ვებ საიტის დამზადება
ვეცდებით აგიხსნათ, თუ რატომაა მომგებიანი ბიზნესს ჰქონდეს საკუთარი ვებ-გვერდი, რათა ინტერნეტით მჭიდრო კონტაქტი დაამყაროს მომხამრებელთან.
იმის ფონზე, რომ ბილბორდების ფასები საკმაოდ მაღალია, სატელევიზიო რეკლამაზე კი ფიქრი მცირე ბიუჯეტით მხოლოდ ოცნებაა, საუკეთესო მიმართულება რეკლამებით მისწვდე მომხმარებელს, ინტერნეტია. აქ კი ჩვენ გვაქვს რამდენიმე “მეთოდი”, თუ როგორ შეიძლება დავიწყოთ და შემდეგ მაღალ დონეზე ავიყვანოთ საქმე.
პირველ რიგში საჭიროა კომპანიის საიტის შექმნა, ხოლო შემდეგ მისი გარეკლამება. ალბათ იფიქრეთ, რომ მარტივია ეს ყველაფერი. დიახ, მარტივია თუკი ერკვევი, როგორ გააკეთო ეს ყველაფერი კარგად და ორგანიზებულად.
თუმცა ადამიანები ხშირად იზარებენ საქმის კარგად კეთებას და ამის გამო არასრულად ვიღებთ საბოლოო შედეგს.
მარტივი პასუხი კითხვაზე თუ რატომ უნდა დაამზადოთ კომპანიის ვებ-გვერდი:
- განა თქვენი ოფისი იმდენად დიდია, რომ ერთდროულად 100და მეტი მნახველი დაიტიოს?
- განა გაქვთ იმდენი ადამიანური რესურსი კომპანიაში, რომ 15 და მეტ ერთდროულად მოსულ მომხმარებელს ერთდროულადვე გააცნოთ ინფორმაცია და დააკმაყოფილოთ პასუხებით?
- თუკი მაღაზიის პატრონი ხართ, რა სიდისის არის თქვენი ფართი? დაიტევს იგი 200 მნახველს ერთდროულად და ტანსაცმელი ან სხვა პროდუქცია ნახვით, მოსინჯვით არ გაცვდება?
პასუხი თითოეულ კითხვაზე სავარაუდოა, რომ დამაფიქრებელია… ანალიტიკები (google და ა.შ) გაძლევთ საშუალებას სრულად შეისწავლოთ თქვენი ბიზნესით დაინტერესებული მომხმარებელი. რა გვერც ეწვივნენ ისინი, რა ასაკის და სქესის მომხმარებელი ეწვია თქვენს გვერდს. საიდან შემოვიდნენ, სად გადავიდნენ, კონკრეტულად რომელ პროდუქტს, სტატიას თუ ომსახურებას ყავს მეტი ვიზიტორი და ა.შ.
ჩვენ, კი გეტყვით, რომ ვებ-გვერდზე შეუძლია 200 ვიზიტორს ერთდროულად შემოვიდეს და დაათვალიეროს თქვენი პროდუქცია. შემოვიდეს 100 მომხმარებელი და თქვენი გვერდებიდან მიიღოს სასურველ კითხვებზე პასუხი. შეგიძლიათ ინტერნეტშივე გაუწიოთ მათ კონსულტაცია და ასე შემდეგ… მოკლედ ინტერნეტი გასაოცარ შესაძლებლობებს გთავაზობთ და რატომ არ უნდა გამოიყენოთ? მოდით, უშუალოდ ვებ-გვერდის შექმნაზე ვისაუბროთ და რამდენიმე დებულება ჩამოვაყალიბოთ, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებლად უნდა მოვახდინოთ საიტის გაკეთებისას.
ნომერ პირველი შეცდომა საქართველოში კომპანიის (არამარტო მცირე ბიზნესის) საიტის შექმნისას არის ის, რომ ბიზნესის მფლობელს ან იმ ადამიანს ვინც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირია, ეზარება ბევრი წვალება. ამიტომ ცდილობენ გააკეთონ მარტივი საიტები და იყოს რამდენიმე ენოვანი (ამით მოხიბლონ უფროსი), იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ერთჯერადი გვერდებით და ტექსტის “ჩაყრით” საქმე არ გამოვა და მშრალი საიტით შორს ვერ წავლენ. რეალობაში დღევანდელი მარკეტინგი ისეთ საფეხურზეა, როცა უმნიშვნელოვანესია მომხმარებელთან კონტაქტი და მათთან პირდაპირი კავშირი. შესაბამისად საიტზე უნდა გვქონდეს მაქსიმალურად მოსახერხებელი სიტუაცია, იმისთვის რომ შემოსული ვიზიტორი ადვილადვე შემოვიდეს კომპანიასთან კავშირში.
შესაბამსიად, საჭიროა მაქსიმალურად ისეთი საიტის შექმნა, სადაც ხშირად განთავსდება საინტერესო ინფორმაციები, სიახლეები, მომხმარებელს ექნება საკუთარი კაბინეტის ან საკუთარი სივრცის შექმნის შესაძლებლობა, ექნება საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება, კომპანიის მესვეურებთან პირდაპირი კავშირის დამყარების ფუფუნება და ასე შემდეგ. უნდა გრძნობდეს მომხმარებელი, საიტზე შემოსული ვიზიტორი, რომ მათი შემოსვლა, მათი აზრი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. განა, საიტსაც, პროდუქტსაც მათთვის არ ვამზადებთ? მთავარი რაციონალური მოქმედებებია, მეგობრებო, გაითვალისწინეთ. წამგებიანია მხოლოდ მარტივი 5 გვერდიანი სტატიკური (უმოძრაო,უცვლელი) საიტი. ამიტომ მისი დამზადებისას ეცადეთ, მაქსიმალურად შეხედოთ ყველაფერს მომხმარებლის თვალით და იაზროვნოთ, როგორც თქვენი მომხმარებელი იაზროვნებდა. მესმის მარტივი საიტთან შედარებით, ფუნქცინალური უფრო ძვირი ჯდება, თუმცა ჩიტი ბრდღვნად ღირს მეორე შეცდომა, რომელსაც ქართველები საიტის დაკვეთისას უშვებენ არის არასწორი შემსრულებლის შერჩევა.
ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიები არც ისე განვითარებულია და ამ საქმეში მცოდნე, მუშა ხელიც ძნელი საპოვნელია, ან თუ ვიპოვით პროფესიონალებს საკმაოდ ძვირად თანხმდებიან მუშაობას, ხშირად საქმეს არამცოდნესა და არაპროფესიონალს ვაბარებთ. რასაც საბოლოოდ საშინელი დიზაინისა და სისტემის მქონე საიტის მიღებამდე მივყავართ, რომელიც არც მომხმარებლის მოწონებას ექვემდებარება და მითუმეტეს ვერც ვებ-სივრცეში არსებულ სტანდარტებთან მოდის შესაბამისობაში.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომ საკუთარი კომპანიის ვებ გვერდი იყოს მაღალი დონის, კომპანიის იმიჯის შესაბამისი, გამართული დიზაინითა და პროგრამული უზრუნველყოფით დაგვიკავშირდით:
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01