რა არის SMS მარკეტინგი?

რა ხდება, როდესაც გესმით ნაცნობი SMS შეტყობინების სიგნალი? თუ ის არ არის თქვენი მეგობრისგან ან ნათესავისგან და არის სარეკლამო გზავნილი - როგორი იქნება თქვენი რეაქცია? გაღიზიანებთ მსგავსი შეტყობინებები? 

ალბათ თქვენი რეაქცია დამოკიდებული იქნება იმაზე, იცავს თუ არა შეტყობინების გამომგზავნი კომპანია, SMS- მარკეტინგის წესებს — რადგან ნებისმიერი სხვა მარკეტინგის მსგავსად, ის შეიძლება იყოს სწორი და არასწორი.

რა არის SMS მარკეტინგი?

SMS მარკეტინგი არის სტრატეგია, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს გაუგზავნონ მარკეტინგული შეტყობინებები პოტენციურ მომხმარებლებს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით (ხშირად ბმულით) მათ  ტელეფონის ნომრებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, SMS მარკეტინგი არის სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა წინასწარ შერჩეულ სატელეფონო  ბაზებზე.

კომპანიებს შეუძლიათ გაუგზავნონ ტექსტური შეტყობინებები პოტენციურ და ლოიალურ კლიენტებს, რათა გაზარდონ ბრენდის ცნობადობა, მომხმარებელთა ჩართულობა და გაყიდვები. 

მარკეტინგული SMS შეტყობინებების გაგზავნის მრავალი მიზეზი არსებობს:

1. ინფორმაცია ფასდაკლების შესახებ;
2. ინფორმაცია აქციის შესახებ;
3. საინფორმაციო სახის შეტყობინება;
4. მადლობის გამომხატველი შეტყობინება;
5. შეხსენების შესახებ შეტყობინება;
6. მომხმარებელთა შეფასების მისაღები შეტყობინება.

განვიხილოთ თქვენი მომხმარებლებისთვის და სამიზნე აუდიტორიისთვის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის უპირატესობები.

SMS მარკეტინგი

SMS მარკეტინგის სამი ძირითადი უპირატესობა:

1. სისწრაფე
SMS შეტყობინებები მიწოდებულია მყისიერად. თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ ისინი კონკრეტულ დროს, რათა შეატყობინოთ  Flash გაყიდვების ან ღონისძიებებთან დაკავშირებული აქციების შესახებ.  მაგალითად, შეგიძლიათ გაგზავნოთ შეტყობინებები კიბერორშაბათს (კიბერორშაბათი - ეს არის ,,შავი პარასკევის“ შემდეგ მომდევნო ორშაბათი), რომ მაქსიმალურად გაზარდოთ გაყიდვები ამ დღეს. როგორც კი დააჭერთ გაგზავნის ღილაკს, ასობით მომხმარებელი მყისიერად მიიღებს თქვენ შეტყობინებას.

გარდა ამისა, ადამიანებს ტელეფონები თითქმის სულ ხელთ აქვთ, რაც უფრო სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ ისინი მიწოდებისთანავე დაინახავენ შეტყობინებას.  სტატისტიკის მიხედვით, SMS შეტყობინებების 90% იკითხება პირველ 3 წუთში.

2. გაცილებით მაღალი Open Rates
როდესაც ადამიანები იღებენ სარეკლამო ან რაიმე მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე მათ შეტყობინების სანახავად უწევთ დამატებით აპლიკაციის გამოყენება, ამიტომ მსგავსი წყაროდან მიღებული შეტყობინებების ნახვის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია.

SMS მარკეტინგი კი საშუალებას აძლევს მიმღებს დაუყოვნებლივ შეიტყოს მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი. ვინაიდან ადამიანები ჩვეულებრივ იღებენ შეტყობინებებს მეგობრებისგან და ოჯახისგან, ახალი SMS შეტყობინებების იგნორირება ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა,  ტელეფონების უმეტესობა აჩვენებს შეტყობინების ფრაგმენტს პირდაპირ ეკრანზე.

3. რეაგირების  მაღალი მაჩვენებელი
მომხმარებლები არა მხოლოდ უფრო ხშირად ხსნიან SMS შეტყობინებებს, არამედ უფრო ხშირად რეაგირებენ მასზე (მაგალითად, ისინი მიჰყვებიან სარეკლამო ბმულს). SMS მარკეტინგის საშუალო უკუკავშირის მაჩვენებელი 45%-ია.  SMS მარკეტინგის საშუალო უკუკავშირის მაჩვენებელი 45%-ია. პასუხის სიჩქარემ შეიძლება აჩვენოს, რამდენად ეფექტურია თქვენი შეტყობინებები. მაგალითად, თუ კონკრეტულ შეტყობინებას აქვს რეაგირების დაბალი მაჩვენებელი, შეგიძლიათ მისი რედაქტირება და ხელახლა გაგზავნა. თუ უკუკავშირის მაჩვენებელი მეორედ უფრო მაღალია, მაშინ სწორ გზაზე დგახართ.

