6 რჩევა თუ როგორ უნდა შევქმნათ თვალისმომჭრელი პორტფოლიო Behance-ზე

Behance არის ყველაზე პოპულარული ვებსაიტი კრეატიული ადამიანებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ გააზიარონ თავისი ნამუშევრები იქნება ეს ვიდეო, გრაფიკა, თუ ფოტოგრაფია. ბუნებრივია, თქვენი პორტფოლიოს ჩვენება ისეთ საიტზე, როგორიცაა Behance, თქვენი უნარებისა და ნიჭის პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

 არსებობს მრავალი მიდგომა Behance-ზე პორტფოლიოს შესაქმნელად. 

მაგალითად, "მოსაწყენი" გზაა როცა თქვენ უბრალოდ ტვირთავთ თქვენს ნამუშევრებს ყოველგვარი გაფორმების გარეშე. უფრო კრეატიული გზაა თქვენი პორტფოლიოს ყველა ნაწილის ერთად შექმნა ერთ, ჰარმონიულ დიზაინში.

ასე რომ მზად ხართ მოისმინოთ რჩევები, რომლებიც თქვენს პორტფოილიოს უფრო მიმზიდველს, საინტერესოს და თვალის მომჭრელს გახდის?

მაშინ, დავიწყოთ!

1.  აირჩიეთ თქვენი საუკეთესო ნამუშევრები

თქვენი Behance პორტფოლიო ყველაზე ეფექტურია, როგორც პროექტების სერია: 

Behance-ს ერთ გვერდზე, თუ ბევრი სამუშაო არ გაქვთ საჩვენებელი, შეგიძლიათ მრავალი პროექტი მოათავსოთ.

Behance გვერდმა არ უნდა აჩვენოს მთელი თქვენი სამუშაო. უმჯობესია იყოს მოკლე და საინტერესო ნაწილით დატვირთული. ჩვენ გირჩევთ აირჩიოთ, სულ მცირე, 5 ნაწილისგან შემდგარი პროექტი  behance-ს 1 გვერდისთვის.

დაიმახსოვრეთ, უმჯობესია გქონდეთ პორტფოლიო, სადაც აჩვენებთ თქვენს რამდენიმე საუკეთესო პროექტს.

ბევრი საშუალო დონის პროექტის ჩვენება არც ისე მიმზიდველი იქნება. 

2. გააზიარეთ ისტორია

ღრმად ჩასწვდით თქვენს ნამუშევრებს და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენთ მას.

თქვენი პროექტის მოკლე ისტორიის შემუშავება თქვენი პროექტების მნახველს უფრო მიიზიდავს. ისაუბრეთ თქვენს ისტორიაზე საწყისი კონცეფციიდან ადრეულ ჩანახატებამდე და მზა პროდუქტამდე. დაიწყეთ თქვენი ამბავი ჯერ დასრულებული ნაწილის ჩვენებით და შემდეგ გააზიარეთ ისტორია, თუ როგორ მიხვედით ამ შედეგამდე და როგორი იყო ეს პროცესი.

იფიქრეთ თქვენი პროექტის სტილზე და ზოგად იერსახეზე, რათა შექმნათ დიზაინის განლაგება. თქვენ მიერ შემუშავებული დიზაინის ელემენტები უნდა შეესაბამებოდეს და აუმჯობესებდეს თქვენს პროექტს. 

3. მოარგეთ დიზაინი, რომ უკეთ აღიქვათ

საიტი გააკეთე? შემდეგ მოარგეთ იგი დესკტოპზე, ტაბლეტზე და სმარტფონზე. 

აპლიკაცია გააკეთე? მოარგეთ იგი მის სამიზნე მოწყობილობაზე. 

ჟურნალი გააკეთე? შემდეგ აჩვენე ხალხს, ვინც მას კითხულობს. 

Google-ის მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ უფასო შაბლონები, სადაც შეგიძლიათ მარტივად მოარგოთ თქვენი ნამუშევარი ლამაზი პრეზენტაციისთვის. აქ არის ტაბლეტის/სმარტფონის უფასო შაბლონების კოლექციის ძალიან დიდი არჩევანი.

4. შეხედეთ მარტივად

თქვენი Behance გვერდის დიზაინი მარტივი უნდა იყოს. მოერიდეთ ცდუნებას შექმნათ გადატვირთული დიზაინი, რათა მიიღოთ "wow ფაქტორი". 

სიმარტივეს მიჰყავს თქვენი დიზაინი იმ მდგომარეობამდე, სადაც უნდა იყოს ის საუკეთესო შემთხვევაში.

აირჩიეთ ერთი შრიფტი, შეარჩიეთ ფერის სქემა და მიჰყევით მას. შეინარჩუნეთ სტილის თანმიმდევრულობა.

5. შეავსეთ BIO

თქვენი Behance პორტფოლიოს მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი Behance პროფილი. 

შეავსეთ თქვენი პროფილის აღწერა თქვენი ისტორიით. 

ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორია თქვენი მიზანდასახულობა? როგორია თქვენი უნიკალური ხედვა შემოქმედებით სამყაროზე? რამ განაპირობა ამ პერსპექტივის განვითარება? 

ამ კითხვებზე პასუხი თავად მოგცემთ ემოციურობას. ემოციურობა კი სხვა ადამიანზეც გადამდებია და მისი სიტყვებით გადმოცემა ძალიან კარგია.

6. ხშირად განაახლეთ თქვენი Behance გვერდი

Behance არის დიდი, აქტიური საზოგადოება. 

ვინც რეგულარულად პოსტავს, იზიდავს აუდიტორიას. 

პოპულარობა იზომება მოწონებით და კომენტარებით. 

თქვენი პოსტები Behance-ზე უფრო რეპუტაციის მქონე ხდება, როდესაც თქვენ მუდმივად იწვევთ აუდიტორიის ჩართულობას. 

ამგვარ აქტივობას "თოვლის ბურთის ეფექტი" ჰქვია, როცა ყველანაირი აქტიურობა ერთდროულად იზრდება.

როდესაც თქვენ ქმნით ახალ და უკეთეს ნამუშევრებს, დარწმუნდით, რომ ის რაღაცით მაინც არის წინამორბედებზე უკეთესი, რომ ნათლად გამოჩნდეს თქვენი პროგრესი და ზრდა.

სულ ეს იყო რისი გაზიარებაც მინდოდა. იმედი მაქვს დაგეხმარებათ და უკეთესს შედეგამდე მიგიყვანთ!

6 რჩევა თუ როგორ უნდა შევქმნათ თვალისმომჭრელი პორტფოლიო Behance-ზე

სხვა სიახლეები