ის რაც 30 წლის ასაკში აუცილებალად უნდა იცოდეთ
«მიიღიეთ ის რასაც ცხოვრება გათავაზობთ. დალიეთ თითოეული თასიდან. ყველა ღვინო უნდა გასინჯოთ; უბრალოდ ზოგი უნდა მოსვათ, ზოგი — ბოლომდე დალიოთ». პაულო კოელიო (Paulo Coelho), მწერალი. «მოირგეთ ის რაც სასარგებლოა, უარყავით ის, რაც უსარგებლოა, დაამატეთ რაღაც საკუთარი». ბრიუს ლი (Bruce Lee),მსახიობი. «ჩვენ ვზემოქმედებთ არა იმაზე თუ როგორ კარტს დაგვირიგებენ , არამედ იმაზე თუ როგორ ვითამაშებთ». წიგნის ავტორი - რენდი პაუში (Randy Pausch), «ბოლო ლექცია» (The Last Lecture), პროფესორი. კარგი რჩევის გასაგებად და გასაანალიზებლად შეიძლება დაგვჭირდეს წლები - ამტკიცებს ისაია ჰენკელი. ის შედის ჟურნალი «Fortune»-ის 500- საუკეთესო ბიზნეს კონსულტანტის სიაში. (მოლეკულური ბიოლოგიის და ანატომიის დოქტორი, მოტივაციის ექსპერტი, პოპულარული ბლოგერი და «Black Hole Focus» (2014წ) წიგნის ავტორი).
ჰენკელი ყვება თუ რამ შეაკრებინა თავისი ნაშრომები , რითაც შექმნა 24 რჩევა, რომელიც თავის დროზე ვერ დააფასა:
24 რამ, რაც 30 წლის ასაში უნდა იცოდეთ
როდესაც ჰენკელს 33 წელი შეუსრულდა მან გაიხსენა ყველა კარგი რჩევა,რომელიც წლების წინ მიიღო. კარგი რჩევა როგორც წესი ჩნდება არსაიდან, მაშინ როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით. თქვენ უბრალოდ იცხოვრებთ საკუთარი ცხოვრებით, მანამ სანამ უცებ ვიღაც არ მოვა და არ მოგცემთ ისეთ რჩევას, რომელიც მთლიანად გადაატრიალებს თქვენ მსოფლმხედველობას. ეს შეიძლება არ მოხდეს ეგრევე, მაგრამ ადრე თუ გვიან ნათქვამი შეიძენს აზრს და მიხვდებით თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში. აი ის 24 რჩევა, რომლებიც ჰენკელის აზრით აუცილებლად უნდა იცოდე ოცდაათწლამდე.
1. სხვა ადამიანებსაც აქვს კარგი იდეები
როდესაც კოლეჯის პროფესორმა ჰენკელს ეს რჩევა მისცა მომავალ ექსპერტს ძალიან გაუკვირდა: «მე არასდროს ვაქცევდი ყურადღებას იმ ფაქტს, რომ კარგი იდეები შეიძლება სხვებსაც ჰქონოდათ . მე ვგულისხმობ იმას,რომ ვიცი სხვებს შეიძლება ჰქონდეთ კარგი იდეები, მაგრამ მე მათში ყოველთვის მხოლოდ კონკურენტებს ვხედავდი. ამ რჩევამ ჩემი აზროვნება შეცვალა: ახლა მე გაცილებით უფრო დიდ დროს ვუთმობ სხვების მოსმენას და არ ვცდილობ მხოლოდ საკუთარი იდეის წინწაწევას».
2. არ მოიქცეთ ბუზივით, რომელიც შუშას ეჯახება.
ეს რჩევა ისაიამ კოლეჯში ჭიდაობის მწვრთნელისგან მიიღო: «მან ეს ვარჯიშის დროს მითხრა, ის ცდილობდა ჩემი ერთფეროვანი ბრძოლის სტილი შეეცვალაა. ამ რჩევამ შეცვალა ჩემი აზროვნება: მე უბრალოდ სირთულეებს კი აღარ ვებრძოდი, ვეძებდი გზას სირთულეების დასაძლევად».
