სიტყვის ძალა. ნაწილი-1
ტრიგერული სიტყვების მეშვეობით ემოციებზე ზეგავლენა- ეს არის კოპირაიტერის ყველაზე მძლავრი იარაღია.
ცნობილი კოპირაიტერი, გარი ჰალბერტის (Gary Halbert) თქმით: ”ბეჭდვითი სიტყვა ყველაზე ძლიერი იარაღია სამყაროში”.
კონტენტ მარკეტინგის წარმატება პირდაპირ კავშირშია იმ სიტყვებთან, რომელსაც თქვენი პროდუქტის ღირებულების გამოსახატავად იყენებთ. სწორედ თქვენ მიერ არჩეულ სიტყვებზეა დამოკიდებული პოტენციური მომხმარებლების სამომავლო ქმედებები.
ემოციური, ტრიგერული სიტყვების გამოყენება უკავშირდება ნეირომარკეტინგის პრინციპებს, ინტერდისციპლინარული მეცნიერებას, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიურ და მარკეტინგულ ტექნიკას.
”ლოგიკა ასტიმულირებს აზროვნებას ხოლო ემოცია მოქმედებას”.
რა არის ტრიგერული-ისიტყვა?
ეს არის ისეთი სიტყვები, რომელთა მეშვეობითაც თქვენ მოქმედებთ მომხმარებლების ემოციებზე და სწორეთ მათი საშუალებით უბიძგებთ მათ საჭირო მოქმედებისკენ. ლოგიკა და ემოციები წარმოიქმნება ტვინის ორი ცალკეული ნაწილის მიერ: "ემოციური" ნაწილი სწრაფად ამუშავებს ჩვენ ქვეცნობიერში შემავალ სენსორულ ინფორმაციას, ხოლო "შეგნებულ", შემეცნებით ტვინს კი მეტი დრო სჭირდება მიღებული ინფორმაციის გადასამუშავებლად და ლოგიკური დასკვნის გამოსატანად.
ამ თვალსაზრისით, ემოციებს უფრო მძლავრი გავლენა აქვთ ადამიანების მოქმედებებზე. მათი ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ ერთხელ, გარკვეული დროის წინ მიღებულმა ემოციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებაზე.
საიდუმლო არ არის, რომ ემოციურ მარკეტინგულ მესიჯებს ქვეცნობიერად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მკითხველზე.
ტრიგერული სიტყვების გამოყენებით შეგიძლიათ დაარწმუნოთ ადამიანი, იმოქმედონ ისე, როგორც თქვენ გსურთ.
ტრიგერული- გამომწვევი სიტყვები შეიძლება დაიყოს 3 კატეგორიად:
- ნეგატიური ტრიგერული-სიტყვები- იწვევს ისეთ ნეგატიურ ემოციების პროვოცირება, როგორიცაა შიში, მწუხარება და სიბრაზე. მსგავსი სიტყვები გამოიყენება დადებითი გამოსავალის შეთავაზებისას.
- პოზიტიური ტრიგერული-სიტყვები- ასეთი სიტყვები იწვევს დადებით ემოციებს. შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, რომ ეს სიტყვების ასოცირდებოდენენ თქვენ ბრენდთან.
- ტრიგერული-სიტყვები, რომლებიც უბიძგებენ მომხმარებლებს შენაძენის გაკეთებისკენ.
გთავაზობთ ზემოთ ჩამოთვლილი ტრიგერული-სიტყვების მაგალითრბს თითოეული კატეგორიიდან.
პოზიტიური ტრიგერული-სიტყვები.
დიახ- მთავარ ტექსტში სიტყვას „დიახ“ შეუძლია მკითხველს დაანახოს, თქვენი კეთილგანწყობა და მათი მოსაზრებების გაზიარების სურვილი. ამ სიტყვის სინონიმები:მიიღოს, დაადასტუროს, პოზიტიური, ჭეშმარიტი, დამტკიცებული.
მომავალი- ამ სიტყვის გამოყენებას შეუძლია დაარწმუნოს თქვენი მკითხველები ( ვიზიტორები), რომ მომავალში ყველაფერი თქვენთან უკეთესად ექნებათ. სწორედ ამიტომ გამოიყენება სიტყვა „მომავალი“ ხშირად პოლიტიკურ კამპანიებში.
ამ სიტყვის არანაკლებ სასარგებლო სინონიმებია: მიზანი, მისწრაფება, პროგნოზი, წარმატება, ბედი, იმედი, გადალახვა, დაპირება.
წარმოიდგინეთ- ხალხს სურს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები გახდნენ, ხოლო სიტყვა "წარმოიდგინე" საშუალებას აძლევს მათ წარმოსახვით დახატონ მათთვის სასურველი სურათი.
გამოიყენეთ ეს სიტყვა და მასთან ასცირებული სიტყვები (გაცნობიერება, შექმნა, წარმოსახვა, აღმოჩენა, ოცნება, წარმოდგენა, მოგონება, ფანტაზია, აღქმა)- მკითხველის (მომხმარებლების) ფანტაზიის გასაღვივებლად.
სტატუსი- ბევრი ადამიანი მოტივირებულია წარმატებით, სტატუსით და პრესტიჟით. მათ სურთ იგრძნონ, რომ ისინი გარკვეულ გამორჩეულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რაც ხშირად გულისხმობს ისეთი პროდუქციის და სერვისების შეძენას, რომლებიც დაკავშირებულია "საუკეთესო საუკეთესოთა შორის" კონცეფციასთან.
ექსკლუზიურობის მანიშნებელი სიტყვების გამოყენება მომხმარებლებზე დიდ გავლენას ახდენს და მათ ამა თუ იმ პროდუქციის თუ მომსახურების შეძენისკენ უბიძგებს.
ექსკლუზიურობასთან ასოცირებული სიტყვებია: საუკეთესო, ღირსეული, გამონაკლისი, ელიტური, საყვარელი, შესანისნავი, პირველადი.
ვნება- როდესაც მომხმარებელი პროდუქციის ან/და მომსახურების მიმართ მსგავს გრძნობას განიცდის, თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ მათი დარწმუნება მის საჭიროებაში- ყველაფერი უკვე სურვილზეა დამოკიდებული. ჩვენ გვსურს არა მარტო მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ნივთი, არამედ განვიცადოთ სიამოვნება მიღების პროცესშიც.
სიტყვები, რომლებიც ვნებასთან ასოცირდება: მიმზიდველობა, ნეტარება, ერთგულება, გაღმერთება, აღტაცება, ემოციები, მისწრაფება, მღელვარება.
ჯანმრთელობა- როდესაც ადამიანს ჯამრთელობის პრობლემა აქვს მას თითქმის არაფერი ახარებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიტყვების გამოყენება ჯანდაცვისა და ფიტნეს ინდუსტრიების გარდა, სხვა სფეროებშიც ეფექტურად მუშაობს. მათი დახმარებით მომხმარებლები თავს დაცულად და კომფპრტულად გრძნობენ.
სიტყვებ, რომლებიც ჯამრთელობასთან ასოცირდება: განკურნება, გამოსწორება, სიმხნევე, კეთილდღეობა, გააქტიურება, გაზრდა (ამაღლება).
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01