როგორ გავხდეთ გამორჩეული? UI/UX- დიზაინის 12 დომინანტური ტენდენცია
1. Dark mode
2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ დიზაინის ტენდენცია. ისეთი ბრენდები, როგორიცაა Instagram, Facebook, Apple და Android, გთავაზობენ ალტერნატიულ თემებს თავიანთ პროდუქტებში.
ამ ტენდენციის პოპულარობის ძირითადი მიზეზები:
- გამოიყურება ულტრა თანამედროვედ;
- საშუალებას გაძლევთ ხაზი გაუსვათ და გამოყოთ დიზაინის სხვადასხვა ელემენტები;
- ზოგავს მოწყობილობის ბატარეას;
- ამცირებს თვალის დაძაბვას დაბალი შუქის პირობებში.
მრავალი აპლიკაცია ვიზიტორებს აძლევს საშუალებას აირჩიონ, როდის გააქტიურონ Dark mode- რეჟიმი. მაგალითად, Apple მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ დრო Dark mode- რეჟიმის ავტომატურად ჩასართავად.
2. ნაკლოვანებები, რომლებიც უნიკალურობას მატებს
ვებში ხელით შესრულებული "დაუსრულებელი" ელემენტები დიზაინს უფრო მოხიბვლელ იერს სძენს და მომხმარებლებში უფრო მეტ დადებით ემოციას იწვევს. მსგავსი არასტანდარტული ელემენტები საიტს უნიკალურს და ავთენტურს ხდის. 2020 წელს მომხმარებლები დადებითად აფასებენ დიზიანის ხელით შესრულებულ ეგზოტიკურ და "დაუსრულებელი ეფექტის" მქონე ელემენტებს. მსგავსი დიზაინი მათთვის უფრო ახლოა.
ზემოთ აღნიშნული ელელმენტების მეშვეობით, თქვენ შეძლებთ მომხმარებლებს აჩვენოთ ბრენდის იდენტურობა და ხაზი გაუსვათ მის უნიკალურობას, გამორჩეულობას. შექმენით რამე ახალი, უნიკალური, რათა მიიპყროთ მომხმარებლების ყურადღება და თან გაამყაროთ თქვენი ბრენდის ექსკლუზიურობა.
3. იმერსიული 3D ელემენტები
უკვე მრავალი წელია რაც 3D ელემენტებმა მომხმარებლების გული დაიპყრეს. ამ ტენდენციის პოპულარულობა 2020 წლის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან VR (ვირტუალური რეალობა) და AR ( აუგმენტური რეალობა) ტექნოლოგიები ნელნელა უფრო ძილერდება. ამრიგად ამ ტექნოლოგიის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შემნათ ჰიპერ-რეალისტური 3D სურათები.
ეს ტენდენცია საშუალებას აძლევს UI და UX დიზაინერებს შექმნან ორიგინალური დიზაინი. მსგავსი დიზაინი იქცევს მომხმარებლის ყურადღებას, რაც საგრძნობლად ზდის მომხმარებელების საიტზე ყოფნის დროს. მსგავსი ვიზუალური ეფექტის მიმზიდველობის მთავარ მიზეზს მათი რეალისტურობა (ქრება საზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის).
4. ჩრდილები, ლეიერები და მცურავი ელემენტები
თუ თქენ გსურთ შექმნათ სამგანზომილებიანი დიზაინის ელემენტი მაშინ, მისი რეალისტურობის ამაღლებაში ჩრდილების და ლეირეების გამოყენება დაგაეხმარებათ. მათი დახმარებით საიტის დიზაინი ხდება უფრო ღრმა და საინტერესო. ეს ტენდენცია გამოიყენება არა მარტო გრაფიკული, არამედ ტეკსტური და ვიდეო გამოსახულებებისთვისაც.
ვებ დიზაინის ეს ტენდენცია პოპულარული 2020 წლის დასაწყისში გახდა.
