2022 წლის ლოგოს დიზაინის ტენდენციები

რამდენიმე სიტყვა ლოგოს შესახებ

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხშირ შემთხვევაში  უკვეთავენ ლოგოს დიზაინერს, ისე, რომ არ იციან რა არის ეს! ზოგი თვილის, რომ ლოგო ეს არის ლამაზი ნახატი. ზოგს ჰგონია, რომ  ლოგო და სასაქონლე ნიშანი ერთი და იგივეა.  უმრავლესობა კი თვლის,რომ  ლოგო  უბრალო ნახატია, რომლის დახატვაც  თვითონაც შეუძლია. 

იმისთვის, რომ მსგავსი  გაუგებრობა თავიდან  ავიცილოთ, მოდით გავიგოთ თუ რა არის სინამდვილეში ლოგო:

  • ლოგო – ეს არის ინდივიდუალური გრაფიკული  ფიგურა (ნახატი);
  • რამე განსაკუთრებული ფონტით დაწერილი კომპანიის სახელი;
  • ფონტის და გრაფიკული სიმბოლოს ნაზავი.

ლოგოს მიზანი – სამიზნე აუდიტორიამდე კომპანიის და მისი იდეის მიტანაა.
ამ საკითხის გარკვევის შემდეგ, უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ლოგოს 2022 წლის ტენდენციების განხილვაზე.  
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,  რომ ყველა პერსპექტიული ტენდენცია ძველ და ახალ მოთხოვნებს  აერთიანებს.

რთული ანიმაცია და ფანტასტიკური დეტალები

ანიმაციური ლოგოები კვლავ მოდურია.  დღეს  დიზაინერებმა ისინი ურო საინტერესო და სასარგებლო გახადეს.  კვლავ აქტუალურია ლოგოში რამდენიმე მოძრავი ნაწილის არსებობა 2-D და 3-D ანიმაციის კომბინაცია. დიზაინერებს არ უნდა შეეშინდეთ დეტალების თამაშის და  სხვადასხვა სირთულის მხატვრული ნახატები შექმნა. მსგავსი  ტექნიკა ხელს უწყობს არა მხოლოდ ბრენდის პოტენციური აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, არამედ კონკრეტული ისტორიის მოყოლას. 2-D და 3-D ანიმაციის მქონე ლოგოები იპყრობენ უფრო დიდ ყურადღებას და უფრო დასამახსოვრებლები​ არიან, ვიდრე მარტივი ანიმაციის მქონე ლოგოები.  ანიმაციური ლოგოს ყურებისას ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენის გაკეთებაა შესაძლებელი. 
ეს ტენდენცია კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს აქტუალობას.

ორიგინალური ლოგო

განსხვავებული ფიგურები

კრეატიული ლოგო

3D გრადიენტები

გრადიენტი 3-D ფორმატში  ახალ იმპულსს იძენს. ეს იდეალური გადაწყვეტილებაა ჩვენი ეპოქისთვის, რომელში მცხოვრებ არცერთ ადამიანს არ წარმოუდგენია თავი სმარტფონის გარეშე. 
დიზაინერებს უყვართ გრადიენტები.  მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ფერების ნებისმიერი ჯგუფი გახადოთ უნიკალური, დინამიური და ცოცხალი.  ისინი ხაზს უსვამენ ფერებს შორის კონტრასტს. მათი მეშვეობით მარტივი ფიგურებიც კი რთულ ფორმას იძენენ. 3D გრადიენტები დიზაინერებს უამრავ შესაძლებლობებს აძლევენ. 

