თეთრი სივრცე ვებ დიზაინში: რა არის და როგორ გამოვიყენოთ ის?
თეთრი სივრცე არ არის სიცარიელე. ის რეალურად არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კრეატიული ელემენტი ვებ დიზაინში.
თუ გაინტერესებთ რა არის თეთრი სივრცე და როგორ შეუძლია მას შეასრულოს როლი თქვენი ვებ საიტის დიზაინში, განაგრძეთ კითხვა. ამ სტატიაში ჩვენ განვსაზღვრავთ დიზაინის ტერმინს და მისი გამოყენების სარგებელს ვებსაიტის შექმნისას.
რა არის თეთრი სივრცე?
თეთრმა სივრცემ პოპულარობა მოიპოვა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. მას შემდეგ ვებ დიზაინერებმა აღიარეს მისი მნიშვნელობა და მრავალფეროვნება, რეგულარულად აერთიანებდნენ თეთრ სივრცეს თავიანთ ნამუშევრებში.
თეთრ სივრცეს შეუძლია დააბალანსოს ვიზუალური არე, ვიზიტორთა თვალი მიმართოს გარკვეულ ადგილებზე და კიდევ გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება.
რა სარგებელი მოაქვს თეთრი სივრცის გამოყენებას ვებ დიზაინში?
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სივრცე შეიძლება იყოს „უხილავი“ მაყურებლისთვის, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებლის გამოცდილებაში, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ვებსაიტის ვიზიტორებს, ასევე მის უკან არსებულ ბრენდს:
- აძლიერებს კითხვისუნარიანობას - ასოებს, სიტყვებსა და სტრიქონებს შორის საკმარისი რაოდენობის თეთრი სივრცით, ვიზიტორებს შეუძლიათ სწრაფად წაიკითხონ და გაიგონ შინაარსი;
- ქმნის ჰარმონიას - როდესაც ვები გადატვირთულია, კარგად დაბალანსებული და მინიმალურად შემუშავებული ვებსაიტი თეთრი სივრცით დაეხმარება ვიზიტორებს თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, კომფორტულად და ორიენტირებულად;
- აძლიერებს ბრენდის ტონს - როგორც ვებ გვერდის დიზაინის თანამედროვე ელემენტს - თეთრ სივრცეს შეუძლია კომუნიკაცია ბრენდის პიროვნებასა და სტილთან;
- ეხმარება ორგანიზებას - ხელს უწყობს ვიზუალური იერარქიის დაცვას. ნეგატიური სივრცე დაგეხმარებათ შექმნათ ორგანიზებული კონტექსტი, რაც აუმჯობესებს თქვენი საიტის გამოყენებადობას;
- უბიძგებს ვიზიტორებს მოქმედებისკენ - თეთრ სივრცეს შეუძლია ხაზგასმით აღნიშნოს კრიტიკული მოწოდებები, რომელიც ხელმძღვანელობს ვიზიტორებს დანიშნონ შეხვედრა, იყიდონ პროდუქტი ან დაუკავშირდნენ კომპანიას დამატებითი ინფორმაციისთვის.
ვებ დიზაინში თეთრი სივრცის გამოყენების პრაქტიკა
1. გამოიყენეთ როგორც მიკრო, ასევე მაკრო თეთრი სივრცე
თითოეული ემსახურება განსხვავებულ მიზანს თქვენს საიტზე.
მიკრო თეთრი სივრცე ეხება სივრცეებს ვებ გვერდზე მცირე ელემენტების გარშემო, როგორიცაა ტექსტი. დანერგეთ მიკრო თეთრი სივრცე წაკითხვის გასაზრდელად, რადგან ყველაზე მცირე ცვლილებამაც კი შეიძლება შეაფერხოს ან გააუმჯობესოს კითხვის უნარი.
მაკრო ეხება ვებ დიზაინის უფრო დიდ სივრცეებს, მაგალითად, ერთ გვერდზე სხვადასხვა განყოფილებებს შორის ან ფოტო გალერეაში არსებულ სურათებს შორის. დანერგეთ მაკრო თეთრი სივრცე თქვენს საიტზე, რათა გააუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება ხილვადობის გაზრდით და თქვენი შინაარსის ორგანიზებით.
