როგორ გავზარდოთ გაყიდვები დიდი ბიუჯეტის გარეშე? - მარკეტინგული "ხრიკები"

ციფრულ ეპოქაში, სადაც მომხმარებელი დღეში ათასობით სარეკლამო შეტყობინებას ხედავს, მხოლოდ "კარგი პროდუქტი“ აღარ კმარა. გაყიდვების ხელოვნება დღეს არა იძულებაში, არამედ ადამიანური ფსიქოლოგიის სწორ გაგებაშია.

ყოველ ბიზნესს სურს გაყიდვების ზრდა, მაგრამ ყველას არ აქვს დრო, რესურსი ან დიდი ბიუჯეტი სირთულეებით სავსე კამპანიებისთვის. არსებობს მარტივი, პრაქტიკული მარკეტინგის ხრიკები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ დღესვე და შედეგიც თვალსაჩინოა.

"ანკერის" ეფექტი, რომლის დროსაც ადამიანებზე ზედმეტად დიდ გავლენას ახდენს პირველადი ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებისას.

როგორ მუშაობს ეს - თუ მომხმარებელს ჯერ აჩვენებთ პროდუქტს, რომელიც $1000 ღირს, ხოლო შემდეგ $400-იანს, ეს უკანასკნელი მას ძალიან იაფი მოეჩვენება.

ცნობილია, რომ რესტორნები მენიუში სპეციალურად ამატებენ ერთ ძალიან ძვირიან კერძს. არ მოელიან, რომ მას ბევრი შეუკვეთავს - ეს კერძი მხოლოდ იმისთვისაა, რომ მის ფონზე სხვა კერძების ფასი მიმზიდველად გამოჩნდეს.

სოციალური მტკიცებულება - საიმედოობა მყიდველის თვალში

ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ პროდუქტს, რომელსაც სხვებიც იყენებენ. ეს პრინციპი ბაზრობების, ონლაინ მაღაზიებისა და სერვისების დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია.

როგორ მუშაობს ეს პრაქტიკულად - მაღაზიაში ორი პროდუქტი ერთნაირად გამოიყურება, ფასიც იგივეა. ერთ პროდუქტს აქვს 500 რეიტინგი და შეფასებები, მეორე - 0. მომხმარებელი, ბუნებრივად, უფრო ხშირად აირჩევს პროდუქტს, რომელსაც გამოხმაურება აქვს.

რეიტინგი და შეფასებები პირდაპირი გავლენას ახდენს გაყიდვაზე. 

სადაც ბევრია რეიტინგი და შეფასება, იქ მეტია ნდობა, რომელიც პირდაპირ იქცევა გაყიდვად.

შეზღუდული დროის შეთავაზებები

FOMO (Fear of Missing Out) არის ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელიც გვაიძულებს სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა შესაძლებლობა მალე არ დაიკარგოს. ადამიანისთვის რაღაცის დაკარგვა ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე ახლის შეძენა.

Starbucks - რატომ არის ეს ყავა ასეთი პოპულარული? იმიტომ, რომ ის ხელმისაწვდომია მხოლოდ შემოდგომაზე. მომხმარებელმა იცის, რომ თუ ახლა არ დალევს, მთელი წელი მოუწევს ლოდინი. ეს არის ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით დოლარის გაყიდვებს აგენერირებს.

როგორ გადმოვთარგმნოთ ეს ბიზნესში? - ნუ ეტყვით მომხმარებელს, რომ თქვენი შეთავაზება მუდამ ძალაშია. გამოიყენეთ ფრაზები: "დარჩენილია მხოლოდ 5 დღე“ და ა.შ.

ოღონდ დაიმახსოვრეთ მთავარი წესი - იყავით მართალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ ყველაზე ძვირფასს - ნდობას.

დანაკარგის შიში

ფსიქოლოგებმა (მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატმა, დანიელ კანემანმა) დაამტკიცეს, რომ წაგებით გამოწვეული ტკივილი ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მოგებით გამოწვეული სიხარული. მარტივად რომ ვთქვათ: 100 ლარის პოვნა კარგია, მაგრამ 100 ლარის დაკარგვა - კატასტროფა.

