რა უნდა ვიცოდე როგორც დამკვეთმა ლოგოს დაკვეთამდე?

რას უნდა მიაქციოს ყურადღება, სანამ ლოგოს დიზაინის დამზადებას შეუკვეთავთ

ლოგოს დამზადება შეიძლება დიდი ნაბიჯი იყოს თქვენი ბიზნესისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენიმე რამ წინასწარ გაითვალისწინოთ:

ლოგო უნდა ასახავდეს თქვენს ბიზნესს
ლოგო თქვენი კომპანიის „სახეა“ — ის უნდა გადმოსცემდეს, თქვენი ბიზნესის არსს, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ როგორ გინდათ, რომ მომხმარებლებმა აღგიქვან. მაგალითად, თუ თქვენი ბიზნესი ბავშვთა პროდუქტებზეა, ფერადი და მხიარული ლოგო შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე სერიოზული და მკაცრი დიზაინი.

უნდა გამოიკვლიოთ თქვენი კონკურენტები
ნახეთ როგორ ლოგოები აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებს თქვენს მსგავს პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობენ. ასე უკეთ გეცოდინებათ, რა სტილი მოგწონთ ან, პირიქით, რა არ გსურთ თქვენი ლოგოსთვის.

უნდა გადაწყვიტოთ, რა ტიპის ლოგო გინდათ
ლოგო შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ტექსტისგან (მაგ. კომპანიის სახელისგან), მხოლოდ სიმბოლოსგან, ან მათი კომბინაციისგან. წინასწარ განსაზღვრეთ, როგორი სტილის ლოგო ასახავს ყველაზე მეტად თქვენი ბიზნესის ხასიათს.

Logo Works | Quality Softwares

ფერი და სტილი 
ფერებსა და ფორმებს ძლიერი გავლენა აქვს იმაზე თუ  როგორ აღიქვამენ მომხმარებლები თქვენს ბრენდს. მაგალითად, ლურჯი ხშირად სანდოობას აღნიშნავს, ხოლო წითელი – ენერგიას. დიზაინერს დაეხმარება, თუ თავიდანვე გეცოდინებათ, რა ფერები გადმოსცემს ყველაზე კარგად თქვენს ხასიათს.

ყურადღება გაამახვილეთ მის სიმარტივეზე
გახსოვდეთ, ლოგო მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი უნდა იყოს. თუ მას ძალიან ბევრი დეტალი აქვს, შეიძლება რთული იყოს მისი აღქმა, განსაკუთრებით მცირე ზომებში.

როდესც თქვენ გაქვთ მკაფიო  წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი ლოგო გსურთ - იცით ფერები, გაქვთ მონახაზი, მიახლოებითი სტილი ეს უადვილებს დიზაინერს ამოცანას და ის მარტივად ქმნის თქვენთვის სასურველ ლოგოს. ხოლო როდესაც დიზაინერს ნულიდან უწევს ლოგოს დახატვა თქვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად მას შეიძლება მოუწიოს უფრო მეტი ვარიანტის შექმნა, რაც ასევე უფრო მეტ დროს და რესურს მოითხოვს. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა უნდა ვიცოდე როგორც დამკვეთმა ლოგოს დაკვეთამდე?

სხვა სიახლეები