3. საკუთარი სიმართლის უამრავი დამადასტურებელი საბუთის ქონის მიუხედავად მაინც ყველას უნდა , სხვების აღიარება.
ისაია იხსენებს: « ეთხელ როდესაც ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ვცდილობდი ამეხსნა ჩემი იმდროინდელი გოგოსთვის, რომ ის რაღაცაში ცდებოდა, ჩემ მხარეს იყო უამრავი მტკიცებულება და ლოგიკის ყველა კანონი, მაგრამ მიუხედავად ამისა მას არ სურდა საკუთარი შეცდომის აღიარება. ეს ფაქტი ჭკუიდან მშლიდა, მაგრამ მეგობრის რჩევა დამეხმარა იმის გაანალიზებაში, რომ სხვისთვის იმის მტკიცება, რომ ის დამნაშავეა დროის ტყუილი კარგვაა, რადგან საკუთარ შეცდომებს ვერავინ ხედავს».
4. არ გქონდეს 100 რუბლი, გყავდეს 100 მეგობარი!
ჰენკელს კოლეჯში სწავლის დროს ეს ფრაზა მეგობრისგან თითქმის ყოველდღე ესმოდა. ცოტახნის მერე ისაია მიხვდა,რომ მისი მეგობარი სწორი იყო: «ნაცნობები —ეს თქვენი მთავარი აქტივია. მასშტაბების გაფართოვებისთვის ერთადერთი გზა მისი გაზრდა და საკუთარი შესაძლებლობების დანახვაა — როგორც პირადი ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით, — ამაში თქვენ თანამოაზრეთა ჯგუფი დაგეხმარებათ».
5. რაც უფრო ცოტას საუბრობთ მით უფრო მეტს გისმენენ
ასპირანტურაზე სწავლის ბოლო წელს ისაია გაწევრიანდა უნივერსიტეტის ორატორების კლუბში, მას თავისი სპიკერის უნარჩვევების გაუმჯობესება უნდოდა და სწორედ ამ დროს გაიგო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: «ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა, რომ ხალხი უფრო გულმოდგინედ მომისმენს მაშინ როცა ცოტას ვისაუბრებ და რაც უფრო დიდ დრამატულ პაუზას გავაკეთებ. საჯარო გამოსვლას ან ნებისმიერ სხვა ზეპირი კომუნიკაციის დროს სიჩუმე ყველაზე მძლავრი იარაღია. დუმილი აუდიტორიას აიძულებს ყურადღება მიაქციოს ორატორს, ამ დროს ინფორმაციის მიწოდება უფრო მარტივი და ეფექტური ხდება».
6. ყველა ადამიანი გადაჭარბებულად აფასებს თავის მოკლევადიან შესაძლებლობებს, მაგრამ ვერ აფასებენ იმას,რისი გაკეთებაც გრძალვადიან პერიოდში შეუძლიათ
ჰენკელი იხსენებს: «მგონი ეს ფრაზა ასპირანტურაზე სწავლის დროს ამოვიკითხე. ამ ფრაზის გააზრებამ სრულიად შეცვალა ჩემი აღქმა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემ ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტები, როდესაც მთელი ჩემი ცხოვრების შეცვლა ან დიდი წარმატების მიღწევა ერთ დღეში მინდოდა და მცირე პროგრესის გამო ხშირად მწყდებოდა გული. მაგრამ როცა ვიყურები რამდენიმე წლით უკან ყოველთვის მიკვირს, რამდენად რადიკალურად განსხვავდება ჩემი ახლანდელი ცხოვრება ჩემი ძველი ცხოვრებისგან. დიდი ცვლილებები ხდება თანმიმდევრულად ყოველდღიური,თითქმის შეუმჩნეველი ძალისხმევის მეშვეობით, მაგრამ სწორედ მისი წყალობით იღებთ დიდ შედეგს, რომლის დანახვაც მხოლოდ წლების შემდეგაა შესაძლებელი».
