ტიპოგრაფია, როგორც დიზაინის და კომუნიკაციის მთავარი ნაწილი

ტიპოგრაფია მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც დიზაინში, ისე ზოგადად კომუნიკაციაში.

ტიპოგრაფია მნიშვნელოვანი ნაწილია არა მხოლოდ ტექსტური შინაარსის გასაზიარებლად, არამედ ის გვიჩვენებს თუ როგორი განწყობით არის გადმოცემული ესა თუ ის მესიჯი. 

მაგალითად, ფილმების სათაურში გამოყენებული ფონტები და სტილი წინასწარ გვაგებინებს ფილმის ჟანრს და შინაარს.

საუკუნეების განმავლობაში არსებობდა რამოდენიმე შრიფტი, რომელმაც გაუძლო დროს და დაამტკიცა, რომ იყო ერთ-ერთი საუკეთესო რომელიც ოდესმე შექმნილა. 

ჩვენ არ ვაფასებთ მათ გემოვნების მიხედვით, რადგან ეს საკმაოდ სუბიექტური და განსხვავებულია თითოეული ჩვენგანისთვის.

მაგრამ რომელია ის ყველაზე დიდი, ყველაზე გავლენიანი შრიფტები ბოლო საუკუნეებიდან, რომლებმაც შექმნეს გრაფიკული დიზაინის დღევანდელი ტიპოგრაფია?

1. Helvetica

ეჭვგარეშეა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საყვარელი შრიფტია, რომელიც ოდესმე შექმნილა, Helvetica (ან Neue Haas Grotesk) არის sans-serif შრიფტი, რომელიც შეიქმნა 1957 წელს დიზაინერების მაქს მიდინგერის და ედუარდ ჰოფმანის მიერ. 

დღესდღეობით კი ყველაზე მეტად მას შეხვდებით, როგორც ლოგოებში, ისე სხვადასხვა ტექსტურ ნაწილში.

2. Garamond

Garamond არის ერთ-ერთი უძველესი შრიფტი, რომელიც დღეს გამოიყენება თანამედროვე დიზაინსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში, რადგან ის დაფუძნებულია XVI საუკუნის პარიზელი გრავიორის კლოდ გარამონდის ძველი რომაული ასოების დიზაინზე.

დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი შრიფტია წიგნის ბეჭდვის დროს.

ასე რომ როდესაც ლათინური ასოებით მოგიწევთ წიგნის წაკითხვა იცოდეთ რომ ის დიდი ალბათობით Garamond-ით არის დაწერილი.

3. Futura

კიდევ ერთი შრიფტი, რომლის ნახვაც შესაძლებელია მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ბრენდებზე არის "Futura". 

Futura არის გეომეტრიული სანსერიფული შრიფტი, რომელიც შექმნილია პოლ რენერის მიერ  1927 წელს. 

IKEA, Nike, Absolut Vodka, Gillette, Red Bull, Louis Vuitton, Calvin Klein, Supreme, FedEx -

დიახ, ყველა ჩამოთვლილი კომპანია იყენებს აღნიშნულ ფონტს.

4. Bodoni

"Bodoni" განიცდის დიდ გავლენას მე-18 საუკუნის ბიზნესმენისა და დიზაინერის ჯონ ბასკერვილის შრიფტიზე. 

Baskerville-სა და Bodoni-ის შრიფტებს შორის მსგავსება გვხვდება  მძიმე კონტრასტებში, რაც ქმნის დამახასიათებელ სახეს.

ის ძალიან უყვართ ჟურნალებისა და გაზეთების დიზაინერებს მისი დეკორატიული ასოების და ელეგანტურობის გამო.

6. Arial

Arial არის sans-serif შრიფტი, რომელიც შეიქმნა 1982 წელს, რობინ ნიკოლასისა და პატრიცია სანდერსის მიერ. 

ნებისმიერს, ვისაც აქვს Microsoft კომპიუტერი ან Mac, ალბათ კარგად იცის ეს შრიფტი, რადგან ის გამოიყენება მთავარ შრიფტად მათ ოპერაციულ სისტემებში. 

ტიპოგრაფია, როგორც დიზაინის და კომუნიკაციის მთავარი ნაწილი

სხვა სიახლეები

ტეგები: