რა განსხვავებაა SEO, SEM, SMM, და SMO-ს შორის ?

ინტერნეტის მოკლე მიმოხილვა აჩვენებს, რომ   ეს ოთხი აბრევიატურა გამოიყენება ყველგან და ყოველთვის, ასევე დიდი ყურადღებაა   გამახვილებული  მათ მნიშვნელობაზე.   არც ისე დიდი ხნის წინ, მე არაფერი  მსმენოდა  SEO-ს შესახებ, აღარაფერს ვამბობ დანარჩენ სამზე, მერე გავიგე, რომ არა SEO  ჩემ  ახალ, ძვირადღირებულ და  ლამაზ საიტზე  მე  არ მეყოლებოდა არცერთი ვიზიტორი. თუ არავინ ნახავს ჩემ საიტს , მაშინ მე ტყუილუბრალოდ დავხარჯე  დრო, ენერგია და ფული, რომელიც საიტის ესაქმნელად დამჭირდა. მე არ უნდა დავკარგო ჩემს მიერ დახარჯული დრო, ფული  და ენერგია ფუჭად, ამიტომ გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით შემესწავლა ეს ოთხი აბრევიატურა.

რა განსხვავებაა  SEO, SEM, SMM, და  SMO-ს შორის ?

პირველრიგში  გავარკვიოთ  თუ რას აღნიშნავენ ეს აბრევიატურები და  რა დატვირთვა აქვთ მათ  საიტისთვის:

SEO (search engine optimization-საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია)

«SEO ეხმარება  ვებ გვერდს  დაიკავოს მოწინავე პოზიციები Google-ის საძიებო სისტემაში» ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია  აერთიანებს  ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია   საძიებო სისტემაში თქვენი ვებ გვერდის პოზიციების  გაუმჯობესებისკენ. სხვა სიტყვებით , რომ ვთქვათ SEO- ოპტიმიზაციის დახმარებით თქვენი პოტენციური მომხმარებელი მარტივად მოგაგნებთ. SEM (search engine marketing- საძიებო სისტემების მარკეტინგი) წარმოადგენს ინტერნეტ მარკეტინგის ფორმას, რომელიც მოიცავს ვებ გვერდების პოპულარიზაციას საძიებო სისტემების ძიების შედეგებში პრიორიტეტების გაზრდის მიზნით. მოდი ვნახოთ,  როგორ  განსაზღვრავს  Google  SEM  (საძიებო სისტემების მარკეტინგი). Search engine marketing – ეს არის ონლაინ რეკლამის   ძიების შედეგების გვერდზე გაშვება, რათა  მომხმარბლებს  გაუადვილდეთ  თქვენი საიტის ნახვა. SEM ხშირად იყენებს  pay-per-click (PPC) -მეთოდს, რომლის დროსაც  რეკლამის   ბიუჯეტი  იხარჯება მხოლოდ კლიკის და საჭირო გვერდზე გადასვლის შემთხვევაში. SEM მოიცავს ფასიან რეკლამებს როგორიცაა:  Adwords, Bing Ads, Yahoo და სხვა ონლაინ რეკლამის სერვისები. საძიებო სისტემების  მარკეტინგი გულისხმობს  გარკვეული ბიუჯეტით  გარკვეული შედეგისთვის სარეკლამო კამპანიის შექმნას.

SMO (social media optimization - სოციალური მედია ოპტიმიზაცია)

SMO (social media optimization),  SEO- ს ანალოგია, მაგრამ არა საძიებო სისიტემებით, არამედ სოციალური მედიის საშუალებით. ეს არის ცალკე მეცნიერება თავისი წესებით და პრინციპებით. სოციალური ქსელების ოპტიმიზაცია ხელს უწყობს საიტზე, ბლოგზე ტრეფიკის მოზიდვას, საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ კონტენტი, შექმნათ  საზოგადოება ბრენდის ირგვლივ. SMO არსი მდგომარეობს იმაში, რომ   უნდა  შექმნათ  თქვენი ბიზნესის გვერდები სოციალურ ქსელებში  და მათი მეშვეობით გაავრცელოთ საინტერესო კონტენტი  თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის (გახსოვდეთ: საიტზე უნდა გქონდეთ კონტენტის გაზიარების შესაძლებლობა).

