SEO თუ PPC : რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

იწყებთ მარკეტინგულ კამპანიას  და გინდათ მაქსიმალური  შედეგის მიღება ?  გინდათ, რომ ყოველი  გახარჯული  დოლარი გადაიქცეს მყიდველად ?

უამრავი ვარიანტი გაქვთ. მაგალითად, სოციალური ქსელები, რომლებიც აქტიურად იკავებენ ბაზარს. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ,რომ   არსებობს ძველი,  უკვე შემოწმებული მეთოდი - საძიებო სისტემები, დიახ, ის ჯერ კიდევ მუშაობს. თქვენ უნდა აირჩიოთ რომელი მეთოდია თქვენთვის უფრო მომგებიანი: SEO თუ  PPC? გადავხედოთ დადებით და უარყოფით  მხარეებს...  ციფრები არ იტყუებიან, ამიტომ მოდით გადავხედოთ    WebpageFX-ის სტატისტიკას.

SEO  2017 წელს:

  • ურთიერთქმედებების 93%  საძიებო სისტემებით იწყება ;
  • საძიებო სისტემიდან გადმოსვლების   70% — ორგანულია;
  • SEO- ს საშუალებით  მიღებული ყველა ლიდის 14,6%  პოტენციური მყიდველია;
  •  Google-ის საძიებო სისტემაში ყოველწლიურად  ერთ ტრილიონამდე მოთხოვნა შეჰყავთ;
  • მარკეტოლოგების 89%  ამბობს რომ  SEO ეფექტურია;
PPC  2017 წელს:

  • ადამიანების 50%  , რომლებიც განცხადებაზე კლიკით გადადიან პოტენციური მყიდველები არიან;
  • ძიების 65%  მთავრდება რეკლამაზე კლიკით;
  • საძიებო სისტემაში განთავსებული განცხადება  ბრენდის ცნობადობას  80% ზრდის;
  • კომპანიების 32%  PPC  პროდუქციის პირდაპირი გაყიდვისთვის იყენებს;
  • საშუალოდ კომპანიები ყოველ დახარჯულ 1,60 დოლარზე AdWords- ის საშუალებით 3 დოლარს იღებენ.
ორივე სტარტეგიას შთამბეჭდავი შედეგები აქვს, მაგრამ როგორ გავიგოთ რომელი გამოგადგებათ თქვენ? უპირატესობები და ნაკლოვანებები

 SEO-ს  უპირატესობები

მთავარი მიზეზი რის გამოც საძიებო სისტემებს ირჩევენ   — დაბალი საფასურია. დაბალი ბიუჯეტით იღებთ  მაღალ ტრაფიკს ( PPC-თან  შედარებით). საძიებო სისტემიდან ერთი გადასვლის ღირებულებამ შეიძლება 5 დოლარი შეადგინოს, მაგრამ ამ დროს ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ეს გადმოსვლა ყიდვით დასრულდება.  სხვათა შორის Google-ის რეკლამა  სხვა საიტებზე  უფრო იაფია და კლიკის ღირებულება მაქსიმუმ  2 დოლარს აღწევს. ქვემოთ მოცემულია, თუ რამდენია  სხვადასხვა სფეროებისთვის  საშუალოდ კლიკების ფასი.

SEO თუ  PPC : რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

PPC- ის საშუალებით  მომხმარებლების მოზიდვას უფრო დიდი ბიუჯეტი სჭირდება და უფრო მეტი დროც, თუ თქვენ დამწყები ხართ. პირველ ჯერზე თქვენ ვერ მიიღებთ ისეთ CPA-ს  და ROI-ს . SEO უფრო იაფია მაგრამ მას უფრო ბევრი დრო ჭირდება.  რას აირჩევთ თქვენ: ფული თუ დრო? გარდა ამისა , SEO  უზრუნველყოფს გრძელვადიან შედეგებს. შეხედეთ გრაფიკს, რომელიც  გიჩვენებთ სხვაობას  ორგანულ  (ლურჯი) ფასიან (მწვანე)  ტრაფიკს შორის:

SEO თუ  PPC : რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მიაქციეთ ყურადღება იმას,  რომ SEO დასაწყისში იძლევა უმნიშვნელო შედეგებს, მაგრამ სწრაფად იზრდება. ასე რომ , SEO უფრო მდგრადია, ვიდრე PPC.  მას წლების მანძილზე მაღალი ხარისხის ორგანული ტრაფიკის გენერირება შეუძლია. SEO -სგან განსხვავებით  ყოველი კლიკი რომელსაც  PPC- ით ღებულობთ არის ფასიანი,რაც ამცირებს საბოლოო ჯამში მიღებულ მოგებას.

