როგორ მუშაობს ლიდერის ტვინი
რა დასკვნების გამოტანა შეიძლება, თუ გავაანალიზებთ ნეირომეცნიერების აღმოჩენებს?
ლიდერები და წარმატებული ბიზნესმენები იძულებულნი არიან იყვნენ ზედმეტად აქტიურები - ასეთია მათი ტვინის ბუნება _ მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ.
ეს ბევრს ცვლის. ზოგს პატივს ვცემთ, სხვების მოტივაციას ვცდილობთ ისეთ პირობებში, როცა საქმე სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ეხება - განსხვავებული ფიზიკური მონაცემებით (ეს იმ შემთხვევაში, თუ რეტიკულური წარმონაქმნი განიხილება ადამიანის ფიზიოლოგიურ თვისებად).
ვისაც აქვს ჩვეულებრივი რეტიკულური წარმონაქმნი, წარმატებული ადამიანების შესახებ მოსმენილი ამბების შემდგომ დაიწყებს უფრო მეტი ენერგიის დახარჯვას, რითაც მალევე ამოწურავს თავის ენერგორესურსს, რომლის აღდგენასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
ამ ყველაფრის გაგების შემდეგ გიჩნდებათ სურვილი გაიგოთ რა არის თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და გეყოფათ თუ არა არსებული რესურსი ჩანაფიქრის განხორციელებაში.
ხომ არ სჯობს, გადახედოთ თქვენს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, რათა იცხოვროთ საკუთარი ბედნიერი ცხოვრებით, იმის ნაცვლად, რომ სხვისი მიღწევების გამეორება სცადოთ?
არსებობს ასეთი პრინციპი "სწრაფი ის კი არ არის, ვინც უფრო სწრაფად დარბის, არამედ ის , ვინც არ ჩერდება".
ამ პრინციპის არსი არის ის, რომ არ შეწყვიტოთ მოძრაობა და არ ის, რომ იმუშაოთ თქვენი შესაძლებლობების ზღვარზე. თქვენ არასოდეს დანებდებით და არ გამოიყენებთ თქვენს რესურსებს დროზე ადრე, თუ იმუშავებთ თქვენი ძალების ფარგლებში, სისტემატურად და განუწყვეტლივ - ძნელია არ დაეთანხმო.
გამოდის, რომ საშუალო სტატიკური რეტიკულური წარმონაქმნის მქონე ადამიანები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომლებმაც მიიღეს საშუალო "გონებრივი ენერგია", ნაკლებად პროდუქტიულები იქნებიან, ვიდრე ზედმეტად აქტიური რეტიკულური წარმონაქმნის მქონე ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ შეძლებენ იმუშაონ ამდენი. მაგრამ ამაში არის პლუსიც. იმის გათვალისწინებით, რომ უფრო პროდუქტიულ ადამიანებს სხვაგვარად არ შეუძლიათ და ამიტომ იძულებულნი არიან მუდმივად აკეთონ რაიმე საქმე, ნორმალური რეტიკულური წარმონაქმნის მქონე ადამიანებს შეუძლიათ თავი ბედნიერად იგრძნონ ყოველდღიურად, მთების გადადგმის გარეშეც კი.
როგორ შევამოწმო, მართლა ასეა თუ არა ყველაფერი? ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს და მისი მოქმედებები მისი გადაწყვეტილებებისა და დამოკიდებულების შედეგია, თუ ჩვენ მხოლოდ ტვინის იმპულსები გვამოძრავებს და არა ჩვენი გადაწყვეტილებები?
მოძრაობა ____ ენერგიის წყაროა
ბევრი მკვლევარი მოძრაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მოძრაობა ენერგიის წყაროა, როცა მოძრაობ, იზრდები, გაჩერება დეგრადაციაა.
მოდით ვიფიქროთ ამაზე. არ უნდა დავუშვათ გაჩერება, რადგან დავიწყებთ უკან დაბრუნებას. გადაადგილებისთვის, ჩვენ გვჭირდება მიზანი. მიზანი არის მოძრაობის მიმართულებაც და ენერგიის წყაროც მოძრაობისთვის. მოძრაობა თავად იძლევა ენერგიას, ენერგია კი სიცოცხლეა.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ ტვინის მეცნიერება და რეტიკულური წარმონაქმნის ცოდნა სხვა ამბავს მოგვითხრობს, რომ სწორედ ტვინი წყვეტს, გვექნება თუ არა ენერგია, გარდაიქმნება თუ არა ის მოძრაობად და მოგვცემს თუ არა სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობას.
ალბათ ამიტომაა, რომ ბევრს არ ესმის, როგორ უნდა დაისახო მიზანი და მიჰყვე მას, სჯეროდეს საკუთარი თავის და მხოლოდ ამით მიიღო ძალა. მეცნიერული ფაქტები ამბობენ, რომ გვეჩვენება, როცა გვგონია, რომ ცნობიერ გადაწყვეტილებებს ვიღებთ: სინამდვილეში, ჩვენი ტვინი აგენერირებს გადაწყვეტილებებს და ჩვენ მხოლოდ ვასრულებთ მათ. ამ თვალსაზრისით, ისეთ ცნებებს, როგორიცაა „პიროვნება“, „თავისუფალი ნება“, „ცნობიერი გადაწყვეტილება“ მხოლოდ შეცდომაში შეჰყავს ადამიანი.
ეს ყველაფერი ბადებს სხვადასხვა მოსაზრებებს. მაგალითად: ჩვენი ყველა მიზანი ექვემდებარება მხოლოდ ჩვენი ტვინის ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფას. თუ ტვინს სჭირდება მიზნის მისაღწევად დახარჯული ენერგია, მაშინ ჩვენი მიზნების შინაარსი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ტვინზე ფიზიკური და გონებრივი აქტივობებით, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ტვინი არის ფიზიკური ორგანო, როგორც ნებისმიერი სხვა და ექვემდებარება ცვლილებას.
მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროს ჩნდება არის - ვისზეა არჩევანი? ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამას, თუ ტვინი გვკარნახობს? თუ ტვინი აკეთებს ამას, მაშინ რის საფუძველზე?
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01