რას ამბობენ თქვენი საიტის ანონიმური ვიზიტორები?

სტატისტიკურად  ანონიმური მნახველების  95%  ბოლომდე ანონიმური რჩება—ისინი არ კონვერტირდებიან. ყველაზე ხშირად ინტერნეტ მარკეტოლოგები  ფოკუსირებას აკეთებენ მომხმარებლების იმ  5% რომლებიც ახორციელებენ კონვერსიულ ქმედებებს. ისინი ცდილობენ  ამ მაჩვენებლის თუნდაც  6% გაზრდას.  სინამდვილეში კი  ყველაფრის პირიქით გაკეთებაა  საჭირო. მთელი  ყურადღების ანონიმურ ვიზიტორებზე  ფოკუსირებით თქვენ შეძლებთ  შესთავაზოთ მათ უფრო რელევანტური და პერსონალიზირებული გამოცდილება, რითიც  მათ თქვენ კომპანიასთან ურთიერთ თანამშრომლობისკენ უბიძგებთ.

რა შეუძლიათ გვითხრან ანონიმურმა ვიზიტორებმა:

ცოტახანში აგიხსნით თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ  გამოიყენოთ მომხმარებლის გამოცდილება  კონვერიის კოეფიციენტის გასაზრდელად.

საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში ჩვენ დაგვეხმარება სამი საკვანძო კითხვა:

  1. რა  მონაცემებზეა საუბარი?
  2. რას გვიჩვენებენ ისინი?
  3. როგორ შეძლებთ მათ გამოყენებას?

წინასწარი მონაცემები

მოწყობილობა

  1. რომელ მონაცემებზეა საუბარი?

რა მოწყობილობებით სარგებლობენ მომხმარებლები  — პერსონალური კომპიუტერით, პლანშეტით თუ  სმარტფონით. ამ მონაცემების შემოწმება შესაძლებელია  Google Analytics- ის საშუალებით.

  1. რას გვიჩვენებენ ისინი?

ეს ინფორმაცია მიუთითებს მომხმარებლის  კონცენტრაციის ხანგრძლივობაზე (attention span). აქ ყველაფერი მარტივადაა. როდესაც ვინმე თქვენ საიტზე  პერსონალური კომპიუტერით შედის, თქვენ  შეგიძლიათ ივარაუდოთ,რომ  ეს ადამიანი  მზადაა  შეთავაზების გასაცნობად  და  lead form-ის შესავსებად.  ასევა  მომხმარებლების უმრავლესობა, რომელიც საიტზე მობილური მოწყობილებით შედის  არ დაიწყებს  2500 სიტყვიანი სტატიის კითხვას.  ხოლო ისინი   ვინც  პლანშეტის საშუალებით შემოდიან  თქვენ საიტზე კითხულობენ მსგავსი მოცულობის ინფორმაციას.

  1. როგორ შეიძლება მისი გამოყენება ?

შექმენით კონტენტი, რომელიც  (სავარაუდოდ)  შეეფერება მიმდინარე მოთხოვნებს.  მობილური მოწყობილობების მომხმარებლებისთვის გამოიყენეთ  ვიზუალური მატერიალები, რომლებიც  მარტივი და სწრაფი ასათვისებელია. საქმე ეხება ვიდეოს და სურათებს,მაგრამ მცირე ტექსტური კონტენტის გამოყენებაც არ იქნება ურიგო.  გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ადამიანები მობილური მოწყობილობებით სარგებლობენ გადაადგილებისას ან სამუშაო ადგილზე, ამიტომ ისინი მარტივად კარგავენ კონცენტრაციას და არ ფიქრობენ რამეზე ძალიან დიდხანს. ამიტომ თქვენი კონტენტი უნდა იყოს  რაც შეიძლება  მოკლე და ლაკონური. პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით შემოსული მომხმარებელი უფრო დიდხანს რჩება თქვენს გვერდზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ისინი არა საჭირო ინფორმაციით უნდა დატვირთოთ. მიაწოდეთ მათ  მხოლოდ მნიშვნელოვანი მასალები, რადგან სხვა შემთხვევაში ის უარს იტყვის თქვენს შეთავაზებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ მოწყობილობებს  იყენებენ თქვენ საიტზე შესასვლელად . თუ თქვენ გაქვთ მობილური აპლიკაცია  მაშინ კარგია თუ გეცოდინებათ რომელ ოპერატიულ სისტემას იყენებს (iOS- თუ  Android) მომხმარებელი აპლიკაციის ჩამოსაწერად.  ამით თქვენ თავიდან აიცილებთ აპლიკაციის ჩამოსატვირთი ორი ღილაკის გაკეთებას, ესეთ  წვრილმანებს ზოგჯერ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბრაუზერი

  1. რა მონაცემებზეა საუბარი?

რომელი ბრაუზერის მეშვეობით შემოვიდა მომხარებელი თქვენ საიტზე? — ამ ინფორმაციის მიღება  თქვენ ასევე შეგიძლიათ  Google Analytics-ის საშუალებით.

  1. რას გვიჩვენებს ის ?

რა დონეზე ერკვევა თქვენი მომხმარებელი ტექნოლოგიებში? მაგალითად, თუ თქვენი მომხმარებლების უმრავლესობა  იყენებს Chrome-ს  თქვენ შეგიძლიათ  მიიღოთ შესაბამისი დასკვნები მათი ტექნიკური ცოდნის შესახებ. გახსოვდეთ, რომ ყველამ არ იცის  როგორ ჩამოტვირთოს და დააყენოს  უფრო სწრაფი ბრაუზერი.

  1. როგორ შეიძლება მისი გამოყენება ?

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენ საიტს ყველა ბრაუზერი კარგად ხსნის. შემდეგ შეისწავლეთ თქვენი აუდიტორია და დარწმუნდით იმაში, რომ მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებით.

IP

  1. რა მონაცემებზეა საუბარი?

საიდან მოვიდა თქვენი ვიზიტორი. ამის გაგებაშიც თქვენ Google Analytics -ი დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით თქვენ მიიღებთ ნებისმიერ ინფორმაციას ვიზიტორის  IP- მისამართის შესახებ.

  1. რას გვიჩვენებს ის ?

ეს დამოკიდებულია თქვენს კომპანიაზე და  მის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებზე.  თუ საქმე ეხება საერთაშორისო  ორგანიზაციას -  ვიზიტორის IP- მისამართი გიამბობთ კულტურულ გამოცდილებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, და  ენაზე, რომელზეც მას უადვილდება ურთიერთობა.

  1. როგორ შეიძლება მისი გამოყენება?

დავიწყოთ ლოკალიზაციით.  ვთქვათ, თუ  გაიგეთ რომ თქვენი ტრაფიკის   20%  მოდის ბრაზილიიდან  მაშინ თქვენ საიტს უნდა დაემატოს პორტუგალიური ენა. ლოკალიზაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ენის დამატებით. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ  სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს კონტენტისადმი განხსვავებული დამოკიდებულება აქვთ.მაგალითად თუ თქვენ გინდათ საიტის ახლო აღმოსავლეთში ჩაშვება არ დაგავიწყდეთ გამოსახულებები და  ფორმების მარცხნივ გადატანა, რათა მომხმარებლებს არ გაუჭირდეთ თქვენ საიტზე საჭირო ინფორმაციის  მოძიება. თქვენი მომხმარებლების IP- მისამართის გაგებით თქვენ შეძლებთ საიტის სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის მორგებას  — ვიზიტორები მიხვდებიან, რომ  თქვენ ზრუნავთ მათზე.

ვიზიტის დრო

  1. რა მონაცემებზეა საუბარი?

რომელ საათზე იქნა განხორციელებული მიზანმიმართული ქმედება.