 PPC- ის უპირატესობები

პირველ რიგში ეს არის  — ტრაფიკის სწრაფი ზრდა. პირველი დღიდანვე თქვენ საიტზე შემოდიან  ადამიანები, რომელებიც მზად არიან შენაძენის გასაკეთებლად.

SEO თუ  PPC : რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თქვენ ასევე შეგიძლიათ  აირჩიოთ საკვანძო სიტყვები, რომლის საშუალებითაც  სამიზნე აუდიტორიას იპოვით.  ამ მეთოდით თქვენ   გამორიცხავთ არამიზნობრივ აუდიტორიას  რისი მეშვეობითაც  თანხასაც დაზოგავთ. PPC -ი გეხმარებათ  ტრაფიკის მართვაში და სწრაფად ამაღლებს ბრენდის ცნობადობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესისთვის. ძიების  პირველ ხაზსს  ყველა ნახულობს, მიუხედავად იმისა დააკლიკეს თუ არა მათ განცხადებას, ეს კი ამაღლებს თქვენ ცონობადობას. სხვა უპირატესობები: რეკლამა  1,5 -ჯერ  უფრო ხშირად კონვერტირდება.  ეს პირველ რიგში საკვანძო სიტყვების დამსახურებაა. გარდა ამისა , PPC-ი  ვითარდება და თქვენ ყოველ წლიურად უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვთ.  Google AdWords -ჰყავდა  და დღემდე   ჰყავს ბიზნესის დიდი ნაწილი (თითქმის  კომპანიების  80%). თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ. გამოიყენეთ Bing Ads-ი ან გაუშვით რეკლამა სოციალურ ქსელებში.


 SEO-ს ნაკლოვანებები

ყველაფერი ისე მარტივი როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საძიებო სისტემები  მუდვივად ცვლიან ალგორითმებს, რის გამოც თუ გუშინ თქვენ პირველი ადგილი გქონდათ დაკავებული  დღეს კი შეიძლება ბანიც მიიღოთ .  მარკეტოლოგების 40%  ამბობს, რომ მსგავსი ცვლილებები  SEO - ყველაზე დიდი პრობლემაა. ბოლო განახლებებმა    Panda და Penguin- მა გამოიწვია სერიოზული პრობლემები, რის გამოც ბევრმა მარკეტოლოგმა  ნეგატიური  გავლენა იგრძნო.  ამიტომ მთავარია  უნდა გასხოვდეთ, რომ  SEO —  ჭირდება მუდმივი მუშაობა, მისი ერთხელ დაყენება და მიტოვება არ შეიძლება. SEO —  ჭირდება მუდმივი განახლება ახალი ტენდენციების თანახმად. გარდა ამისა:

А) თქვენ შეიძლება დაკარგოთ წამყვანი პოზიციები

ცოტა ხნის წინ Google Fred- ის განახლების გამო ზოგიერთმა საიტმა  განიცადა ტრაფიკის  90% -ანი ვარდნა. ალგორითმის განახლებისთანავე თქვენ შეიძლება  დაკარგოთ წამყვანი პოზიციები. საკუთარი პოზიციების  შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა:
  • დაიცავით წინწაწევის  ეთიკური (თეთრი) გზები ;
  • აქცენტი გააკეთეთ მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნაზე;
  • თვალყური ადევნეთ საძიებო სისტემების ალგორითმების განახლებას.
მაგრამ გახსოვდეთ, რომ  100% გარანტია არც ამ შემთხვევაში არ  გექნებათ.

В) შედეგის დასანახად დიდი დროა საჭირო

თუ ლოდინი თქვენი ძლიერი მხარე არაა SEO-  მ შეიძლება აგანერვიულოთ. ეს სტრატეგია შედეგს არც ერთ დღეში და  არც ერთ თვეში არ  მოგიტანთ მოემზადეთ,რომ მოგიწევთ რამდენიმე თვიანი ლოდინი სანამ რეალურ  შედეგებს მიიღებთ.  რაც უფრო მეტს მუშაობთ და რაც უფრო მეტ სტატიას წერთ მით უფრო  სწრაფად აიწევს თქვენი სტატიების რეიტინგი და მალე გადაინაცვლებთ ძიების პირველ გვერდზე.