7. შეწყვიტე ტირილი ეს უბრალოდ სისხლია
ეს სიტყვები 5 წლის ისაიას მამამ უთხრა «როდესაც მუხლი ვიტკინე მე სისხლის დანახვის გამო ვტიროდი და არა იმიტომ,რომ მტკიოდა. ამ რჩევაზე მაშინ ვფიქრობ როდესაც ცხოვრებაში ნამდვილ სირთულეებს ვაწყდები. ეს უცნაურად შეიძლება გეჩვენოთ, მაგრამ როდესაც პირველადი შთაბეჭდილება გადაივლის თქვენ დაინახავთ, რომ სიტუაცია არც ისეთი საშინელია როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა».
8. არ დარჩეთ ვინმესთან მხოლოდ ეჭვიანობის ან მესაკუთრეობის გამო
კიდევ ერთი მეგობრული რჩევა, რომელიც ჰენკელმა ახალგაზრდობაში მიიღო: «მეგობარმა ეს ყოფილ მეგობარ გოგონასთან დაშორების დროს მითხრა. მე ვიყავი ახალგაზრდა და იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდოა, რომ ის ჩემს მერე სხვას შეხვდებოდა და ამის გამო მე ვითმენდი ყველა წყენას, მაგრამ ამ სიტყვების გაგონების შემდეგ დავშორდი მას. მე ვაგრძელებდი ამ რჩევის გამოყენებას და ვეკითხებოდი ჩემ თავს, "შენ ნამდვილად გინდა ეს თუ მხოლოდ იმიტომ გინდა , რომ ეს რამ სხვასაც უნდა?"».
9. თქვენ — არ ხართ ერთადერთი «მე» კომპანიაში
ეს ფრაზა ისაიამ მოისმინა რამდენიმე წლის წინ თავისი ასისტენტებისგან, დიდი პრეზენტაციის დაწყებამდე: «მე თავს მომავალი მოქმედების გმირად ვთვლიდი და არ მეგონა, რომ ჩემი მსმენელებიც იმავეს გრძნობდნენ. მაგრამ როდესაც ყურადღება საკუთარი თავიდან აუდიტორიაზე გადავიტანე, პრეზენტაცია ყველას მოეწონა».
10. ზოგჯერ სპორტზე უარის თქმა — ყველაზე ჯანმრთელი გადაწყვეტილებაა
ეს მტკიცებულება ბაზირდება ისაია ხენკელის პირად გამოცდილებაზე: «კოლეჯის ბოლო კურსზე,ჭიდაობის შეჯიბრის დროს სერიოზული ტრავმა მივიღე. მე არ გავიკეთე ოპერაცია, რადგან არ მინდოდა სეზონის ჩაგდება, გავიარე რეაბილიტაციის კურსი და ორი მატჩის ჩატარების შემდეგ კვლავ ტრავმა მივიღე. ქირურგმა მითხრა, რომ თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი სამუდამოდ გავიფუჭებდი მუხლს და მომიწევდა დიდიხნით ინვალიდის ეტლით სიარული. ზუსტად მაშინ მივხვდი,რომ სპორტზე დროებით უარის თქმა —ყველაზე ჯანსაღი გადაწყვეტილება».
11. მოეწყვეთ კომფორტულად, მტრები თვითონვე გამოამჟღავნებენ საკუთარ თავს
კიდევ ერთი რჩევა, რომელიც ჰენკელმა მეგობრისგან სამეცნიერო ხელმძღვანელთან კონფლიქტის დროს მიიღო: «ახალგაზრდობაში აგრესიისკენ მიდრეკილი ტიპი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი დასახული მიზნის მიღწევას. ჩემმა მეგობარმა მირჩია დამეცადა და არაფერი არ გამეკეთებინა, დავლოდებოდი ხელმძღვანელობის პირველ ნაბიჯს, ეს ძალიან კარგი რჩევა იყო, ისინი თავად დამესხნენ თავს და ამით თავი ძალიან სულელურ მდგომარეობაში ჩაიგდეს. ეს დამეხმარა მე მათ წინააღმდეგ საქმის მოგებაში და სამეცნიერო ხარისხის მიღებაში».
