როგორ დავიცვათ თანამშრომლები კორონავირუსისგან და რას სთავაზობს ლემონსი ბიზნესს

14. 03. 2020

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და.

გამონაკლისი არც საქართველოა, ამიტომაც  სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რიამ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­სა და კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა და  კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­სვლა შესთავაზა.

თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ საშუალება გადახვიდეთ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, მაშინ აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოება-საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.                                   

ოფისში მუშაობისას გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, რადგან ის ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.
    ხელების საპნით დაბანა, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, კლავს ვირუსს და ხელს უშლის მის საყოველთაო გავრცელებას. დაიბანეთ ხელები ოფისში დაბრუნებისას.  ნუ შეეხებით დაუმუშავებელ ზედაპირებს (მაგიდის, სკამის და ა.შ) მეტი დაცულობისთვის  თან იქონიეთ ანტიბაქტერიული  ხსნარი (ალკოჰოლის 60%-იანი შემცველობით).

  • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან სპირტის შემცველი ხსნარით.
    თან იქონიეთ ერთჯერადი ხელსახოცი, გახსოვდეთ, რომ უკვე გამოყენებული ხელსახოცის მეორედ გამოყენება არ შეიძლება, ის გამოყენებისთანავე უნდა გადააგდოთ.

  • შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის(განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ).
    თავი აარიდეთ  თანამშრომლებთან  ახლო ფიზიკურ კონტაქტს (ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნადა ჩახუტება). თუ თქვენი თანამშრომელი თავს ცუდად გრძნობს ნუ გააჩერებთ სამსახურში, შესთავაზეთ მას სახლიდან მუშაობა.

  • არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს (ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული).
    აუცილებელია იმ ნივთებისა და ზედაპირების ხშირი გაწმენდა-დეზინფექცია, რომლებსაც  რეგულარულად ვეხებით, იქნება ეს კლავიატურა, მაუსი, მონიტორი, ტელეფონი, წყლის დისპენსერი  თუ ოფისში არსებული  სხვა ნივთები. 

  • თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს(არ დამალოთ სიმპტომები).
    აკონტროლეთ თანამშრომლების ჯამრთელობის მდგომარეობა. არ დამალოთ სიმპტომები მიუხედავად იმისა გაქვთ თუ  არ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ირანში, იტალიაში,ესპანეთში და გერმანიაში. ზედმიწევნით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა - დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

  • ხშირად გაანიავეთ სამუშაო ადგილი, ოფისში იქონიეთ სადეზინფექციო საშუალებები, ასევე კარგი იქნება თუ გამოაკრავთ საინფორმაციო პოსტერებს, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაცია. 

არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს. დაიცავით და გაუფრთხილდით ერთმანეთს.

კომპანია Lemons- სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აკეთებთ სპეციალურ განცხადებას. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე  Lemons.ge მზად არის სრული რესურსით ჩაერთოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროცესში უახლოესი 1 თვის განმავლობაში.

რაც მოიაზრებს შემდეგს:ჩვენ გვაქვს პროდუქტი საინფორმაციო სააგენტო Tia.ge, რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი გვარცელების არეალი  სოცილაური მედიაში.

ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს  შეუძლია მოგვაწოდოს მზა სტატია საკუთარი ბიზნესის თუ პროდუქტის  შესახებ და ჩვენ მოვახდენთ სტატიის განთავსებას საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-ს ვებ გვერდზე სრულიად უფასოდ  და ასევე  მხარდაჭერას გავუწევთ ჩვენივე სოციალური მედიის გვერდის საშუალებით. 

ასევე მოგცემთ შესაძლებლობას მოახდინოთ თქვენი პროდუქტის თუ მომსახურების გაშუქება ჩვენ ფეისბუქ გვერდზე Live-ის მეშვეობით.                            

ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით ნომრებზე:

(+995) 577 79 99 88 
(+995) 32 2 45 01 01

ან მოგვწერეთ მეილზე: info@lemons.ge 

Tags: