პირველად საქართველოში - უძრავი ქონების მართვის ინოვაციური აპლიკაცია
ბინის შეძენა სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ნამდვილი თავის ტკივილი ხშირად სწორედ ამის შემდეგ იწყება. გაუთავებელი საბუთები, ინვოისების კონტროლი, ბიუროკრატია და ხმაურიანი სამეზობლო კრებები, ეს ის რეალობაა, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ.
ამიტომ ჩვენთან, Lemons Development-ში გადავწყვიტეთ, რომ ეს დამღლელი რუტინა წარსულს ჩავაბაროთ და შევქმენით აპლიკაცია, რომელიც თქვენი ბინის მართვას იმდენად ამარტივებს, რომ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შეგიძლიათ.
ჩვენ არ გვინდოდა უბრალოდ კიდევ ერთი სტანდარტული აპლიკაციის დაწერა. გვინდოდა, მობინადრესა და დეველოპერს შორის ისეთი ხიდი აგვეშენებინა, სადაც ყველაფერი გამჭვირვალე და მაქსიმალურად მარტივი იქნებოდა.

ტექნოლოგია, რომელიც დროს გიზოგავთ
სულ ტყუილად კარგავთ დროს ოფისებში სიარულითა და რიგებში დგომით. მოდით, ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში:
აპლიკაციას ხსნით ძალიან მარტივად, Face ID-ით და პირდაპირ მთავარ ეკრანზე ხედავთ ყველაფერს რა ეტაპზეა თქვენი გადახდები, რა ღირს თქვენი ბინა ახლა და როგორია ვალუტის კურსი. თუ რამდენიმე ბინა გაქვთ, ეგეც არ არის პრობლემა, ყველა მათგანი ერთ პროფილშია თავმოყრილი.

რაც შეეხება საბუთებს: ნასყიდობის ხელშეკრულებები და ინვოისები აქვე ინახება და ხელსაც პირდაპირ ეკრანზე აწერთ. თუ კორპუსში რამე გაფუჭდა, მაგალითად ლიფტი, ან ბანკისთვის ცნობა გჭირდებათ, დარეკვის ნაცვლად, აგზავნით მარტივ შეტყობინებას და იქვე აკვირდებით, როგორ გვარდება თქვენი საკითხი.

აპლიკაცია ბოლომდე თქვენს კომფორტზეა მორგებული: ირჩევთ ენას, რთავთ მუქ თემას, თავად წყვეტთ სად მიიღოთ შეტყობინებები და მეგობრების მოწვევით აგროვებთ ბონუს ქულებსაც. ხოლო, თუ თქვენი ბინა ჯერ კიდევ შენდება, სისტემაში რეალურ ფოტოებს მიიღებთ და მშენებლობის პროგრესს თვალს სახლიდან ადევნებთ.

მომავლის სამეზობლო - არჩევნები ეზოში ჩასვლის გარეშე
ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ის სტრესი, რასაც ქართულ რეალობაში კორპუსის კრება ჰქვია. საღამოს დაღლილზე ეზოში ჩასვლა, ხმაური და გაუთავებელი კამათი. სულ მალე აპლიკაციაში დაემატება ფუნქციები, რომლებიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.
წარმოიდგინეთ: კორპუსის თავმჯდომარეს ირჩევთ სახლიდან გაუსვლელად, საღამოს ყავის სმისას და სრულიად ანონიმურად. კანდიდატურის დაყენებიდან დაწყებული, ხმის მიცემითა და შედეგების ნახვით დასრულებული, ყველაფერი ხდება ციფრულად და რაც მთავარია, მშვიდად. მეზობლებთან საკომუნიკაციოდ კი იქმნება იზოლირებული ჩატები თითოეული ბლოკისთვის, სადაც თავმჯდომარის შეტყობინებები ცალკეა გამოყოფილი, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეთ.
გარდა ამისა, თუ მომავალში ბინის გაყიდვას გადაწყვეტთ, სისტემა გაჩვენებთ ფასის ზრდის ტენდენციას, ავტომატურად დაგითვლით თანხას და განაცხადს 5%-იანი გამჭვირვალე საკომისიოთი პირდაპირ მენეჯერს გაუგზავნის.
Lemons Development-ის აპლიკაცია უდრის თქვენს სიმშვიდეს და დაზოგილი დროს. ჩვენ არ ველოდებით, როდის განვითარდება ინდუსტრია, ჩვენ თავად ვქმნით ამ სტანდარტს.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons Development-ს!
Lemons Development-ის გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01