ელემენტების ეს კომბინაცია ქმნის ჩაძირვის ეფექტს- მატებს დიზაის სიმსუბუქეს, რაც ვიზიტორებს ძალიან იზიდავს. ამ ეფექტების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ უარი ვთქვათ ბრტყელ და მოსაწყენ დიზაინზე.
5. ფოტოების შერევა გრაფიკასთან
UI / UX - დიზაინის კიდევ ერთი აქტუალური მიმართულება- გრაფიკისა და ფოტოების სინთეზი. ეს ტექნიკა საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური და ორიგინალური დიზაინი, ბოლომდე გამოიიყენოთ თქვენი შემოქმედება და ფანტაზია. ამ ტექნოლოგიის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის საიტისთვის- დაწყებული საბავშო საიტით დამთავრებული იურიდიული ფირმის ვებგვერდით. ფოტოს და გრაფიკის შერწყმით საიტის დიზაინს ინდივიდუალობას სძენთ, რაც დღევანდელ კონკურენტულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია.
6. ხმოვანი ინტერფეისი (VUI)
ხმოვანი ინტერფეისი მთლიანად ცვლის ძიების ძველებურ მეთოდებს. ისეთი ბრენდები როგორიცაა: Apple, Android და Google, ითვალისწინებენ ამ ტენდენცია UI / UX- დიზაინის შემუსავების დროს.
ამ სიახლის ინტეგრირებით თქვენ დგავთ ნაბიჯს მომავლისკენ. მისი მეშვეობით ქმნით მომხმარებელზე ორიენტირებულ დიზაინს.
ხმოვანი ინტერფეისის დანერგვით შეძლებთ კონკურენტებსგან გამორჩევას და ნიშაში პოზიციების გამყარებას.
ხმოვანი ინტერფეისისი დანერგვა დღითიდღე უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
7. მონაცემთა აბსტრაქტული ვიზუალიზაცია
დღესდღეობით, თუ გსურთ მომხმარებლებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა, მაშინ უნდა იპოვოთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ახალი გზები. მსგავსი დიზაინის შემუშავების სირთულე მდგომარეობს, იმაში, რომ ცხრილები, მონაცემთა ბაზები, სიები და სხვა მსგავსი ფორმატები მოძველდა და ამის გამო ვიზიტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველია გახდა.
მონაცემთა აბსტრაქტული ვიზუალიზაცია - კარგი გადაწყვეტილებაა ვებ საიტებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები რიან ტექნოლოგიებზე და მონაცემების შეგროვებაზე. ასევე, თუ საქმე გაქვთ აპარატურასთან, სერვერულ ტექნიკასთან ან რაიმე სხვა მსგავს ტიპის პროდუქციასთან ? მაშინ შექმენით თქვენი პროდუქციის აბსტრაქტული ილუსტრაციები, ხაზი გაუსვით მათ უპირატესობებს.
UI / UX - დიზაინერები ამბობენ, რომ მსგავსი ვიზუალური ეფექტები იზიდავს მომხმარებლებს( ქმნის სიმსუბუქის და სიღრმის ეფექტს).
8. პროდუქციის კლასიკური და რეალისტური სურათები
კლასიკური და რეალისტური პროდუქტის სურათების ერა უკვე წარსულია. დაივიწყეთ ისინი და გადადგით ნაბიჯი წინ UI / UX - დიზაინის ინოვაციური ტენდენციებისკენ - შექმენით თქვენი პროდუქციის სურეალისტური ფოტომასალა.
ძირითადი იდეა - დაიპყარით მომხმარებლების ყურადღება ორიგინალური და ეფექტური სურეალისტური სურათებით. მსგავსი ნამუშევრები იქცევს დიდი ყურადღებას და თქვენი ვიზიტორებიც უფრო დიდხანს ჩერდებიან საიტზე მათ კარგად დასათვალიერებლად.
9. რეალისტური ტექსტურები
ამ მიმართულებას 2020 - 2021 წლებში დიდი პოტენციალი აქვს. დიზაინში არსებული გამორჩეული ელემენტების მეშვეობით შეგიძლიათ მომხმარებლებს უბიძგოთ თქვენთვის სასურველი ღილაკის დაკლიკებისკენ. მთავარია დაიცვათ ოქროს შუალედი, რათა ვიზიტორებს ყურადღება არ დაუფანტოთ. შექმენით სასიამოვნო და ჰარმონიული დიზაინი თქვენი მომხმარებლებისთვის. UI/UX დიზიანერები გირჩევენ თქვენი ბიზნესისთვის რელევანტური ტექსტურები აირჩიოთ.
10. მსხვილი შრიფტები UI / UX დიზაინში
მსხვილი შრიფტები- ეს არ არის ინოვაცია, მაგრამ ის დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ფაქტია, რომ მომხმარებელთა უმეტესობა პირველ რიგში ყურადღებას სათაურებს აქცევს. მსხვილი შრიფტის საშუალებით შეგიძლიათ ვიზიტორების ყურადღება მიაბყროთ იმ პუნკტებისკენ, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აქცენტების გარდა ეს ტენდენცია დიზაინს თანამედროვე იერსაც მატებს.
საკუთარ ვებ გვერდზე მსხვილ შრიფტებს აქტიურად იყენებს კომპანია Apple. მისი მეშვეობით კომპანია ხაზს უსვავს თავისი პროდუქციის მაღალ ხარისხს.
11. UX-ის წერა და მიკროკოპია
დღეს უკვე საკმარისი აღარაა მხოლოდ კარგი პროდუქტის და უნაკლო სერვისისი ქონა. მომხმარბლებს უნდათ იყვნენ პოპულარული ბრენდების ისტორიის ნაწილი.
ვიზიტორების დაინტერესების მიზნით, შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი: გახადეთ თქვენი საიტის ტექსტები უფრო არაფორმალური, რადგან მომხმარებლებს უკვე მობეზრდათ სტანდარტული ფრაზები. ამის გამო ბევრმა კომპანიამ შეცვალა მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტილი.
თქვენი მიზანია - გახადოთ ტექსტები ნაკლებად ფორმალური. დამსგავსეთ ისინი ჩვეულებრივ დიალოგს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი იუმორი. ამავდროულად არ დაგავიწყდეთ გარკვეული ჩარჩოების დაცვა და აუდიტორიის მოთხოვნების გათვალისწინება.
მიკროკოპია - UI / UX- დიზაინის კიდევ ერთი პოპულარული ტენდენცია, რომელიც ერწყმის UX- წერას. ეს მეთოდი თქვენ საიტს სძენს ორიგინალურობას და აყალიბებს დადებით კავშირს ვიზიტორებთან. მისი საშუალებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ ბრენდის ატმოსფეროს გადმოცემა. ტექსტების მიკროკოპია იქმნება ინდივიდუალურად თქვენი ბრენდისთვის, მისი საფირმო სტილის მხარდასაჭერად.
12. უჩვეულო და ფუტურისტული ფერთა კომბინაციები
2020-2021 წწ ეს - ვებ დიზაინში ღია ნათელი ფერების წლებია. ფერები, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან შეუსაბამო გვეჩვენებოდა ახლა ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს და თავიანთი უნიკალურობით მომხმარებლების ყურადღებას იპყრობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მომხმარებლები შედიან მინიმალისტური დიზაინის საიტზე, სადაც მათ ხვდებათ ღია, ნათელი ფერები, რომელთა მარტივად დავიწყდბაც ძალიან ძნელია(ისინი ავტომატურად ილექებიან მეხსიერებაში).ამ ტენდენციიდან მაქსიმუმის მისაღებად არ უნდა შეგეშინდეთ სიახლეების და ექსპერიმენტების. საიტის დიზაინის შექმნის დროს გამოიყენეთ ნათელი, ღია პროვოკაციული ფერთა გამა.
(წყარო:www.codica.com )
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01