რა არის ფარული მარკეტინგი
ადამიანებს დიდი ხანია მობეზრდა ჩვეულებრივი რეკლამის ყურება, ის უკვე გამაღიზიანებელია და ხშირ შემთხვევაში მომხმარებლებში აგრესიასაც იწვევს. ამიტომ, რეკლამის შემქმნელების მთავარ საფიქრალად იქცა შეექმნათ რეკლამის რამე განსხვავებული ფორმა, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა არაპირდაპირი მეთოდით მიეწოდებინათ ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ მომხარებლისთვის.
ფარული მარკეტინგი -რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სახეობაა, რომელსაც დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია იყენებს, როგორც რეკლამის არატრადიციულ ტექნიკას. მისი განსხვავებულობა გამოიხატება იმაში, რომ ადამიანების უმრავლესობა მას რეკლამად არ აღიქვამს. ხშირად ფარული მარკეტინგი ვირუსულ და პარტიზანულ მარკეტინგში ერევათ, მიუხედავად მსგავსებისა ისინი მაინც მარკეტინგის სხვადასხვა სახეობებია. ფარული მარკეტინგი - პროდუქციის ან მომსახურების რეკლამაა, მომხმარებელი მსგავსი ტიპის რეკლამის მოსმენისას (ნახვა) აღიქვამს, როგორც სიმართლეს და არა როგორც რეკლამას. "რეკლამის გავრცელების საშუალებად შეიძლება გამოყენებული იქნას , როგორც ჩვეულებრივი ხალხი, მეცნიერები, დეპუტატები, ცნობილი ადამიანები, ასევე სატელევიზიო გადაცემები, ფილმები, მედია გადაცემები და სხვა, მაგრამ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სარეკლამო რგოლებით არ იყიდება, ისინი მას მაგალითად, ინტერვიუს სახით გადმოცემენ, მათ ეკითხებიან თუ რომელ კოსმეტიკას იყენებენ, რომელ სალონში დადიან, რას იცვამენ და სხვა. პასუხებს მსმენელი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებად აღიქვამს და არა რეკლამად, შედეგად პროდუქციის ან/და მომსახურების მიმართ ნდობა იზრდება, რაც დადებითად აისახება გაყიდვებზე. ფარული მარკეტინგის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს,რომ, მისი საშუალებით მომხმარებელს არ მოუწოდებ ამა თუ იმ პროდუქციის ან/და მომსახურების შეძენისკენ, უბრალოდ სთავაზობ მას, როგორც ერთ-ერთ ვარიანტს. ანუ ამ ტიპის რეკლამით მომხმარებელს არჩევანის საშუალება აქვს, რაც ავტომატურად ზრდის მის კეთილგანწობასა და ნდობას. ფარული მარკეტინგის გამოყენების ყველაზე ცნობილი მაგალითი არის Sony Ericsson- ის სარეკლამო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამერიკის 10 ყველაზე დიდ ქალაქში დაიქირავეს 60 მსახიობი, მათ მიერ წარმოებული ახალი მობილური ტელეფონის მოდელის რეკლამირებისთვის. მსახიობების დავალება შემდეგნაირი იყო: მათ ქუჩაში გამვლელებისთვის უნდა ეთხოვათ სურათის გადაღება მობილურის საშუალებით , ხოლო გადაღების მერე აღენიშნათ თუ რა კარგი ხარისხის სურათებს იღებდა მათი ტელეფონი. ადამიანები ამ ფაქტს რეკლამად სულაც არ აღიქვამდნენ, პირიქით ეს იყო საკუთარი თვალით დანახული, სხვისი გამოცდილების გაზიარება. მომხმარებელი, რომელიც ამ სარეკლამო მახეში (Word-of-mouth marketing) გაება, მობილურის შეძენის დროს აუცილებლად გაიხსენებს აღნიშნულ ფაქტს, რაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს.
რისკები. ერთი შეხედვით რეკლამის ეს სახეობა პროდუქტის ან/და მომსახურების გაყიდვის ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია, მაგრამ ფარული მარკეტინგი რისკებთანა დაკავშირებული და ზოგ ქვეყანაში ის აკრძალულია. ფარული რეკლამის დაგეგმვისა და შესრულების დროს სიფრთხილეა საჭირო, თუ მომხმარებელი მიხვდება, რომ მას რჩევის ნაცვლად რეკლამა შესთავაზეს, ეს გაცილებით მეტ ნეგატივს მოგიტანთ ვიდრე ტრადიციული რეკლამის რომელიმე სახეობა. არასწორედ განხორციელებული ფარული მარკეტინგით მიღებული უარყოფითი შედეგების გამოსწორება ძალიან ძნელია, თუმცა მისი შედეგის პროგნოზირებაც არ არის მარტივი - ყველარფისთვის მზად უნდა იყოთ. :)
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01