12. გსურს საკუთარი თავის გაცნობა? — იმუშავე გაყიდვებში
ისაიას ახალი დაწყებული ჰქონდა თავისი კარიერა გამოყენებითი მეცნიერების სფეროში,როდესაც მეგობრისგან ეს რჩევა მიიღო. ამ ფრაზამ დააფიქრა ახალგაზრდა მეცნიერი: "მე მეგონა, რომ სამეცნიერო ხარისხის აღება, ექსპედიციებში სიარული და სწავლება იყო ყველაზე ძნელი რამ, რაც ოდესმე გამიკეთებია". გაყიდვა —ეს ყველაზე რთული საქმიანობაა. მე არანაირი პატივისცემა არ მქონია გაყდვებში მომუშავე ხალხის მიმართ. ვფიქრობდი, რომ ისინი იყვნენ ეშმაკი, თაღლითი და აფერისტი ხალხი. მაგრამ ახლა მესმის, რომ ნებისმიერი ბიზნესი საკუთარ არსებობას სწორედ გაყიდვებში მომუშავე ხალხს უნდა უმადლოდეს. ასე თუ ისე ყველა საქმე მოითხოვს საკუთარი თავის ან სხვა რამის გაყიდვას. თუ თქვენ გინდათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობა, მაშინ იპოვეთ ისეთი სამსახური საიდანაც გეგმის შეუსრულებლობის გამო გაგაგდებენ».
13. თუ გარეგნულად კარგად გამოიყურებით ეს არ ნიშნავს, რომ შინაგანადაც ყველაფერი კარგად გაქვთ
ისაიამ ეს თავისი კოლეჯის დროინდელი შეყვარებულისგან მოისმინა: «ეს იყო ჩემი პირველი კურსი, სპორტული სეზონი დასრულდა და დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი,ყოველ საღამოს წვეულებებზე დავდიოდი. ერთხელ როცა ძალიან გამომწვევად ვიქცეოდი,ვცეკვავდი და თან კუნთებს ვათამაშებდი ჩემმა მეგობარმა გოგონამ მითხრა: რადგან გარეგნულად კარგად გამოიყურები ეს არ ნიშნავს,რომ შინაგანადაც წესრიგში ხარო. ამ სიტყვების მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მარტო კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა არ ნიშნავდა კარგად ყოფნას.... ამიტომ შევამცირე წვეულებების რაოდენობა და დრო საკუთარ ორგანიზმს დაუთმე».
14. ყოველთვის შეგიძლიათ აკონტროლოთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამა თუ იმ სიტუაციას
რამდენიმე წლის წინ ისაიას თირკმელების ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სტრესის და ანთების ბრალი იყო. აი რა გამოცდილება მიიღო მან ამ რთული შემთხვევიდან: «მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემი თირკმელები სრულ წესრიგშია, მაშინ ამ დიაგნოზმა ძალიან დამამწუხრა. ექიმებმა მითხრეს, რომ ამ დაავადებას შეიძლება ფატალური შედეგი ჰქონოდა, ამ ფაქტმა ძალიან შემაშინა. მე დეპრესიში ჩავვარდი, გავხდი მოწყენილი და საცოდავი. გარშემომყოფები ისე იქცეოდნენ თითქოს ძალიან წუხდნენ ჩემი დაავადების გამო და განუწყვეტლივ მეკითხებოდნენ როგორ ვიყავი, ეს კი მხოლოდ ართულებდა ჩემ მდგომარეობას. შემდეგ ძველ მეგობართან მივედი, რომელმაც ჩემი დანახვისას მხარზე მომარტყა ხელი და მითხრა: "როგორც ჩანს ახლა შენ თირკმელების გარეშე მოგიწევს ყოფნა". ამ სიტყვების მერე ჩემი პრობლემისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, აღარ ვიქცეოდი მსხვერპლისავით, ისევ ისეთი გავხდი, როგორიც ავადმყოფობამდე. ამ შემთხვევამ მაიძულა გამეგო, რომ მიუხედავად იმისა თუ რა ხდება ჩემ თავს, მაინც შემიძლია ვაკონტროლო ის თუ როგორ ვებრძოლო ამა თუ იმ პრობლემას».
