საიდან დავიწყოთ დიზაინის შესწავლა?
დიზაინის სამყაროში შესვლა რთული არ არის - რთულია ზუსტად იცოდე, საიდან დაიწყო.
დღეს ეს სფერო მრავალფეროვანია: გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, UX/UI, motion დიზაინი, პროდუქტის დიზაინი და სხვა. ინტერნეტი სავსეა ტუტორიალებით, კურსებითა და ინსტრუმენტებით, მაგრამ თუ არ იცი რა გინდა და როგორ მიაგნო გზას, შეიძლება მარტივად დაიკარგო.
გააცნობიერე, რას ნიშნავს „დიზაინერი“
დიზაინერი მხოლოდ ის არ არის, ვინც ლოგოებს ქმნის ან ფოტოებს ლამაზად აწყობს. დიზაინი ნიშნავს პრობლემის გადაჭრას ვიზუალური ან ფუნქციური გზებით. დიზაინერი ხედავს დეტალებს, ურთიერთობას - ფორმასა და ფერს შორის, იკვლევს მომხმარებლის ქცევას და ქმნის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფექტურად გადმოსცემს მიზანს.
სანამ ტექნიკური უნარების შეძენას დაიწყებ, მნიშვნელოვანია გაიაზრო - რისთვის გჭირდება დიზაინი, რას ელოდები ამ სფეროსგან და რა მიმართულების დიზაინერი გინდა იყო.
დიზაინი მხოლოდ ლამაზი სურათები არ არის. არსებობს გრაფიკული დიზაინი, UX/UI, ციფრული ილუსტრაცია, ტიპოგრაფია, motion დიზაინი და სხვა.
გიზიდავთ ვებ-დიზაინი? Figma-სა და Adobe XD-ის ბაზისური კურსები კარგი დასაწყისია. თუ გინდათ თქვენი ბრენდი გამოირჩეოდეს მაშინ გჭირდებათ გრაფიკული დიზაინერი, რომელიც შეგიქმნით ბრენდინგს Adobe Illustrator-ისა და photoshop-ის დახმარებით. მთავარია, არ იჩქაროთ და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ - შეგიძლიათ ერთი მიმართულებით დაიწყოთ და შემდეგ სხვაც გამოსცადოთ.
აირჩიე მიმართულება (ან სცადე რამდენიმე)
დიზაინი ერთიანი დარგი არ არის - ის ათობით განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. თუმცა ყველა მათგანი ტექნიკურ უნარებს მოითხოვს, ასევე კრეატიულობასა და კონცეფციების შექმნის უნარს.
შეგიძლია დაიწყო შემდეგი ძირითადი მიმართულებებიდან:
გრაფიკული დიზაინი - ბრენდების ვიზუალური იდენტობა, პოსტერები, ბანერები, პრეზენტაციები. აქ იყენებენ პროგრამებს: Adobe Illustrator, Photoshop, InDesign.
- UX/UI დიზაინი - აპლიკაციებისა და ვებსაიტების გამოყენებადობა და ინტერფეისი. საჭირო პროგრამებია: Figma, Adobe XD;
- მოძრაობის დიზაინი (motion design) - ანიმაციები, ვიდეო გრაფიკა;
- აქ მნიშვნელოვანი პროგრამებია: After Effects, Premiere;
- პროდუქტის დიზაინი - ციფრული პროდუქტების სტრუქტურა, მომხმარებლის გამოცდილება და დიზაინ-სტრატეგია.
ვებდიზაინი - ვებსაიტების სტრუქტურა, ვიზუალური სტილი და ზოგჯერ HTML/CSS-ის საბაზისო ცოდნა.
შეისწავლე დიზაინის ფუნდამენტური პრინციპები
ყველა მიმართულების საფუძველში დიზაინის ძირითადი პრინციპებია:
- კომპოზიცია და ბალანსი - როგორ ნაწილდება ვიზუალური ელემენტები სივრცეში;
- ფერთა თეორია - როგორ მუშაობს ფერები ერთად, კონტრასტი, პალიტრები;
- ტიპოგრაფია - შრიფტების ფორმა, წონა, სივრცე და მათი შერწყმის წესები;
- რიტმი - როგორ გადმოსცე ინფორმაცია სწორად და თანამიმდევრობით;
- ვიზუალური კომუნიკაცია - როგორ აცნობო მომხმარებელს იდეა სიტყვების გარეშე.
ამ პრინციპების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დაგეხმარება ნამუშევრების უფრო გააზრებულად შექმნაში, მიუხედავად იმისა, რომელი მიმართულება აირჩიე.
დიზაინის სწავლა შეიძლება სახალისოც იყოს. სცადეთ სასწავლო პლატფორმები, რომლებიც თამაშს ჰგავს - მაგალითად, Shape Type ტიპოგრაფიის გასაგებად ან The Bezier Game ფენების კონტროლისთვის.
ასეთი მეთოდით სწავლა გეხმარებათ ფორმებისა და დეტალების უკეთ აღქმაში - რაც დიზაინში ხშირად გადამწყვეტია.
ინტერნეტში უამრავი რესურსია, იმისთვის, რომ უფასოდ დაიწყოთ სწავლა. გიზიარებთ, რამდენიმე ონლაინ კურსს:
- Youtube;
- Google UX Design (Coursera);
- Adobe tutorials;
- Figma Learn;
- Envato Tuts+.
შექმენი პორტფოლიო და რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩადე
როგორც კი რამდენიმე ნამუშევარს შექმნი - დაიწყე პორტფოლიოს გაკეთება.
შეიძლება ჯერ არც მუშაობ, მაგრამ საკუთარი იდეების წარმოდგენა და თავმოყრა მნიშვნელოვანია.
შექმენი Behance ან Dribbble პროფაილი
- გამოაქვეყნე პროექტები: ბრენდინგი, აპლიკაციის დიზაინი, UI კონცეფცია;
- აღწერე შენი პროცესი: როგორ მიხვედი შედეგამდე, რატომ აირჩიე კონკრეტული გადაწყვეტილება;
- შეეცადე მონაწილეობა მიიღო დიზაინის გამოწვევებში: Daily UI, 30 Days of Logo Design, Build in Public.
დიზაინში კრეატიულობისთვის არ გჭირდება წარსული გამოცდილება ან ხელოვანის თვალი - გჭირდება ინტერესი, სისტემატურობა და ყოველდღიური მცდელობა.
ისწავლე ძირითადი პრინციპები, აირჩიე მიმართულება, აითვისე ინსტრუმენტები და იმუშავე საკუთარი სტილის ძიებაზე. დიზაინი ის სფეროა, სადაც შედეგს თავად ქმნი და როდესაც ერთხელ დაიწყებ ვიზუალურ ფიქრს - სამყაროსაც სხვაგვარად შეხედავ.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01