2. დასვით კითხვები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეთრ სივრცეს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ვებ საიტის დიზაინი, მაგრამ იმის გადაწყვეტა, თუ რამდენი უნდა იყოს გამოყენებული საკმაოდ რთულია. თეთრი სივრცის ყოველი გამოყენება ემსახურება მიზანს და იმისთვის, რომ ეს ფაქტი დაადასტუროთ, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
- ეს სივრცე ძალიან ცარიელი ჩანს?
- შეუძლიათ თუ არა ვიზიტორებს ადვილად წაიკითხონ ტექსტები?
- მარტივად შეუძლიათ მნიშვნელოვანი ფოინთების აღქმა?
- თეთრი სივრცე ხელს უშლის ან აძლიერებს მიმდებარე ელემენტებს?
- რა არის თეთრი სივრცის იდეალური რაოდენობა?
3. მართეთ ვიზუალური იერარქია თეთრი სივრცით
ვებ საიტების გადატვირთული განლაგებისას ვიზიტორებს უჭირთ იმის ცოდნა, თუ რა დეტალებზე გაამახვილონ ყურადღება ან სად წავიდნენ შემდეგ, იბნევიან და ვერ აძლევენ საკუთარ თავს თავისუფალ ნებას.
თეთრი სივრცე ხაზს უსვამს გვერდის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს, ასუფთავებს ვიზუალურ იერარქიას ვიზიტორებისთვის და ზრდის მათ ნდობასა და კმაყოფილებას თქვენი ბრენდის გამოცდილებით.
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი შეიცავს სერვისების ოთხ ბლოკს, რომელთა დაწყობა და დალაგება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. თეთრი სივრცის სწორი კომბინაცია განმარტავს ვიზუალურ იერარქიას, რაც ვიზიტორებს გაუადვილებს თითოეული სერვისის აღწერილობის წაკითხვას, რაც კომპანიისთვისაც შედეგიანი იქნება.
4. დიდი ყურადღება მიაქციეთ ღილაკებს
ყველაზე ეფექტურ ვებ საიტებს აქვთ პირველადი მოწოდების ღილაკი: რესტორნის ვებსაიტისთვის ეს შეიძლება იყოს „დაჯავშნა“. ელექტრონული კომერციის ბიზნესებისთვის, ეს არის "იყიდე ახლა". ბლოგისთვის, არის "გამოწერა".
საიტის ღილაკების გარშემო დატოვეთ საკმარისი თეთრი სივრცე. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გამოყოთ თქვენი ტექსტი ან ღილაკები, მაგრამ დაამატეთ საკმარისი თეთრი სივრცე, რათა ვიზიტორებმა ადვილად იპოვონ და დააწკაპუნონ ყურადღების გაფანტვის გარეშე.
5. ნუ დაივიწყებთ მობილურ ტელეფონებს
პატარა ეკრანებზე ნაკლები სივრცით, თეთრი სივრცე დიდ გავლენას ახდენს ვებ საიტებზე მობილურში.
მაგალითად, აიღეთ ეს ნიმუში ქვემოთ მოცემული გვერდის შესახებ. დიდ სათაურს „ჩემ შესახებ“ ორი აბზაცი აქვს მის ქვეშ. დესკტოპზე, ეს კარგად გამოიყურება გვერდის ფართო მინდვრების გამო. თუმცა, როცა მობილურზე გადახვალთ, შენიშნავთ, როგორ იკუმშება მინდვრები.
გამოსავალი? აუცილებელია ვებ საიტის შექმნისას პრაქტიკაში გამოსცადოთ მობილურ ტელეფონებში რა და როგორ გამოჩნდება. გაზარდეთ თქვენი შრიფტის ზომა ან დაამატეთ აბზაცები. შემდეგ ჩაატარეთ კვლევა სხვადასხვა მოწყობილობებიდან თეთრი სივრცის დასატესტად, რათა გააუმჯობესოთ ვებ საიტის იერსახე.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01