ბრენდის 12 არქეტიპი: როგორ შევარჩიოთ ის ჩვენი ბრენდისთვის #2

კონკურენციის ზრდამ  და თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებმა საჭირო გახადა ბრენდის       „პერსონიფიცირება”. დღეს  ბრენდი აღარ არის  უსულო  პროდუქტის მწარმოებელ და გამყიდველი ქარხანა, არამედ ის არის სულიერი არსება, რომელსაც აქვს უშუალო კომუნიკაცია თავის მომხმარებელთან და რომელმაც ზუსტად უნდა იცოდეს რა სურთ მათ.

ბრენდისთვის  ადამიანის თვისებების მინიჭების საუკეთესო საშუალება მისთვის  სწორი არქეტიპის შერჩევაა. თუ პროდუქტი ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტებისგან რაიმე ნიშნით არ გამოირჩევა, მაშინ მყიდველს მისი შეძენის სურვილი არ ექნება

მოდი განვიხილოთ თითოეული არქეტიპი და შევარჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო:

3.  მკვლევარი

„მაძიებელი“ ახალი გამოცდილებისა და აღმოჩენებისკენ ისწრაფვის. მისი მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. მას შეუძლია, რომ სიახლეების აღმოჩენის სურვილით სხვებიც აანთოს.  მაძიებელს სჯერა, რომ ნივთების შეგროვებას მოგონებების შეგროვება სჯობს.

სამი სიტყვით: ცნობისმოყვარე, დამოუკიდებელი, თავისუფალი.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის უკეთ გაგებაში;
  • შთააგონებს;
  • ეხმარება ინდივიდუალობის გამოხატვაში;
  • ქმნის გამოცდილებას, რომელიც  განაცვიფრებს. 

ბრენდები: Jeep, The North Face, Starbucks, Amazon, Nasa.

მკვლევარი

4. ბრძენი 

ბრძენი ისწრაფვის დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტებისკენ. იგი თავისი საქმის პროფესიონალია და გამუდმებით ჭეშმარიტების ძიებაშია. ის სამყაროს ობიექტურად უყურებს. უყვარს საკუთარ თავში ჩაღრმავება. სჯერა ადამიანების პოტენციალის და კარგი მრჩეველიცაა. ბრძენი შეიძლება იყოს: გურუ, ფილოსოფოსი, მენტორი ან მეცნიერი.

სამი სიტყვით: ცნობისმოყვარე, ინტელექტუალური, სულიერი.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • ეხმარება ადამიანებს გახდნენ უფრო ჭკვიანები და მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია;
  • ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • ღირს უფრო მეტი ვიდრე მსგავსი, სტანდარტული პროდუქტი;
  • აფართოებს თვალთახედვას.

ბრენდები: Audi, The New York Times, Google. 

ბრძენი

 5. გულუბრყვილო

„გულუბრყვილო“ ცდილობს მის გარშემო ყველა გაახაროს. ის უბრალო და გულწრფელია. ყოველთვის მზადაა დახმარების ხელის გასაწოდებლად. 

სამი სიტყვით: მომხიბვლელი, ოპტიმისტი და პატიოსანი.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • ჩუქნის სიკეთის, ოპტიმიზმის და უდარდელობის გრძნობას;
  • ასოცირდება ბავშვებთან ან ოჯახთან;
  • იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს.

ბრენდები: Dove, Coca Cola, Volkswagen, McDonald’s.

გულუბრყვილო

6. ხელოვანი

„ხელოვანი“ ცდილობს მუდმივად შექმნას ახალი ნივთები და გარდაქმნას ძველი. მას მოსწონს ყველაფერი არაორდინალური და უცნაური. მისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა. 
ყოველთვის აქვს საკუთარი თვალსაზრისი და არ ეშინია სხვისი აზრის წინააღმდეგ წასვლის.

სამი სიტყვით: შთამაგონებელი, ვნებიანი, გასაოცარი.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • ეწინააღმდეგება მასობრივ ბაზარს;
  • ეხმარება შემოქმედებით პროცესებს;
  • საშუალებას აძლევს მომხმარებელს იგრძნონ თავი უნიკალურად.

ბრენდები: Apple, Sony, Lego, Adobe, Instagram.

ხელოვანი

7. Everyman (საყოველთაო)

Everyman- ს სადა, უბრალო გემოვნება აქვს და არ უყვარს​ "სნობები" . არავითარი ბრწყინვალება და გლამური, მხოლოდ საიმედო პროდუქტი, რომელიც ასრულებს თავის დანიშნულებას. 
არის ორიენტირებული ოჯახზე და ფუნქციონალურობას ესთეტიკაზე მაღლა აყენებს.
სჯერა კაცობრიობის და ადვილად ამყარებს კავშირებს ყველა ტიპის ადამიანთან. 