15. ყველაფერი რასაც სამუშაოს დაწყებიდან 5 საათის შემდეგ აკეთებთ — უაზრობაა
ეს სიტყვები ისაიამ ასპირანტურაზე სწავლის დროს სადისერტაციო საბჭოს ერთ-ერთი მონაწილისგან მოისმინა: «მე ამ პრინციპს დღემდე ვიყენებ. ეს კონსულტანტი მე სადისერტაციო ნაშრომის დაწერისას რჩევებს მაძლევდა.ის გულისხმობდა, რომ თუ თქვენ 5 საათის განმავლობასი შეუსვენებლად აკეთებთ რამე რთულ საქმეს, ამ დროს გეხარჯებათ ძალიან დიდი ენერგია და უფრო მეტის გასაკეთებლათ წვალება უაზრობაა. ამ მოსაზრებას უამრავი კვლევა ადასტურებს. ამიტომ სამუშაოს დაწყებისას ხუთ საათს ვხარჯავ მნიშვნელოვანი საკითხებისათვის, ხოლო "ნაკლებად მნიშვნელოვან" საქმეებს კი მოგვიანებით, იმ დღესვე ვაკეთებ».
16. გარშემო გყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც აკეთებენ იმას რასაც თქვენ ვერ აკეთებთ
ხენკელი ხსნის: «მე ვერ ვიტან:დეტალებს, ნორმებს, წესებს და ფინანსებთან დაკავშირებულ პროცესებს. მაგრამ ხალხს მოსწონს მსგავსი სამუშაო. მეგობარმა ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ არსებობენ სამი ტიპის ადამიანები — მხატვრები, მეწარმეები და ადმინისტრატორები. ყველა ბიზნესს წარმატებისთვის ესაჭიროება სამივე ტიპის თანამშრომელი. მხატვარი— ეს სპეციალისტია (მწერალი, პროგრამისტი, მსახიობი), მეწარმეები — ისინი ვისაც რისკი უყვარს, ხოლო ადმინისტრატორები — ორგანიზატორები. იმის მერე რაც ეს გავიგე, მე ვაგრძელებ გარშემო ისეთი ადამიანიების შემოკრებას, რომლებსაც აქვთ უნარჩვევები, რომლებიც მე არ მაქვს. ეს აუმჯობესებს ჩემ პირად და პროფესიონალურ ცხოვრებას.
17. თუ ვინმეს არ უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ, მაშინ მიუთითეთ მას კარისკენ
ეს რჩევა ისაიამ შემთხვევითი საუბრის დროს მოისმინა და მას შემდეგ ეს სიტყვები ცნობიერებაში მყარად ჩაჯდა,რამაც შეცვალა მისი ცხოვრება : «მე ძალიან ბევრი დრო დავხარჯე იმ ადამიანების ცნობიერების შესაცვლელად, რომლებსაც არ ვუყვარდი. ეხლა მე მობილიზირებული ვარ იმ ადამიანებზე, რომლებსაც მოვწონვარ და იმ მილიარდობით ადამიანზე, რომლებიც ჯერ არ მიცნობენ, მაგრამ ვიცი, რომ მათ უმრავლესობას მოვეწონები».
