხვავებული გემო მიეცა, რითაც ის უნიკალური და გამორჩეული გახდებოდა. მან თავის სასმელს სამკურნალო თვისებებიც კი მიაწერა.
დღეს Coca-Cola ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარული სასმელია მსოფლიოში.
- ფულადი, ემოციური და დროის დაზოგვასთან დაკავშირებული სარგებელი
ეს შეიძლება იყოს "პირველი თვე უფასო მომსახურება" ან "მიტანის სერვისი + აწყობა ". მაგრამ აქაც არის ნიუანსი - მსგავსი სტრატეგიის კოპირება თქვენ კონკურენტების მარტივად შეუძლიათ, ამიტომ მუდმივად მზად უნდა იყოთ უნიკალური შეთავაზების მოსაფიქრებლად.
ამ სტრატეგიას იყენებს Orbit - თავის სარეკლამო სლოგანში — თოვლივით თეთრი ღიმილი და კარიესისგან დაცვა.
- კონკურენცია
ასეთი პოზიციონირების სტრატეგიის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ კონკურენტისგან რაიმე ნიშნით გამოყოფაა, არამედ აუდიტორიის თქვენი ბრენდის მიმდევრებად და სხვებად დაყოფაცაა. აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკურენტების "ტროლინგი" და კრეატიული ხუმრობა, მაგალითად _ ფარული შედარება რეკლამაში ან პირდაპირ ღია განაცხადი „ჩვენ უკეთესები ვართ“.
ბურგერ კინგის მიერ მისი მთავარი კონკურენტების მაკდონალდსის შევიწროება უკვე მსგავსი სტრატეგიის სახელმძღვანელოდ იქცა. მაგალითად, ბურგერ კინგმა ერთ-ერთ რეკლამაში ჭკვიანურად გამოიყენა მაკდონალდსის უპირატესობა თავის სასარგებლოდ.
საფრანგეთში ბურგერ კინგის მხოლოდ 45 რესტორანი იყო, მაშინ როცა მაკდონალდს 1300-ზე მეტი დაწესებულება ჰქონდათ . ერთი შეხედვით ის უკონკურენტო იყო, მაგრამ ბურგერ კინგმა რეკლამაში გამოიყენა კონკურენტის ეს უპირატესობად და შესთავაზა თავიანთ მომხმარებელს მის რესტორნამდე მისვლამდე გზად მაგდონალდსში ეჭამათ.
პოზიციონირების წარმატების ფარული ფაქტორი ?
ადამიანური ფაქტორი ყოველთვის იყო და რჩება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ბრენდინგსა და კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში. ეს ეხება არა მხოლოდ აუდიტორიის სწორ შერჩევას და მომხმარებლებთან სწორ კომუნიკაციას, არამედ გუნდსაც.
ნახევარი საქმე პოზიციონირების მოფიქრება და ამისთვის სტრატეგიის შემუშავება. ხოლო ამ სტრატეგიის წარმატებით განხორციელება კი პირდაპირ დამოკიდებულია მთელი გუნდის ძალისხმევაზე. ამიტომ შეარჩიეთ გუნდი, რომელსაც აქვს საერთო მიზანი და საერთო ღირებულებები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის განვითარებაზე მომუშავე ადამიანებს სჯეროდეთ არჩეული პოზიციონირების.
რა არის შედეგი?
კომპანიები ხშირად ცალ-ცალკე მუშაობენ თავიანთი ვიზუალურ იმიჯზე, რეპუტაციაზე და პროდუქტის/მომსახურების ხარისხზე. პოზიციონირება კი შექმნილია იმისთვის, რომ ყველა ეს ელემენტი შეკრას და შექმნას ბრენდის ერთიანი იდენტობა. ეს საშუალებას მოგცემთ შექმნათ ძლიერი, კონკურენტუნარიანი ბრენდი, რომელიც დიდხანს დარჩება მომხმარებლების გონებაში, გამოიწვევს პოზიტიურ ემოციებს და გავლენას იქონიებს შენაძენის გაკეთებისას არჩევანზე.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01