კონტენტ მარკეტინგი- მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები
კონტენტ მარკეტინგი- მიზნრობივი აუდიტორიის მოზიდვის მიზნით მოთხოვნადი კონტენტის შექმნისა და გავრცელების მარკეტინგული ტექნოლოგიაა, რომლის მიზანია თქვენი კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდა.
შედეგი:
- მეტი ცნობადობა
- მეტი ვიზიტორები
- მეტი მომხმარებლები
ამ სტატიაში გთავაზობთ მონაცემებს, რომლის ნახვის შემდგომ თქვენ დარწმუნდებით კონტენტ მარკეტინგის ეფექტურობაში. (ლიდი არის თქვენი შეთავაზებით დაინტერესებული პირი, რომელიც გიტოვებთ მის საკონტაქტო მონაცემებს)
კონტენტ მარკეტინგის გამოყენება
«კონტენტი — ძიების პირველი მიზეზი.» (Lee Odden, TopRank Marketing).
- ყოველდღიური გავრცელება 27 000 000 კონტენტის ერთეული;
- B2B-კომპანიების 86% - იყენებს კონტენტ-მარკეტინგს;
- საშუალოდ მარკეტინგის ბიუჯეტის 28%- იხარჯება კონტენტ მარკეტინგისთვის;
- B2C-კომპანიების 77% - იყენებს კონტენტ მარკეტინგს;
- მარკეტოლოგების 55% მომდევნო 12 თვის განმავლობაში კონტენტ მარკეტინგის ბიუჯეტის გაზრდას აპირებს;
- მარკეტოლოგების 59% ყოველდღიურად ჰქმნის კონტენტის მინიმუმ 1 -ერთეულს;
- კონტენტ მარკეტინგი —ინვესტირების მთავარი სფერო მომდევნო 12 თვის განმავლობაში;
- B2B -ის მარკეტოლოგები საშუალოდ კონტენტ მარკეტინგის 13 ტაქტიკას იყენებს;
- ორგანიზაციების 47% აქვს კონტენტ-მარკეტინგის განყოფილება;
- B2B -ის მარკეტოლოგების 70% დღეს ქმნიან უფრო მეტ კონტენტს ვიდრე ერთი წლის წინ;
- წამყვანი კონენტ-მარკეტოლოგები შემდგომი 12 თვის მანძილზე საკუთარი ხარჯების ზრდას გეგმავენ;
- მარკეტოლოგების 42% კვირაში რამდენჯერმე ახალ კონტენტს აქვეყნებს;
- კომპანიების 54% ყველა სახის მარკეტინგიდან უპირატესობას სწორედ კონტენტ მარკეტინგს ანიჭებენ;
«კონტენტ მარკეტინგი— ეს არის ერთადერთი მარკეტინგი,რომელიც დაგვრჩა.» (სეტ გოდინი, Seth Godin).
კონტენტის გავრცელება
მარკეტოლოგების პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც სხვადასხვა სახით ავრცელებენ კონტენტს.
კონტენტ-მარკეტინგის მიერ გამოყენებული ტაქტიკები (ზევიდან -ქვევით): კონტენტი სოციალურ ქსელებში, ელექტრონული გზავნილები, სტატიები საიტზე, ბლოგი, ვიდეო, ილუსტრაციები-ფოტოები, ტექნიკური დოკუმენტაცია, ონლაინ პრეზენტაციები, ინფოგრაფიკა, სემინარები/მედია პრეზენტაცია, კვლევითი ანგარიშები, ბრენდირებული კონტენტის ინსტრუმენტები,ელექტრონული წიგნები, ბეჭდური ჟურნალები, წიგნები, მობილური აპლიკაციები, ციფრული ჟურნალები, ვირტუალური კონფერენციები, პოდგასტი, დაბეჭდილი ნაშრომები, თამაშები.
- ხელის შესაწყობად/კონტენტის გასავრცელებლად საშუალოდ გამოიყენება 3 ფასიანი სარეკლამო მეთოდი.
