შეცდომები გვაძლიერებს! არ შეუშინდეთ!

ყველა უშვებს შეცდომას, იდეალური არავინაა. თუ სამყაროს აღვიქვამთ სწორად ან არასწორად შეცდომაა, რომელმაც შესაძლოა დაგღუპოთ.   სწორი და არასწორი გზების იქით არსებობს ველი და თუ ამ ველის „ნაკადში“ ჩადექი ხვდები, რომ სამყარო არ შეიშალა, თავად ხარ  დალაგებული სამყაროს შეშლილი შვილი.

ხვდები, რომ ნებისმიერი სიტუაცია, ვიღაცისთვის  სწორი ან არასწორია, შენთვის კი ეს არის უბრალოდ - მომენტი, რომელიც ცხოვრებამ გამოგიგზავნა დღეს და ამით უნდა იყო ბედნიერი, არ აქვს მნიშვნელობა ეს მომენტი „ცუდია“ თუ „კარგი“, „სწორია“ თუ „არასწორი“, მთავარია „მომენტს“ შეხვდე მზად და არ ჩაგაგდოს შოკში. თუ შეძლებთ იყოთ „ნაკადში“  სამყაროს ნგრევასაც თქვენ სასიკეთოდ გამოიყენებთ, აღმოაჩენთ შესაძლებლობებს, რომელიც სხვისთვის შესაძლოა პრობლემა იყოს.

არავის მისცე უფლება გაგაკრიტიკოს, და თუ ეს მაინც  მოხდა, შეეცადეთ უბრალოდ ღიმილით უპასუხოთ, ჩუმი, მშვიდი და აუღელვებელი ტემბრით. კრიტიკას თავიდან აიცილებთ თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს სიტუაციაც  შეგიძლიათ სათქვენოდ შემოატრიალოთ, იპოვოთ მასში საჭირო ინგედიენტები, ხოლო ნარჩენები ურნაში ჩაყარეთ. თუ ყოველდღიურად აკვირდები შენ ცხოვრებას, სწავლობ ისეთ რამეს, რაც არსად წერია და არავის უთქვამს. ნებისიერი მომენტი გახადე თუნდაც 5 წუთაინი განსჯისა და მსჯელობის საგნათ საკუთარ თავთან, დაფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესად და ამაზე  არ იდარდო, უბრალოდ აქციე გამოცდილებად, დაიჭირე მეორე მომენტი სადაც მას გამოიყენებ.

ნუ შეაგროვებ ტკივილებს.... და ნუ შეეცდები გახსოვდეს ისინი, შეაგროვე გრძნობები და ემოციები, რომელიც ამ ტკივილის შემდეგ პოზიტივს გპირდება. ზოგჯერ უნდა გვეტკინოს, რომ დავაფასოთ მშვიდი ცხოვრება, ზოგჯერ უნდა დავკარგოთ, რომ მონაპოვარი უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ, ზოგჯერ უნდა დავიკარგოთ, რომ სწორი გზა მოვნახოთ, უნდა დავეცეთ, რომ ავდგეთ, მთავრია არასდროს დავნებდეთ.

ნუ შექმნი მოლოდინებს  და ნურავის მისცემ უფლებას ჩაგინერგოს იმედი , შენთვის იცოდე, არავინ იცის რა მოხდება ხვალ, ამიტომ ყველა წამი  აქციე  ბედნიერებად და დაიმახსოვრე! არ არსებობს წარსული, ვინაიდან ის უკვე მოხდა, არც მომავალი, ვინაიდან არ ვიცით რა მოხდება, ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით ეს არის ახლანდელი.  

ავტორი: მარიამ მაჭავარიანი  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

შეცდომები გვაძლიერებს! არ შეუშინდეთ!

სხვა სიახლეები