18. გატეხილი ცხვირი შუშდება, გაშვებული შესაძლებლობები კი აღარ ბრუნდება
კიდევ ერთი რჩევა, რომელიც ხენკელმა სპორტული გამოცდილებიდან მიიღო: «სკოლაში ერთ-ერთი შეჯიბრების დროს მოწინააღდეგემ ცხვირი გამიტეხა, სისხლდენა დამეწყო , თვალების ირგვლივ კანი ჩამიშავდა და თაბრუსხვევა დამეწყო. ეს ყველაფერი შტატის ჩემპიონატის წინ მოხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე შემეძლო ბრძოლის შეჩერება და სეზონის გატეხილი ცხვირის გამო დასრულება, მაგრამ მე გადავწყვიტე გამეგრძელებინა ბრძოლა: ცხოვრებაში ბევრი რამე შეიძლება მოიტეხოთ, მაგრამ უსაქმოდ ჯდომა გამოსავალი არაა. ყველაზე კარგი სტრატეგიაა შეცვალოთ ის, რაც გაგიტყდათ ან შეაკეთოთ ის მოგვიანებით. ყოველ შემთხვევაში თქვენ უნდა გააგრძელოთ წინ სვლა, რადგან არსებობს მხოლოთ ერთი, რამ რასაც ვერ შეცვლით —ეს თქვენი ცხოვრებაა. ის მხოლოდ ერთი გაქვთ».
19. მომატყუებ ერთხელ — სირცხვილი შენ. მომატყუებ მეორეჯერ — სირცხვილი მე
ამ ანდაზას ბავშობაში ისაისას მშობლები ხშირად უმეორებდნენ, მაგრამ 10 წლამდე ის მთელ აზრს ვერ იგებდა: «ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ბევრი ადამიანი ეცდება თქვენ მოტყუებას და როცა მათ პირველი ტყუილი გამოუვათ ეს, მათი ბრალი იქნება, რადგან ისინი უსინდისოდ მოიქცნენ, მაგრამ როდესაც ისინი მოგატყუებენ ორჯერ, სამჯერ ან უფრო მეტჯერ — ეს უკვე თქვენი ბრალია, რადგან თქვენ კიდევ ენდობით მათ. ენდეთ ადამიანებს მანამ სანამ ისინი იმსახურებენ ამას. ესე ცხოვრება უფრო მარტივია, ვიდრე არავის არ ნდობა ან ყველას ნდობა, მიუხედავად იმისა თუ რა გაგიკეთეს მათ».
20. გააკეთეთ ყოველდღიური ჩანაწერები
ეს რჩევა ჰენკელმა კოლეჯში სწავლის დროს პროფესორისგან მიიღო, რაც დღემდე ახსენებს მას, რომ ყოველდღე უნდა მიაღწიოს პატარა პროგრესს მაინც და თან უნდა ჩაიწეროს კიდეც საკუთარი მიღწევები. ზრდა ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა, მაგრამ თუ თქვენ არ ზომავთ მას, ვერ იზრდებით.
21. თქვენ ვერასდროს აიწევით კარიერულ კიბეზე თუ ძალიან დაკავებული გამოჩნდებით
ეს დასკვნა ისაიამ რესტორანში მიმტანდა მუშაობის დროს გამოიტანა: «ყველა მიმტანის ოცნება შაბათობით მთავარ დარბაზში მუშაობა იყო, რადგან ერთ ღამეში 500 დოლარის ოდენობის ჩაის აღება შეეძლოთ. ერთხელ მეც მომეცა ამ დღეს მუშაობის შესაძლებლობა და გადავწყვიტე ბოლომდე გამომეყენებინა. მთელი ძალებით ვცდილობდი შთაბეჭდილება მომეხდინა მენეჯერზე, მაგრამ ჩემი სმენის შუაში მენეჯერი მოვიდა ჩემთან და მირჩია უფრო ნაკლებ მაგიდას მოვმსახურებოდი, ამის გაგონებამ ძალიან გამაოგნა და დამაბნია. « მოგვიანებით ერთ-ერთმა გამოცდილმა მიმტანმა მითხრა, რომ გამძლეობას უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე სულსწრაფობას "არასდროს დაანახო სხვას როგორ იღვითქები". რათქმაუნდა საჭიროა თავდადებული მუშაობა, მაგრამ არ უნდა ანახოთ სხვებს თუ როგორ მძიმე სამუშაოს ასრულებთ. არავის უნდა ამის შემჩნევა. ყველაფერი ისე ჩანს თითქოს თქვენ სუსტი ხართ და ვერ აკონტროლებთ სიტუაციას».
