წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა
ცნობილია, რომ წარმატებულ ადამიანებს აქვს განსხვავებული ხასიათი,თვისებები. მაგრამ თუ თქვენ ეცდებით მათ საკუთარ თავში განვითარებას წააწყდებით სირთულეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს წარმატებული ადამიანის თვისებები და წარუმატებელი ადამიანის თვისებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
გთავაზობთ 8 წინააღმდეგობრივ თვისებას, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ:
1. ისინი არიან თავშეკავებულები, მაგრამ იციან, როგორ გამოავლინონ სურვილი...
წარმატებული ადამიანები საუბრისას შეიძლება იყვნენ რბილები და გახსნილები. ადამიანს აზრის გადმოსაცემად არ სჭირდება ხმამაღალი საუბარი. როცა წარმატებულ ადამიანს თავისი შეხედულებების, აზრის გამოხატვა სურს ამას მყარად და თავდაჯერებულად აკეთებს. თუ თქვენ ყურადღების მისაქცევათ ყოველთვის ხმას უმაღლებთ, ადამიანები არ მოგისმენენ, მაგრამ თუ თქვენ იცით როდის და როგორ უნდა ისაუბროთ, მაშინ წარმატება ნამდვილად გელოდებათ.
2. ისინი არიან აქტიურები, მაგრამ იციან, როგორ იყვნენ ობიექტურები
ბევრი თვლის, რომ აქტიური ადამიანები ბუნებით ემოციურები, ენერგიულები და ზოგჯერ "გიჟებიც" არიან. ისინი კონცენტრირებული არიან რაღაც ერთზე. ეს სტერეოტიპი ხანდახან სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ წარტმატებულ ადამიანებს შეუძლიათ გატაცების აბსტრაჰირება. მათ იციან როგორ არ აყვნენ ემოციებს და იყვნენ პრაგმატულები. იციან როგორ მოიშორონ გატაცება, თუ ეს მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ.
3. ისინი აზროვნებენ რაციონალურად, მაგრამ ეყრდნობიან ინტუიციას
წარმატებული ადამიანები ყოველთვის ლოგიკურად აზროვნებენ. მათ მშვენივრად ესმით, რისი მიღწევა სურთ, არიან პრაქტიკულები და საქმეზე ორიენტირებულები. მაგრამ მათი საიდუმლო იარაღი— არის ინსტიქტი, ინტუიცია, რომელსაც გარკვეულ მომენტში რაციონალური აზროვნების წინააღმდეგ წასვლა შეუძლია. წარმატებული ხალხი საკუთარი აზროვნების ორივე მხარეს იყენებს .
4. ულევი ენერგია აქვთ, მაგრამ ურთიერთობის დროს სიმშვიდეს ინარჩუნებენ
ყველა წარმატებული ადამიანი სავსეა ენერგიით და სასიცოცხლო ძალით თუმცა ამავდროულად არიან ძალიან მშვიდები. ზუსტად ეს კომბინაცია ხდის მათ წარმატებულს. აქვთ ძალა და ენთუზიაზმი, ულევი ენერგია, მაგრამ მიუხედავად ამისა აკონტროლებენ ემოციებს და არ ხარჯავენ ძალებს ტყუილად.
5. ისინი ზომიერად მუშაობენ და დასვენებაც იციან
თუ თქვენ იღბლიანი არ ხართ, მაშინ წარმატების მისაღწევად ბევრი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ. გგონიათ, რომ ესეთი მიდგომით ვერ შეძლებთ დასვენებას? წარმატებულმა ადამიანებმა იციან როგორ გამონახონ დრო დასვენებისთვის. დასვენების დროს ისინი არასდროს მუშაობენ, ასვენებენ გონებას და ივესებიან ენერგიით.
6. ისინი შეიძლება იყვნენ ინტრავერტები, რომლებიც იქცევიან ექსტრავერტებივით
თუ უსმენთ ნამდვილად წარმატებულ ადამიანს, რომელიც გამუდმებით ყურადღების ცენტრშია, იფიქრებთ რომ ის ინტრავენტია? მიუხედავად ამისა, ყველაზე ჭკვიანი ხალხი - ინტრავერტები არიან, რომლებმაც საჭიროებებიდან გამომდინარე ექსტრავენტებივით მოქცევა ისწავლეს. თქვენ უნდა იყოთ სოციალურად აქტიურები და ამავდროულად უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავთან ჩაღრმავება, დამოუკიდებლად აზროვნება და ამავე დროს უნდა იყოთ ძალიან ყურადღბიანი. ჭკვიანი ხალხი ყოველთვის ორ უკიდურესობას შორის ბალანსს ეძებს.
7. მათ შეუძლით ცოტა ლაპარაკი, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის აქვთ სათქმელი
თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ჯგუფში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი უფრო ცოტას ლაპარაკობს და უფრო ბევრს უსმენს. საქმე იმაში არაა, რომ მას სათქმელი არ აქვს, უბრალოდ მას მოსმენით უფრო მეტის გაგება შეუძლია. ყველაზე წარმატებულ ადამიანებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და უმეტესობა მათგანი მზადაა მის გასაზიარებლად. ამავდროულად ისინი გამუდმებით სწავლის პროცესში არიან და სწორედ ამისთვის სჭირდებათ მეტი მოსმენა და ნაკლები საუბარი.
8. ისინი არიან მოკრძალებულები, მაგრამ ამავდროულად ამაყიც
საკუთარი საქმით სიამაყე მნიშვნელოვანია წარმატებისთვის და მიზნის მისაღწევად. რაც აიძულებთ მათ არ შეჩერდნენ მიღწეულ მიზანზე და მუდამ განაგრძონ წინ სწრაფვა. ამავდროულად ამაყ ადამიანს შეუძლია იყოს თავმდაბალი , ამ დროს მთავარია ბალანსის დაცვა შეძლოთ. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ ისინი ვერ მიაღწევდნენ ვერაფერს თავიანთი გუნდის გარეშე და ზუსტად ეს ფაქტი აძლევთ საშუალებას იყვნენ თავმდაბლები.
როგორი ადამიანიც არ უნდა იყოთ, იპოვეთ წინააღმდეგობრივი ხასიათის თვისებები და გამოიყენეთ ისინი საკუთატი თავის და საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01