С) ვერავინ  მოგცემთ ტოპ ადგილებზე მოხვედრის გარანტიას

რა არის  SEO-ს მარკეტოლოგების მთავარი მიზანი? გაიყვანოთ თქვენი საიტი პირველ ადგილას კონკურენტული, საკვანძო სიტყვებს საშუალებით. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც განსაზღვრავენ თუ საძიებო სისტემის რომელ გვერდზე გამოვა  თქვენი კონტენტი და თქვენ ყოველთვის ვერ შეძლებთ მათ გაკონტროლებას.  გასათვალისწინებელია ის ფაქტი , რომ მომხმარებლების 75% არასდროს  გადადიან საძიებო სისტემის  მეორე გვერდზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ არ გიჭირავთ მოწინავე პოზიციები ყველა  ძალისხმევა უაზრო იყო.

PPC-ის  ნაკლოვანებები

პირველ რიგში ის ძვირია და ეს მისი მთავარი ნაკლია. ასევე ის, რომ მისი ფასი თანდათან უფრო იზრდება. რაც უფრო მეტი მარკეტოლოგი იყენებს ამ სტარატეგიას, მით უფრო იზრდება კონკურენცია და შესაბამისად კლიკის ღირებულებაც. ხანდახან თქვენ  მიერ ტრაფიკის გაზრდაში  დახარჯული ფული აღემატება შედეგად მიღებულ შემოსავალს. თქვენ გადიხართ მინუსში, რაც დამწყები ბიზნესისთვის ძალიან ცუდია.

А) ოპტიმიზაცია — გრძელვადიანი პროცესია

PPC — ეს უნივერსალური გამოსავალი არაა, თქვენ ვერავინ დაგპირდებათ მომენტალურ შედეგს.  ყველა დეტალის შესწავლას და რეკლამის ოპტიმიზაციას დრო სჭირდება. თქვენ გჭირდებათ კლიკზე ფასის შემცირება და CTR- ის გაზრდა, ეს კი გამოცდილი მარკეტოლოგისთვისაც რთული ამოცანაა. ამ სამუშაოს სჭირდება მუდმივი ანალიზი და მუდმივი ბიუჯეტი. წინწაწევის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით,  SEO , სოციალური ქსელები, კონტენტ მარკეტინგი ითხოვს მუდმივ ყურადღებას, მაგრამ თუ თქვენ ყველაფერს შეაჩერებთ ადამიანები მაინც გააგრძელებენ თქვენ საიტზე შემოსვლას. PPC-სი სამწუხაროდ ესე არ მუშაობს. ტრაფიკის შესანარჩუნებლად  თანხების  მუდმივი ხარჯვაა სჭირო.

როგორ ავირჩიოთ სტრატეგია?

არჩევანის გაკეთება მარტივია თქვენ უბრალოდ უნდა უპასუხოთ ერთ მარტივ კითხვას - რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი : ფული თუ დრო?

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ გრძელვადიანი შედეგებით და მზად ხართ ლოდინისთვის. მაშინ  უნდა აირჩიოთ -  SEO

თქვენ მოგიწევთ ბევრი დროის დახარჯვა, მაგრამ დამერწმუნეთ შედეგი ღირს ამად. თქვენი კამპანიის, ოპტიმიზირებული კონტენტის ზრდასთან ერთად გაიზრდება  ტრაფიკი, ლიდები და გაყიდვები.  რაც დრო გავა შედეგიც მით უფრო კარგი იქნება.

როდის უნდა ავირჩიოთ  PPC-ი

თუ თქვენ გსურთ შედეგის 24 საათში მიღება. 
გახსოვდეთ, საკმარისია შექმნათ რეკლამა, გადაიხადოთ ფული  გამოაქვეყნოთ და აი თქვენ უკვე საძიებო სისტემაში პირველი გამოჩნდებით. ნუ შეზღუდავთ თავს მხოლოდ  Google AdWords- ით. Facebook- ი მუდმივად აუმჯობესებს თავის სარეკლამო მომსახურებას.

და ბოლოს:

სტრატეგიის არჩევამდე ჯერ ჩამოაყალიბეთ თქვენი კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები. SEO — დაგეხმარებათ  წლების განმავლობაში ტრაფიკის მოზიდვაში, მაგრამ მისი შედეგების დასანახად 2-3 თვეა საჭირო, მაშინ როცა   PPC - სტრატეგის შედეგებს თქვენ მომენტალურად მიიღებთ, მაგრამ მის შედეგებს მუდმივი ფულის ხარჯვა სჭირდება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე სტრატეგია. სანამ, SEO -ს შედეგები იქნება თქვენ შეძლებთ კლიენტების  PPC — ის საშუალებით მოზიდვას.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
 
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge
 
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
 
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
 
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01
 
SEO თუ  PPC : რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სხვა სიახლეები