რა ღირს ლოგო?
ეს კითხვა ბევრს აწუხებს – ლოგოს შეკვეთის მსურველსაც და მის შემქმნელებსაც.
საიდუმლო არ არის, რომ ამ კითხვაზე სწორი პასუხი ნულიდან უსასრულობამდეა.
მოდით ახლა გავარკვიოთ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ლოგოს ფასზე:
- შესრულების დრო;
- ესკიზის ან მონახაზის არსებობა;
- კორპორატიული სტილის შექმნა;
- ბრენდბუქის მოცულობა.
- დრო დღეს ყველაზე ძვირფასი რესურსია რომელიც ადამიანს აქვს, ამიტომ თუ თქვენ გეჩქარებათ ლოგოს დამზადება ეს ზრდის მის ღირებულებას, რადგან დიზაინერს მის გასაკეთებლად უფრო დიდი დროის დათმობა მოუწევს და საქმის დროულად მოსასწრებად სხვა დიზაინერის დახმარებაც შეიძლება დასჭირდეს.
- როდესც თქვენ გაქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი ლოგო გსურთ - იცით ფერები, გაქვთ მონახაზი, მიახლოებითი სტილი ეს უადვილებს დიზაინერს ამოცანას და ის მარტივად ქმნის თქვენთვის სასურველ ლოგოს.
ხოლო როდესაც დიზაინერს ნულიდან უწევს ლოგოს დახატვა თქვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად მას შეიძლება მოუწიოს უფრო მეტი ვარიანტის შექმნა, რაც ასევე უფრო მეტ დროს და რესურს მოითხოვს. - რა თქმა უნდა, კორპორატიული იდენტობის შემუშავება ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე უბრალოდ ლოგოს შექმნა. თუმცა, როგორც პაკეტის შეთავაზების ნაწილი, თითოეული ელემენტი უფრო იაფი იქნება, ვიდრე ცალკე შეკვეთის შემთხვევაში. შესაბამისად ლოგოს შემუშავება ამ შემთხვევაში ნაკლები დაჯდება.
კომპანიის საფირმო სტილის დანიშნულებაა – გახადოს კომპანიის პროდუქცია ცნობადი და შეიმუშაოს კონკურენტებისგან გამორჩეული დიზაინი, რომლის წყალობითაც მომხმარებლები ადვილად შეძლებენ არჩევანის გაკეთებას. ასევე საფირმო სტილი იცავს კომპანიის პროდუქციას გაყალბებისგან. საფირმო სტილი შეიძლება შეიცავდეს უამრავ ელემენტს, რომლის საშუალებითაც ის გავლენას ახდენს სამიზნე აუდიტორიაზე, ეს შეიძლება იყოს:
- ბრენდბუქი;
- კორპორატიული ფერები;
- კორპორატიული სლოგანი (ლოზუნგი);
- საფირმო ფონტების კრებული;
- საბეჭდი მასალები.
- ბრენდბუქი არის ბრენდის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ბრენდის განვითარებისთვის საჭირო ხელსაწყოებს.
რისგან შედგება ბრენდბუქი: დოკუმენტების (მაგ. ბლანკი,საქაღალდე), საბეჭდი ნიმუშების (მაგ. ფლაერი, ბუკლეტი, პოსტერი) და სუვენირების (მაგ. კალამი, ფლეშკა) დიზიანისგან. თუმცა ეს ჩამონათვალი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სხვანაირიც იყოს, რაიმე დაემატოს ან გამოაკლდეს, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
ვისთვისაა ის განკუთვნილი: PR მენეჯერებისთვის, მარკეტინგისთვის, დიზიანერებისთვის, სტამბის თანამშრომლებისთვის, და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც შეხება აქვს კონტენტის, ვიზუალური დიზაინის თუ ბეჭდვის საკითხებთან.
რისი მომტანია ორგანიზაციისთვის მისი არსებობა: ბრენდბუქის მისიაა თანამშრომლებამდე მართებულად მიიტანოს ბრენდის იდეა და მისი უმნიშვნელოვანესი ელემენტები, რომელთა მთლიანობაც ქმნის ბრენდის იდენტობას, მის სახეს.
ბრენდბუქში მოცემულია კომპანიის პოზიციონირება, მისია, ღირებულებები, ყველა კანონი საფირმო სტილის ელემენტების გამოყენების შესახებ და მათი ზედმიწევნითი სპეციფიკაცია. ბრენდის სახელმძღვანელოს შექმნა საფირმო სტილის შემუშავების ფინალური ნაწილია, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერ საკომუნიკაციო არხსა თუ საშუალებაში ბრენდის ვიზუალური სტილის მართებული ასახვა მოახდინოს მომავალში.
- ბრენდის პოზიციონირებისთვის და მისი ცნობადობის ასამაღლებლად მხოლოდ კარგი სლოგანი და ლოგო საკმარისი არ არის.
ბრენდის პოზიციონირება ეს არის სტრატეგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ განასხვაოთ თქვენი კომპანია კონკურენტებისგან. ამ სტრატეგიის შესამუშავებლად თქვენ დაგჭირდებათ ბრენდის პლატფორმა.
ბრენდის პლატფორმა - ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ მახასიათებლებს, რომლებიც განასხვავებს ბრენდს მისი კონკურენტებისგან. ის მოიცავს ბრენდინგს, კორპორატიულ იდენტობას, გაყიდვის უნიკალურ შეთავაზებას, კონკურენტულ უპირატესობას, პოზიციონირებას, ბრენდის ენას, სამიზნე აუდიტორიის აღწერას, ბრენდის მისიას და ღირებულებებს.
- სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა აყალიბებს კონკურენტუნარიან ბრენდს, რომელმაც ზუსტად იცის რას ქმნის და ვისთვის ქმნის.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01