SMM (social media marketing-სოც მედია მარკეტინგი)

სოციალური მედია მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესისთვის ძალიან მნივნელოვანი ხელსაწყოა. SMM- შეუძლია იყოს უფრო ეფექტური ვიდრე  SEO, ყოველ შემთხვევაში პროექტის საწყისი ეტაპისთვის. მოკლედ, რომ ვთქვათ SMM - ეს არის შექმნილი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს მიაღწიოთ თქვენ ბიზნეს - მიზნების განხორციელებას სოციალური ქსელების დახმარებით. სოციალური ქსლების მარკეტინგი (Social Media Marketing) შექმნილია  სამიზნე აუდიტორიის გაფართოებისთვის  და  მომხმარებლებში  ბრენდისადმი  ნდობის  და ლოიალურობის  გასაზრდელად.

Image result for SEO, SEM, SMM, AND SMO

ამ აბრევიატურების გაშიფვრის  შემდეგ მიხვდებოდით , რომ ისინი  ტანდემში მუშაობენ.  ყველა ვებ გვერდის მარკეტინგულ გეგმა უნდა მოიცავდეს SEO-ს.   მყარი SEO- სტრატეგიის გარეშე თქვენი საიტი დაიკარგება, ის არასდროს გამოჩნდება  საძიებო შედეგების საწყის პოზიციებზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როდესაც რამეს ეძებთ რამდენად შორს მიდიხართ  იმ ბიზნესის მოსაძებნად რომელთანაც თანამშრომლობას  გეგმავთ ?!.  უმრავლესობა ჩვენგანი   ძიებისას არ სცდება საძიებო სისტემის მიერ შემოთავაზებული სიის პირველ გვერდს, ამიტომ  მოწინავე ადგილების დაკავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  კარგი SEO  დაგეხმარებათ  რეიტინგის ამაღლებაში  და გახდის თქვენ  ვებ გვერდს უფრო ნახვადს.  SEO -სტრატეგიის შემუშავება უნდა მიანდოთ პროფესიონალებს. არ უნდა დაგენანოთ  არცერთი რესურსი , რომელსაც ეს სტრატეგია მოითხოვს, რადგან  ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში შედეგი გარანტირებული გაქვთ. თუ მე მაქვს კარგი  SEO, რაში მჭირდება  SEM? როგორც აბრევიატურის გაშიფრისას გავიგეთ  საიტის ცნობადობის ამაღლებაში  SEM- ძალაინ დიდი მნიშვნელობა აქვს და ის  SEO- სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.  SEM- გაძლევთ საშუალებას ბიუჯეტიდან გამომდინარე  წინასწარ განსაზღვროთ  მომავალში  მისაღები შედეგები. SEM-ის მთავარი მიზანია გაიყვანოს თქვენი ვებ გვერდი საძიებო სისტემების  წამყვან პოზიციებზე და ეფექტური რეკლამით  ხელი შეუწყოს თქვენ ვებ გვერდზე ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრ  ზრდას. SMO  გაზრდის თქვენი სოციალური მედიის პროფილის ხილვადობას.  ეს არის საუკეთესო გზა ახალი მომხმარებლების შესაძენად. SMO (სოციალური მედიის ოპტიმიზაცია) -  საშუალებას გაძლევთ სოციალური ქსელების დახმარებით მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები. SMM  - არის ღონისძიებების კომპლექტი, რომელიც მიზნად ისახავს  სოციალური ქსელების მეშვეობით ბიზნესის წინწასეწევად და სხვა ბიზნეს-დავალებების შესრულებას.    ძირითადი აქცენტი კეთდება  ისეთი შეტყობინების (კონტენტის)  შექმნაზე, რომლის გავრცელებაც ადამიანებს  სოციალური ქსელების საშუალებით მოუნდებათ,  ორგანიზატორის მონაწილეობის გარეშე. ითვლება, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით გადაცემული შეტყობინებები უფრო მეტ ნდობას იწვევს  მომხმარებლებში ვიდრე ტრადიციული რეკლამებით მიღებული შეტყობინება. თუ  გსურთ, რომ  თქვენი ბიზნესი  გაიზარდოს, ამისთვის უნდა გააფართოვოთ თქვენი ინტერნეტ-მარკეტინგის ბაზა, ამისთვის კი უნდა გაზარდოთ   SEO და SMO სტრატეგიები, შემდეგ გადაწყვიტოთ  რომელი  სარეკლამო სტრატეგიაა თქვენი ბიზნესისთვის უფრო სასარგებლო SEM  -   SMM   თუ ორივე ერთად.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

რა განსხვავებაა  SEO, SEM, SMM, და  SMO-ს შორის ?

სხვა სიახლეები