22. თუ თვითონ არ მოგწონთ თქვენი წინადადება რატომ უნდა მოეწონოს ის სხვას?
კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა, რომელიც ხენკელმა კოლეჯში მიიღო: «ეტიმოლოგიის ლექციისთვის უნდა მომემზადებინა პრეზენტაცია მომთაბარე ჭიანჭველების შესახებ, ვერ ვიხსენებდი რატომ ავირჩიე ეს საგანი, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი პრეზენტაციის თემით, რადგან მომთაბარე ჭიანჭველები ძალიან მაგრები არიან: ისინი არ ჩერდებიან ერთ ადგილას, აფრიკაში გადიან ძალიან დიდ მანძილს და გზად ყველაფერს ანადგურებენ. ვნერვიულობდი, მაგრამ მეგონა, რომ ეს არ უნდა შემემჩნია, რადგან მინდოდა, სტუდენტებს ჩემი პრეზენტაცია სერიოზულად აღვექვათ. არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ პროფესორმა მირჩია არ დამემალა ემოციები — ამ რჩევის შემდეგ შევცვალე ჩემი ზეპირი მეტყველება».
23. თუ თქვენ მოგწონთ რამე იდეა ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგი იქნება
ისაიამ ეს წესი გრეტჰენ რუბინის (Gretchen Rubin) წიგნის («პროექტი ბედნიერება » (The Happiness Project)) წაკითხვის მერე ჩამოაყალიბა: «მე ძალიან მიზიდავს იდეა ვეწვიო ცოცხალ კონცერტს ან რამე მსგავს დიდ ღონისძიებას, მაგალითად როგორიცაა Burning Man, ანდაც ჩავიცვა კოსტიუმი და ყოველ დღე გამოვიდე სიტყვით, როგორც ჰარვი - სერიალიდან "ფორს მაჟორი"(Suits). მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი არაა. როდესაც შენ მოგწონს ვინმეს იდეა ეს არ ნიშნავს, რომ მოგწონთ ის ადამიანი ან ნივთი. იმისთვის, რომ იყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით და საკუთარი ცხოვრებით საჭიროა — განასხვავოთ ის რაც გიყვართ და ის რაც უბრალოდ მოგწონთ.
24. ადამიანები არ ფიქრობენ იმდენს თქვენზე, რამდენსაც თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე
ასპირანტურაზე სწავლისას ერთი პროფესორის მიერ ნათქვამი ამ ფრაზის გაგონების შემდეგ ის ხენკელის ცნობიერებაში სამუდამოდ ჩარჩა: «არ ვიცი რატომ მაგრამ, ბევრს ჰგონია,რომ სხვებიც იმდენივეს ფიქრობენ თქვენ პრობლემებზე რამდენსაც თქვენ. სინამდვილეში ეს ასე არაა— ისინი საკუთარ პრობლემებზე ფიქრობენ. როდესაც ამ ფაქტს საკუთარ თავს ვახსენებ მხრებიდან დიდი ტვირთი მეხსნება. არ მისცეთ უცხო ხალხს თქვენი გონების დაკავების უფლება. მობილიზება გააკეტეთ იმაზე თუ რას აკეთებთ და არა იმაზე თუ სხვები როგორ დაინახავენ ამას».
რომელია ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ? რაში დაგეხმარათის? გაუზიარეთ სხვებსაც...
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01