  1. რას გვიჩვენებს ის ?

თქვენი ვიზიტის მდგომარეობის შესახებ. მივყვეთ ლოგიკას—  შაბათს 3 საათზე თქვენ თავს სხვანაირად გრძნობთ ვიდრე   ოთხშაბათს დილის 11 საათზე.  დასვენების დღეებში თქვენ უფრო მოდუნებული ხართ ხოლო ორშაბათობით კი რუტინულ სამუშაო  პროცესს უბრუნდებით. ამიტომ ამ დღეებში თქვენი რექცია ერთსა და იმავე კონტენტზე განსხვავებული იქნება.

  1. როგორ შეიძლება მისი გამოყენება?

პირველ რიგში ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ. შემდეგ  თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს ინფორმაცია კონტენტის ოპტიმიზაციისთვის.

მოქმედება ნახვამდე

რეფერალური წყარო

  1. რა მონაცემებზეა საუბარი?

საიდან მოვიდა ვიზიტორი: email-გზავნილები, ლინკები (სტატია, ბლოგი, კატალოგების სია), ბანერი, კონტექსტური რეკლამა, სოციალური რეფერალები. კიდევ ერთი არხია შეზღუდული ძიება, რომელსაც უფრო ვრცლად მოგვიანებით განვიხილავთ.

  1. რას გვიჩვენებს ის ?

ამ დროს წყარო უნდა გაყოთ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში შევა  თქვენს მიერ შექმნილი წყარო : email, ბანერები  და  კონტექსტური რეკლამა.  მეორე ჯგუფში შედის უფასო წყაროები, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ: ბმულები მესამე მხარის პუბლიკაციებიდან და სოციალური რეფერალებიდან. პირველი ჯგუფის მიხედვით  შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რამდენად ეფექტურია თქვენ მიერ გამოყენებული ფასიანი მედია საშუალებები. უფასო წყაროები კი გაუწყებენ თქვენი ვიზიტორების   «ხარისხს». მაგალითად,  რაიმე სტატიის შედეგად გადმოსული ვიზიტორი უფრო ხარისხიანია  ვიდრე ზოგადასგანმანათლებო ბლოგიდან გადმოსული ვიზიტორი.

  1. როგორ შეიძლება მისი გამოყენება?

მიმართეთ ტრაფიკი, რომელიც თქვენი წყაროდან მოდის  ვიზიტორების ლენდინგზე , გამოიყენეთ მათთვის ნაცნობი ჟარგონები და დაეყრდენით იმ თემებს, რომლებსაც ისინი წერილებში და განცხადებებში იყენებენ. რაც შეეხება გარე პუბლიკაციებს, თუ თქვენ შენიშნეთ  ტრაფიკის მუდმივი დინება მაშინ უნდა შექმნათ ლენდინგ ფეიჯი,რომელიც  საწყის სტატიებს და შეტყობინებებს  შეესაბამება. სოციალურ რეფერალებთან ყველაფერი განსხვავებულია  — თქვენ შეგიძლიათ  მადლობა გადაუხადოთ მათ ვინც რეკომენდაცია გაგიწიათ.  სოციალური რეფერალების ჯგუფი შედგება ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც  შემთხვევით უფრო მოხვდებიან თქვენ საიტზე ვიდრე აქტიური ძიების შედეგად.

საძიებო მოთხოვნა

  1. რა მონაცემებზეა საუბარი?

რა აკრიფა მომხმარებელმა   Google-ს საძიებო სისტემაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუ მომხმარებელი ძიებას ახორციელებს Google-ს დარეგისტრირებული ექაუნთით(დალოგინებულია), მაშინ კომპანია Google არ გადმოგცემთ ამ მონაცემებს .

  1. რას გვიჩვენებს ის ?