თქვენი შეთავაზება უნდა ჟღერდეს არა როგორც "მოგება“, არამედ როგორც "დანაკარგის თავიდან არიდება“.

წარმოიდგინეთ ორი სარეკლამო ტექსტი ერთი და იმავე პროდუქტისთვის:

"შეიძინეთ ჩვენი კურსი და დაზოგეთ 50 ლარი!“.

"არ დაკარგოთ თქვენი 50 ლარიანი ფასდაკლება! ის დღეს ღამით გაუქმდება“.

სტატისტიკურად, მეორე ვარიანტი ბევრად უფრო ეფექტურია. რატომ? იმიტომ, რომ მომხმარებელი ფიქრობს: "ეს 50 ლარი უკვე ჩემია და თუ ახლა არ ვიმოქმედებ, მას წამართმევენ“.

როგორ გამოიყენო შენს ბიზნესში?

მოგების ნაცვლად ისაუბრე დანაკარგზე

❌ "მიიღე 20% ფასდაკლება“

✅ "არ დაკარგო 20%-იანი ფასდაკლება“

დაამატე დროის ზღვარი

❌ "დღეს ბოლო დღეა“

✅ "შეთავაზება იწურება 23:59-ზე“

არჩევანის პარადოქსი - რატომ არის "ნაკლები“ სინამდვილეში "მეტი“?

ბევრ ბიზნესმენს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ არჩევანს შესთავაზებს მომხმარებელს, მით უფრო კმაყოფილი დარჩება ის. სინამდვილეში, ჭარბი არჩევანი ადამიანის ტვინს ბლოკავს. ამას ფსიქოლოგიაში "ანალიზურ დამბლას“ ეწოდება.

ცნობილი "ჯემის ექსპერიმენტი“ - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩაატარა კვლევა: სუპერმარკეტში ერთ დღეს გასასინჯად გამოიტანეს 24 სახეობის ჯემი, მეორე დღეს კი მხოლოდ 6.

24 სახეობის შემთხვევაში მეტი ადამიანი მივიდა და გასინჯა, მაგრამ გაყიდვები იყო მიზერული.

6 სახეობის შემთხვევაში კი, მომხმარებელმა მარტივად მიიღო გადაწყვეტილება და გაყიდვები 10-ჯერ გაიზარდა.

როგორ გამოიყენო შენს ბიზნესში:

ნუ დაახვედრებთ კლიენტს 20 სხვადასხვა პაკეტს. შექმენით 3 ძირითადი არჩევანი: "სტანდარტული“, "პოპულარული“ და "პრემიუმი“.

გამოიყენეთ ნიშანი "ჩვენი რეკომენდაცია“ ან "ყველაზე გაყიდვადი“. ეს მომხმარებელს არჩევანის ტვირთს უმსუბუქებს.

მარკეტინგი არის ბრძოლა არა პროდუქტებს, არამედ აღქმებს შორის.

როგორც ნახეთ, გაყიდვების გაზრდა ყოველთვის არ მოითხოვს მილიონიან ინვესტიციებს. ხშირად, საკმარისია მხოლოდ ფოკუსის შეცვლა. გახსოვდეთ, ციფრული მარკეტინგი მხოლოდ ალგორითმები არ არის - ეს არის ურთიერთობა ადამიანებთან. თუ თქვენს ტექნიკურ გამართულობას ამ ფსიქოლოგიურ ხრიკებს დაუმატებთ, თქვენი ბიზნესი სულ სხვა სიმაღლეზე ავა.

მზად ხართ ცვლილებებისთვის? დაიწყეთ ერთ-ერთი ხრიკის დანერგვა დღესვე და დააკვირდით შედეგს!

იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!

Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.

მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა

კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ გავზარდოთ გაყიდვები დიდი ბიუჯეტის გარეშე? - მარკეტინგული "ხრიკები"

სხვა სიახლეები