სამი სიტყვით: ავთენტური, თავმდაბალი, მეგობრული.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • გეხმარებათ იგრძნოთ კუთვნილების გრძნობა;
  • ხელს უწყობს მარტივ ადამიანურ ღირებულებებს: სიკეთეს, სიყვარულს, ერთგულებას, პატივისცემას;
  • ამაღლებს განწყობას. 

ბრენდები: Toyota, IKEA, Wrangler, Target.

Everyman

8. მზრუნველი

ორიენტირებულია გულუხვობასა და თანაგრძნობაზე. ის მზადაა, საკუთარ თავს ნაკლები ყურადღება დაუთმოს, თუ ეს სხვებზე ზრუნვაში დაეხმარება. ის მოქმედებს როგორც მშობელი, რომელსაც უყვარს თავისი შვილები, მათი საქციელის მიუხედავად. ქმნის უსაფრთხო სივრცეს და გარშემომყოფებს თავს დაცულად აგრძნობინებს. 

სამი სიტყვით: მზრუნველი, საიმედო, მფარველი.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და სხვებზე ზრუნვასთან;
  • გეხმარებათ საკუთარ თავზე ზრუნვაში;
  • ასოცირდება მენტორობასთან, მედიცინასთან ან ქველმოქმედებასთან.

ბრენდები: Heinz, Volvo,  Nestle, Nivea.

მზრუნველი

9. მეამბოხე 

არღვევს წესებს და ეწინააღმდეგება სისტემას. ის აფასებს თავისუფლებას და არ უყვარს საზღვრები და შეზღუდვები.  მეამბოხეს აღიზიანებს  ჩვეულებრივობა.  ის  ათავისუფლებს საზოგადოებას ტაბუებისგან.

​მისი დევიზია: გავცდეთ ჩარჩოებს და დავანგრიოთ სტერეოტიპები.

სამი სიტყვით: დამოუკიდებელი, არაპროგნოზირებადი, მეამბოხე.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • მხარს უჭერს აუდიტორიას, რომელიც თავს გაუცხოებულად გრძნობს;
  • ეწინააღმდეგება არსებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს;
  • კონკურენციას უწევს კორპორაციებს. 

ბრენდები: MTV, Harley Davidson, Diesel, Virgin.

მეამბოხე

10. გმირი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული არქეტიპია. გმირი ცდილობს გადაარჩინოს სამყარო, დაამარცხოს ბოროტება და გამონახოს გამოსავალი ნებისმიერი გამოუვალი სიტუაციიდან, ოღონდ ისე, რომ თან საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეს.  ის ცდილობს გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

სამი სიტყვით: მამაცი, თამამი,  მიზანდასახული.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • მოაქვს ცვლილება მომხმარებლისთვის სირთულეების დაძლევის გზით;
  • წყვეტს სოციალურ პრობლემებს ან შთააგონებს სხვებს ამის გაკეთებაში;
  • ეხმარება მომხმარებლებს მძიმე სამუშაოს შესრულებაში.

ბრენდები: Nike, BMW, Fedex, Duracell, Snickers.

გმირი

11. Jester (ოხუნჯი)

არის იმპულსური, შეუჩერებელი და კრეატიული. ის ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს და პრობლემებს ზედმეტად სერიოზულად არ უყურებს. არ ეშინია წესების დარღვევის, მაგრამ ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ საზღვრების გარღვევა სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს სახალისოა. ოხუნჯი წარუმატებლობის შემდეგ სწრაფად ახერხებს ფეხზე დადგომას. მას არ ყავს ავტორიტეტები. 

სამი სიტყვით: მხიარული, ოპტიმისტური, ნოვატორი.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • ართობს მომხმარებელს;
  • აგრძნობინებს მათ სულის ახალგაზრდობას;
  • ეხმარება ადამიანებს დროის კარგად გატარებაში. 

 ბრენდები: Kia, M&M’s, Fanta, Skittles, Doritos, Old Spice.

ხუნჯი

12. ჯადოქარი

ჯადოქარი დარწმუნებულია საკუთარ ოცნებებსა და შესაძლებლობებში. აინტერესებს როგორ მუშაობს სამყარო და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება. მისი აზრით ობიექტური რეალობა არ არსებობს და ყველა იმას ვხედავთ, რისიც გვწამს. ჯადოქარი  ხდება ინტენსიური და სწრაფი ცვლილებების კატალიზატორი. ის თვლის, რომ საზღვრები მხოლოდ ადამიანების თავებშია. 

სამი სიტყვით: იმედისმომცემი, მისტიკური, გარდამტეხი.

ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტი და მომსახურებაც:

  • იყენებს ახალ ტექნოლოგიებს;
  • ეხმარება ადამიანებს შეხედულებებისა და მოსაზრებების შეცვლაში;
  • ხელს უწყობს მომხმარებლის ცხოვრებაში სწრაფ ცვლილებებს.

ბრენდები: Disney, Polaroid, რედბული, Tesla.

ჯადოქარი

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge  

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge  

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

ბრენდის 12 არქეტიპი: როგორ შევარჩიოთ ის ჩვენი ბრენდისთვის #2

სხვა სიახლეები