თქვენ მიიღებთ —სიტყვას, რომელიც მომხმარებელმა საძიებო სისტემაში აკრიფა. ამ ინფორმაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ მომხმარებლების საჭიროებების და პრობლემების გარკვევას. ასევე გეცოდინებათ თქვენი პროდუქტის ან/და  მომსახურების ასპექტები, რომლებმაც შეიძლება დააინტერესონ ისინი.

  1. როგორ შეიძლება მისი გამოყენება?

შესთავაზეთ ვიზიტორებს კონკრეტულად ის რაც მათ აინტერესებთ. თქვენ იცით უკვე აუდიტორიის მოთხოვნილებები ამიტომ ისიც იცით რა აინტერესებთ.   საძიებო მოთხოვნა  — შესანიშნავი  რელევანტური გზაა თქვენი პროდუქტის წარსადგენად (რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ)
 

საიტზე ქცევის თავისებურებები

ახალი ან დაბრუნებული  მომხმარებლები

  1. რა მონაცემებზეა საუბარი?

როგორ მოვიდა ახალი ან მუდმივი ვიზიტორი თქვენამდე?

  1. რას გვიჩვენებს ის ?

მივყვეთ ლოგიკას: ვიზიტორებს, რომლებიც დაბრუნდნენ საიტზე აინტერესებთ თქვენი პროდუქცია/კომპანია. სხვა შემთხვევაში ისინი არ დაბრუნდებოდნენ.

  1. როგორ შეიძლება მისი გამოყენება?

შესთავაზეთ ან ურჩიეთ მომხმარებლებს  გაცნობითი ან ვრცელი კონტენტი. ახალ ვიზიტორებს უნდა შესთავაზოთ ურფო განზოგადებული მასალა, რომლებიც ეხება თქვენი პროდუქტის ისტორიას, მაქსიმალრად მოკლედ.   არ გეგონოთ, რომ ადამიანები დახარჯავენ დიდ დროს თქვენი შეთავაზების გასაცნობად . ეგრევე მიაწოდეთ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დაბრუნებულ ვიზიტორებს  უკვე აქვთ გარკვეული წარმოდგენა თქვენი კომპანიის შესახებ. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და გააცანით უფრო დაწვრილებით მათ თქვენი პროდუქტის ასპექტები.  

დათვალიერების გზა

  1. რა მონაცემებზეა საუბარი?

რა გვერდებზე გადადის ვიზიტორი, რა დროს ატარებს ის კონკრეტულ გვერდზე და საერთოდ საიტზე.

  1. რას გვიჩვენებს ის ?

ინფორმაცია ყველაზე ნახვადი გვერდების შესახებ დაგეხმარებათ  გაიგოთ თუ მყიდველის გზის რომელ ეტაპზე იმყოფება ვიზიტორი, თქვენი პროდუქციის რომელმა ნაწილმა დააინტერესა ის ყველაზე მეტად . ხოლო საიტზე გატარებული დროის ჯამი ეს არის კონვერტაციისთვის მზადყოფნის ერთადერთი ინდიკატორი; ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული ვიზიტორის განწყობაზე   — ხანდახან ადამიანებს საერთოდ არ აქვთ  დარეგისტირების და რაიმე ფორმის შევსების სურვილი .

  1. როგორ შეიძლება მისი გამოყენება?

რაც უფრო კარგად შეძლებთ  საკუთარი ვიზიტორების «წაკითხვას» , მით უფრო  ეფექტური იქნება თქვენი ურთიერთქმედებაც.  ურჩიეთ მომხმარებლებს კონტენტი, რომელიც ზემოთ მოცემული სტატისტიკური მონაცემების შედეგების მიხედვით იქნება შექმნილი.  თუ მათ თქვენ საიტს  ბევრი დრო დაუთმეს , ნახეს რამოდენიმე გვერდი, მაშინ თქვენ თავისუფლად შეძლებთ  მათთვის რაიმე სახის შეთავაზების გაკეთებას. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რას ამბობენ თქვენი საიტის ანონიმური ვიზიტორები?

სხვა სიახლეები