ციფრული ხიდი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის - რა არის SMM და რატომ არის ის აუცილებელი?

წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის შუაგულში გახსენით საუკეთესო მაღაზია, სადაც მართლაც უნიკალური პროდუქცია გაქვთ. მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა - მაღაზიას არც აბრა აქვს, არც კარები და ფანჯრებიც ისეა დაბურულია, გარედან ვერავინ ხედავს, შიგნით რა ხდება.

ზუსტად ასეთ დღეშია ბიზნესს, რომელსაც სოციალური მედია არ აქვს. დღეს სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა არის SMM და რატომ სჭირდება ის ყველა ბიზნესს.

რა არის SMM?

SMM (Social Media Marketing) ინგლისური აბრევიატურაა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შესაძლებლობა, დაუმეგობრდე შენს მომხმარებელს იქ, სადაც თავისუფალ დროს ატარებს უფრო მარტივად რომ ვთქვათ - ეს არის ხელოვნება, დაუმეგობრდე შენს მომხმარებელს იქ, სადაც ის ისვენებს და ერთობა. ეს ადგილები კი დღეს Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn.

SMM სპეციალისტი არის ადამიანი, რომელიც ესაუბრება ხალხს და ყველას აგებინებს, რომ თქვენ არსებობთ და რაღაც ღირებულს ქმნით. სწორედ ამას ვაკეთებთ Lemons Development-ში ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, გახსნან ციფრული "ფანჯრები“ და ათასობით პოტენციურ მომხმარებელს დაუკავშირდნენ.

რატომ სჭირდება ბიზნესს სოციალური მედია?

მოდით, პირდაპირ ქართულ რეალობას შევხედოთ. საქართველოში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღე იყენებს Facebook-სა და Instagram-ს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პოტენციური მომხმარებელი უკვე იქ არის - ტელეფონში იყურება. თუ თქვენ იქ არ დახვდებით, აუცილებლად დახვდება თქვენი კონკურენტი.

აი რას გაძლევთ სოციალური მედიის სწორად მართვა:

  • ნდობა დალოიალობა: თუ ხალხი მუდმივად ხედავს თქვენს პოსტებს, ლამაზ ფოტოებსა და სასარგებლო ვიდეოებს, მათ ქვეცნობიერად უყვარდებით. როცა დაჭირდებათ პროდუქტი ან მომსახურება, პირველად სწორედ თქვენი კომპანია გაახსენდებათ.
  • პირდაპირი კომუნიკაცია: ადრე ბიზნესთან დასაკავშირებლად ოფისში მისვლა იყო საჭირო. ახლა ერთი შეტყობინებაა საკმარისი. ეს გაძლევთ შანსს, პირდაპირ დაელაპარაკოთ მომხმარებელს, უპასუხოთ კითხვებზე და აგრძნობინოთ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია.
  • კარგი იმიჯი: გააზრებული, ვიზუალურად მოწესრიგებული გვერდი პირდაპირ აჩვენებს, რომ თქვენ ხართ ცოცხალი, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

სოციალური მედიის მართვა არ არის ფუფუნება - ეს ციფრულ სამყაროში თქვენი ბიზნესის ხმაა.

Lemons Development-ში ჩვენი მთავარი საქმე ბიზნესსა და მომხმარებელს შორის სწორედ ამ ციფრული ხიდის აშენებაა, რასაც ჩვენი ინოვაციური ციფრული გონების (LI)-ს დახმარებით კიდევ უფრო ეფექტურად ვუძღვებით.

იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons Development-ს!

ჩვენი გუნდი ყოველთვის თქვენ გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.

მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა

კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01

ციფრული ხიდი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის - რა არის SMM და რატომ არის ის აუცილებელი?

სხვა სიახლეები