გარდა ამისა, უფრო მაღალმა რეაგირებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი გაყიდვები. ბევრი მომხმარებლისთვის ტექსტური შეტყობინებების მიღება კომუნიკაციის ყველაზე სასურველი მეთოდია. მომხმარებელთა 70% კი ამბობს, რომ SMS არის კარგი საშუალება ბიზნესზე ყურადღების მისაქცევად. მომხმარებლებთან  სწორი კომუნიკაციით თქვენ უკუკავშირის მაღალ მაჩვენებელს მიიღებთ.

კარგი SMS მარკეტინგი

კარგი SMS მარკეტინგი

 1. მიიღეთ ნებართვა
მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ვინმეს ტელეფონის ნომერი, არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, როგორც გსურთ. ადამიანებისთვის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ნებართვის გარეშე, ან შეძენილი ტელეფონის ნომრების მონაცემთა ბაზის გამოყენება შემთხვევითი ადამიანებისთვის შეტყობინებების გასაგზავნად, არა მხოლოდ ცუდია, არამედ უკანონოა.

მნიშვნელოვანია მომხმარებლებისგან ნებართვის მიღება მათთვის შეტყობინებების გასაგზავნად. ამის გაკეთება შეგიძლიათ:

  • თქვენ ინტერნეტ რესურსზე შეგიზლიათ განათავსოთ სპეციალური ველი სადაც მომხმარებელს შეეძლება აქციებზე ინფორმაციის მისაღებად მიუთითოს საკუთარი ტელეფონის ნომერი. ამ დროს მნიშვნელოვანია მომხმარებლებს აცნობოთ რა სახის და რა სიხშირიდ მიიღებენ ისინი  თქვენგან შეტყობინებებს. ამ დროს მთავარია  ზუსტად შეასრულოთ დაპირება.

2.  SMS მარკეტინგის ინსტრუმენტები
არ გამოიყენოთ თქვენი პირადი ტელეფონი კლიენტებთან მიმოწერისთვის. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ SMS მარკეტინგის თანამედროვე ინსტრუმენტები, რომლებიც შეტყობინებების ავტომატიზირების და პერსონალიზაცია საშუალებას მოგცემთ. 
ხშირად ეს სერვისები საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ SMS მარკეტინგის მუშაობას - რამდენმა ადამიანმა გახსნა თქვენი შეტყობინება, რამდენი გადავიდა მითითებულ ბმულზე და ა.შ.

3. გახადეთ შეტყობინება ფასეული
როდესაც მომხმარებლებს სურთ თქვენგან შეტყობინების მიღება, ისინი მოელიან, რომ ეს მათთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. ასე რომ, ნუ გაგზავნით მხოლოდ შაბლონურ შეტყობინებას გახადეთ ისინი ღირებული და პირადული.
ამის გაკეთების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა არის რაიმე მნიშვნელოვანის შეთავაზება, როგორიცაა სპეციალური ფასდაკლება ან ექსკლუზიური ფასდაკლება. ექსკლუზიური შეთავაზებები მომხმარებლებს თავს გამორჩეულად და ღირებულად აგრძნობინებს.
მაშინაც კი, თუ თქვენი შეთავაზებები არ არის ისეთი ექსკლუზიური, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, თუ მომხმარებელი თავს განსაკუთრებულად გრძნობს, ის უფრო მეტად დააფასებს მას.

4. შემოკლება
შეტყობინება არ უნდა იყოს ძალიან გრძელი. თქვენ გაქვთ 160 სიმბოლო, ასე რომ ეცადეთ თქვენი შეტყობინებები იყოს მოკლე და მარტივი.

შეტყობინება დაიწყეთ ყურადღების მიმქცევი ფრაზით:

  • "მხოლოდ დღეს" 
  • "ექსკლუზიურად შენთვის"
  • "საუკეთესო შეთავაზება"

მსგავსი ფრაზები მომხმარებლებს უბიძგებს გააგრძელონ კითხვა და უბიძგებენ მოქმედებისკენ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება  შეტყობინებების დაგზავნისას

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება  შეტყობინებების დაგზავნისას:

1. თვალყური ადევნეთ გაგზავნის დროს
არავის არ სიამოვნებს ღამით ან დილით ადრე რაიმე სახის სარეკლამო შეტყობინების მიღება. ამან ყველაზე ერთგული მომხმარებლის დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს. 
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ  მომხმარებლების გაღიზიანება უნდა განვსაზღვროთ SMS გაგზავნის საუკეთესო დრო. SMS Global- ის მიხედვით, მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად საუკეთესო დროა დილის 10:31-დან 11:29-მდე ან 14:34-დან 15:27-მდე.