ორიგინალური ფორმები

მარტივი ფორმები

სიმარტივე- გამარტივება- ეს უკონკურენტო ტენდენცია მთავარ სამ პრინციპს ეყრდნობა - პრაქტიკულობას, კომფორტს და ესთეტიურობას.  მსგავსი ლოგოს  არსის გაგება ძალიან მარტივია, მთავარია  დიზაინერმა  მნიშვნელოვანი ინფორმაციის სწორად ხაზგასმა  შეეძლოს. ამ ტენდენციის მთავარ პლუსს მისი ლოგოს მარტივად აღქმადობა წარმოადგენს.  დრეს ჩვენ უამრავი არასაჭირო ინფორმაცია გვახვევია თავს, ამიტომ მარტივ და  ადვილად აღსაქმელი დიზაინი უფრო მეტ და დადებით ყურადღებას იპყრობს, ვიდრე გადატვირთული  და რთული დიზაინი.  
მომხმარებლებს ურჩევნიათ ლოგოები, რომლებსაც ადვილად ამოიცნობენ და დაიმახსოვრებენ. ბრენდის პოპულარობა ას კი სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს. 
მარტივი ფორმების გამოყენებისას დიზაინერები მეტი ყურადღების მისაპყრობად მკვეთრ ფერებს იყენებენ.  
2022 წელს ჩვენ ვიხილავთ უამრავ მარტივი და სადა დიზაინის მქონე დახვეწილ ლოგოებს, რომლებისთვისაც კონკურენციის გაწევა ძალიან ძნელი იქნება. 

მინიმალისტური ლოგო

ასოების შერწყმა

ასოების შერწყმა  ბრენდს უფრო უნიკალური და თვალშისაცემი ლოგოს შექმნაში ეხმარება. ეს ტენდენცია აძლევს ბრენდებს შემოქმედებით თავისუფლებას, რისი წყალობითაც ის მუდამ აქტუალური რჩება.  ამ ტენდენციის საშუალებით  ბრენდს ეძლევა საშუალება შექმნას რამე უნიკალური და ორიგინალური დიზაინი, რომელიც მომხმარებლებში მძლავრ ემოციებს გამოიწვევს. 
ასოების შერწყმის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ფერის და ფონტის სწორ და ჰარმონიულ შერჩევას, შერწყმას. 

მინიმალიზმი ლოგოში

ემბლემა

2022 წელს სიმარტივე ემბლემის დიზაინსაც შეეხო. ემბლემა ყველა დროის ყველაზე აქტუალური დიზაინის ელემენტი იყო. ის ყველაზე ხშირად კორპორატიულ გრაფიკაში  გამოიყენება. ის სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მისი საშუალებით ხდება ბრენდის იდეის გადმოცემა, ხოლო მისი მეორეხარისხოვანი როლს ბრენდის მომსახურების/პროდუქტის გაყიდვა წარმოადგენს. 

ლოგოსა და ემბლემას შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ პირველისთვის არაა საჭირო ატაროს რაიმე ღრმა აზრი, მისი მთავარი დანიშნულება ცნობადობის ამაღლებაა. ემბლემის შემუშავების შემთხვევაში კი დიზაინერს შეუძლია გამოიყენოს უამრავი ფერი, დეტალები და სურათებიც კი.  ეს ყველაფერი საჭიროა იმ მნიშვნელობის გამოსახატად, რისთვისაც გადაწყდა მისი შექმნა.

ყველაზე პოპულარულ ემბლემებს შორის არიან:

  • Nike;
  • Coca-Cola;
  • Apple;
  • Pepsi;
  • McDonald’s.

ცნობილი ლოგოები

მხოლოდ ტიპოგრაფია

2022 წელს ტიპოგრაფია მეტ ყურადღებას მოიპოვებს ვიდრე წინა წლებში. ლოგოებში მაღალი ხარისხის ფონტების გამოყენების და მომხმარებლების მიერ ამგვარი დიზაინის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამო სულ უფრო და უფრო  მეტი კომპანია ირჩევს ისეთ ლოგოებს, რომელშიც მხოლოდ ტიპოგრაფიაა.  ტიპოგრაფიის გამოყენების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ასოების მეშვეობით იქმნება ლოგოს თანმიმდევრული, მარტივი დიზაინი. 
ტიპოგრაფია წლების განმავლობაში იყო და არის  ყველა ბრენდის და ვებ საიტის განუყოფელი ნაწილი. ის კვლავ განაგრძნობს ახალი ბაზრების დაპყრობას. 

ორიგინალური ლოგო

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

2022 წლის ლოგოს დიზაინის ტენდენციები

სხვა სიახლეები

ტეგები: