უსასრულო მოთხოვნები დამკვეთებისგან
მარკეტინგული სფერო დაუმთავრებელ გამოწვევებსა და მოულოდნელ დავალებებს მოიცავს. განსაკუთრებით რთულია, როდესაც დამკვეთი მუდმივად "გაიძულებს" ყველაფრის შესრულებას, ჰგონია, რომ ყველაფერი გევალება. ასეთი სიტუაცია არა მხოლოდ სტრესულია, არამედ ეფექტურობასაც ამცირებს.
პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის საზღვრების განსაზღვრა. მნიშვნელოვანია თავიდანვე დაფიქრდეთ პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე და შეადგინოთ დეტალური შეთანხმება, რომელშიც მითითებული იქნება ვადები, გეგმა და შესრულების პრიორიტეტები.
მეორე - კომუნიკაცია. დამკვეთთან ღია და გულწრფელი დიალოგი დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში. როდესაც მოთხოვნები არარეალური ან უსასრულოა, აუცილებელია დეტალურად ახსნა, რამდენად შესაძლებელია მათი შესრულება, რამდენი დრო და რესურსი სჭირდება და როგორ აისახება ეს პროექტის ხარისხზე.
მესამე - ბარიერების დაწესება. ეს შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ გვენდეთ, ეფექტური ინსტრუმენტია. მაგალითად, ყოველ დამატებით მოთხოვნას, რომელიც შეთანხმებული სამუშაოს ფარგლებში არ შედის, უნდა მოყვეს დამატებითი ვადა და ღირებულება. ასე დამკვეთიც მიხვდება, რომ ყოველი ახალი მოთხოვნა დამატებით რესურსს მოითხოვს, ხოლო გუნდიც დაიცავს საკუთარ დროსა და ენერგიას.
მეოთხე - პრიორიტეტების მართვა. ყველა მოთხოვნა ერთნაირად მნიშვნელოვანი არასოდეს არის. მკაფიო პრიორიტეტების ჩამოყალიბება დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რისი შესრულებაა აუცილებელი დღეს, რისი - ხვალ და რისი - საერთოდ არა.
ბოლო, მაგრამ არა ნაკლები, პროფესიონალური ავტორიტეტის შენარჩუნება. ჯანსაღი საზღვრების დადგენა არ ნიშნავს დაუმორჩილებლობას - ეს ნიშნავს პროფესიონალიზმს. თქვენი გამოცდილება, ცოდნა და მუშაობის მიდგომა არის თქვენი მთავარი რესურსი, რომელიც აუცილებელია გააცნობიეროს დამკვეთმაც.
უსასრულო მოთხოვნებისგან თავდაცვა - ეს არის საზღვრების გავლება. სწორი კომუნიკაცია, პრიორიტეტების მართვა და პროფესიონალური ავტორიტეტის შენარჩუნება. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ხელს უწყობს მაღალი ხარისხის სამუშაოს შესრულებას, არამედ ქმნის ჯანსაღ, სტაბილურ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდს შეუძლია რეალურად მიაღწიოს შედეგებს, ხოლო დამკვეთს - მიიღოს მისსავე პროექტისთვის საუკეთესო შედეგი.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01