2. მოერიდეთ ჟარგონისა და აბრევიატურების გამოყენებას
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენ გაქვთ მხოლოდ 160 სიმბოლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტექსტი უნდა იყოს გაუგებარი და დამაბნეველი. ჟარგონი და აბრევიატურები ყველასთვის გასაგები არ არის. ამიტომ ნუ შეამცირებთ საკვანძო სიტყვებს და წინადადებებს. 

3. არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის იდენტიფიცირება  
გაუგებარი წარმოშობის შეტყობინებებს მომხმარებლების 99% არ ხსნის. ამიტომ შეტყობინებების დაგზავნამდე დარწმუნდით, რომ მომხმარებელს ეცოდინება მიღებული შეტყობინების გამომგზავნი. 
გარდა ამისა, თქვენი კომპანიის სახელის ტექსტში გამეორება გაზრდის ბრენდის ცნობადობას. 

4. ნუ აიძულებთ შეძენას
არავის არ სურს კავშირი ადამიანთან, რომელიც მუდმივად ცდილობს რაღაცის გაყიდვას.  
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი SMS მარკეტინგული კამპანიის მთავარი მიზანი გაყიდვების ზრდა აქ მაინც მთავარი ოქროს შუალედის დაცვაა. გახსოვდეთ, რომ თქვენი მომხმარებლები ადამიანები არიან, ამიტომ ესაუბრეთ მათ მეგობრულად.

დაბოლოს, დროა ვისაუბროთ იმაზე, რაც მიუღებელია SMS მარკეტინგის დროს. მოერიდეთ ამ SMS დანაშაულების ჩადენას ნებისმიერ ფასად:

1. არ დააგზავნოთ ძალიან ბევრი ესემესი
ადამიანები ყოველდღე უამრავი წყაროდან უამრავი სახის მარკეტინგულ შეტყობინებებს იღებენ.  
მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა კომპანიამ არ გააძლიეროს ეს საინფორმაციო სტრესი აბონენტებისთვის ძალიან ბევრი SMS გაგზავნით. თუ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაქვთ, ჯობია საერთოდ არ გაგზავნოთ შეტყობინება. მხოლოდ ყველაზე საინტერესოს და მნიშვნელოვანი გაგზავნით თქვენ თავიდან აიცილებთ მომხმარებლების გაღიზიანებას. მსგავსი დამოკიდებულებით  მომხმარებლები თქვენი შეტყობინების მიღებისას უკვე მიხვდებიან, რომ ეს რაღაც საინტერესო იქნება. 

2. არ დაგავიწყდეთ SMS - ის გამოწერის გაუქმების შესაძლებლობა
თქვენ უნდა მისცეთ მომხმარებლებს უფლება, უარი თქვან შეტყობინებების მიღებაზე (თქვენს მიერ გაგზავნილი ყოველი ტექსტის ბოლოს SMS- Off), განსაკუთრებით პირველი შეტყობინების შემდეგ. მათ უნდა შეეძლოთ ნებისმიერ დროს გააუქმოს გამოწერა, მაგალითად, თუ შემთხვევით დათანხმდა ამ სერვისს ან რაიმე მიზეზით არ იცოდა, რას იწერდნენ.
მომხმარებლებისთვის იმის შეხსენება, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმონ გამოწერა, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მათი გაღიზიანება. 
ეს ფუნქცია ასევე საშუალებას გაძლევთ, რომ SMS დაგზავნის სია სავსე იყოს იმ ადამიანების კონტაქტებით, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებულნი თქვენი შეტყობინებების მიღებით.

3. არ დაგავიწყდეთ Call to Action-ის ( მოქმედებისკენ ბიძგება) დამატება
Call to Action  მოუწოდებს მომხმარებელს გადადგას შემდეგი ნაბიჯი. მომხმარებლები ვერ წაიკითხავენ თქვენ აზრებს, ამიტომ შეტყობინების აზრის ხაზგასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ფრაზები:

  • მიჰყევით ბმულს და გაიგეთ ფასდაკლებების შესახებ!
  • გამოიყენეთ პრომო კოდი და მიიღეთ 20% ფასდაკლება!

არ აქვს მნიშვნელობა რა ქმედებები უნდა განახორციელონ მომხმარებლებმა- მთავარია შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მათ გაუჩნდეთ (თქვენ მიერ შერჩეული) მოქმედების სურვილი.  

ახლა თქვენ იცით, რა არის კარგი და რა არის მიუღებელი SMS მარკეტინგში.

SMS შეტყობინებები შეიძლება იყოს მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი თქვენი ბიზნესისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ მყისიერად გაუგზავნოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები მომხმარებლებს.

გამოიყენეთ მარკეტინგის ეს ინსტრუმენტი სწორად და შედეგიც არ დააყოვნებს! 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა არის SMS მარკეტინგი?

სხვა სიახლეები