- B2B-ის კონტენტის 80% მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია.
კონტენტ მარკეტინგის მიზანი და პროგრამები
«კონტენტი — ყველაფერი ის, რაც მკითხველისთვისაა ღირებული» (Avinash Kaushik, Google)
- მარკეტოლოგების 55% ამ მომენტში დაკავებულია მისთვის ყველაზე ეფექტური კონტენტის ძიებით. ხოლო 31% - კი ამ საქმით დაკავებას შემდეგი 12 თვის მანძილზე გეგმავს.
- მარკეტოლოგების 63% ამ მომენტში მუშაობს საიტის მნახველების რიცხვის გაზრდისთვის. ხოლო 23% კი ამ საქმით დაკავებას შემდეგი 12 თვის მანძილზე გეგმავს.
- მარკეტოლოგების 84%- მიიჩნევს,რომ კონტენტ მარკეტინგის მთავარი მისია ბრენდის ცნობადობის ამაღლებაა. (brand awareness)
მარკეტოლოგების პროცენტი, რომლებიც შემდეგ პოზიციებს თავის მიზნებად ისახავენ (ზევიდან ქვევით): ბრენდის ცნობადობა, ლიდების გენერირება, ჩართულობა,გაყიდვები, მომხმარებლების შენარჩუნება.
- მარკეტოლოგების 69% ამ მომენტში მუშაობს უფრო ეფექტური/ მაღალხარისხიანი კონტენტის შექმნაზე. ხოლო 19% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
- მარკეტოლოგების 54% ამ მომენტში უფრო მრავალფეროვანი კონტენტის შექმნაზე მუშაობს. ხოლო 28% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
- მარკეტოლოგების 63% ამ მომენტში ეძებს კონტენტის რეორენტაციის საუკეთესო გზას. ხოლო 23% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
- მარკეტოლოგების 60% ამ მომენტში ვიზუალური კონტენტის შექმნითაა დაკავებული. ხოლო 26% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
- მარკეტოლოგების 63% ამ მომენტში დაკავებულია საკუთარი აუდიტორიის შესწავლით . ხოლო 21% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
როგორ ზომავენ მარკეტოლოგები წარმატებას (ზევიდან ქვემოთ): ბრენდის ცნობადობა, ლიდების გენერირება , ჩართულობა, გაყიდვები, ლიდების დაბრუნება, კლიენტების შენარჩუნება
- მარკეტოლოგების 58% ამ მომენტში კონტენტის ოპტიმიზაციითაა დაკავებული. ხოლო 26% -ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს.
მოხმარებლების თვალით დანახული კონტენტ მარკეტინგი
«კონტენტ მარკეტინგის არსი — საინტერესო ისტორიის მოყოლაში მდგომარეობს.» (Joe Pulizzi, Content Marketing Institute)
- ინტერნეტ მომხმარებლები ქსელში ყოფნის დროს 20% კონტენს უთმობენ.
ბოლო 12 თვის მონაცემების თანახმად - მომხმარებლები ყიდვის გადაწყვეტილებას იღებდნენ კონტენტზე დაყრდნობით: ტექნიკური დოკუმენტაცია, სემინარები, ელექტრონული წიგნები, ვიდეო, ბლოგის პოსტები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული პრეზენტაციები, ROI კალკულატორები.
- მომხმარებლების 68% დროს მათთვის საინტერესო ბრენდების შესახებ არსებული მასალების კითხვაში ხარჯავენ;
- ადამიანების 60% პროდუქციის ძებნას ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ იწყებს;
- B2B -ის მომხმარებლების 55,8% მათთვის საინტერესო კონტენტს თავიანთი მობილური ტელეფონების მეშვეობით კითხულობენ;
- მომხმარებლების 82% უფრო დადებითად არიან განწყობილი იმ კომპანიისადმი, რომლის კონტენტსაც გაეცვნენ;
- მომხმარებლების 70% პროცენტი კომპანიას ეცნობა სტატიებიდან და არა რეკლამიდან;
- მამხმარებლლების 70% თავს უფრო ახლოს გრძნობენ იმ კომპანიასთან, რომელსაც რელევანტული კონტენტი აქვს;
- B2B- ის მომხმარებლების95% უპირატესობას მცირე კონტენტს ანიჭებენ;
კონტენტ-მარკეტინგის სირთულეები
«კონტენტი — მეფეა.» ( Bill Gates)
- კონტენტ-მარკეტინგთან მუშაობას ეფექტიანად მარკეტოლოგების მხოლოდ 38% თვლის.
- მარკეტოლოგების 81% თვლის, რომ კონტენტ-მარკეტინგში ყველაზე რთული სამუშაო საინტერესო მატერიალის შექმნაა.
სირთულეები,რომელიც ხვდება B2B-ის მარკეტოლოგებს (ზევიდან ქვემოთ): კონტენტის მუდმივი წარმოება, კონტენტის ეფექტურობის გაზომვა, მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა, ბიუჯეტის დეფიციტი,მარკეტინგში ინტეგრაცია, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სირთულეები.
- მარკეტოლოგების 58% თვლის, რომ მათი კონტენტი ხელს არ უწყობს ჩართულობას;
- მარკეტოლოგების 29% აღიარებს, რომ მატი კონტენტი არ იწვევს ინტერესს;
- მარკეტოლოგების 29% არსებული კონტენტი მოსაწყენია;
- მარკეტინგის სფეროს პროფესიონალების მხოლოდ 39% არის კმაყოფილი კონტენტ-მარკეტინგში ROI -ის თვალყურით;
- მარკეტოლოგების 29% დიდი კონტენტს ძნელად ასათვისებლად მიიჩნევს;
- მარკეტოლოგები 46% ამ მომენტში მუშაობენ კონტენტ-მარკეტინგის ROI- გაზომვაზე. ხოლო 36% ამ საქმით დაკავებას მომდევნო 12 თვის მანძილზე აპირებს;
კონტენტ-მარკეტინგის ეფექტურობა
«უნდა შეიქმნას ძალზე კარგი კონტენტი: სასარგებლო, სასიამოვნო და შთამაგონებელი.» (Ann Handley MarketingProfs- კონტენტის მთავარი სპეციალისტი)
- კონტენტ-მარკეტინგის ხარჯები ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით 62% უფრო მცირეა და ამასთანავე 3-ჯერ ეფექტური;
- კონტენტ-მარკეტინგზე დახარჯული ყოველი დოლარი ლიდების მოზიდვაში 3-ჯერ ეფექტურია;
- მარკეტოლოგების 53%-მა კონტენტ-მარკეტინგი SEO- ყველაზე ეფექტურ ტაქტიკად აღიარა;
- ბოლო 12 თვის მანძილზე წამყვანმა კომპანიებმა კონტენტ მარკეტინგის დახმარებით ლიდების რაოდენობა 18%-ით გაზარდეს;
- ფირმებს,რომლებიც კონტენტ-მარკეტინგს იყენებენ კონვერსიის კოეფიციენტები 6-ჯერ უფრო მაღალი აქვთ;
- ორგანიზაციების 41% ,რომლებიც კონტენტ-მარკეტინგს იყენებენ, ამბობენ რომ მათი ბრენდის ცნობადობამ საგრძნობლად იმატა;
- კომპანიების 51% ამბობს,რომ კონტენტ-მარკეტინგის წყალობით მიღებული ლიდები, უფრო ხარისხიანია;
კონტენტ მარკეტინგის ყველაზე ეფექტური ტაქტიკები (ზევიდან ქვევით): სემინარები/(Webcasts), ვიდეო, ბლოგი, ქეისები, კვლევითი ანგარიშები, ელექტრონული გზავნილები, ელექტრონული წიგნები, მიკროსაიტები.
- ორგანიზაციების 48% რომლებიც კონტენტ-მარკეტინგს იყენებენ ამბობენ, რომ ის ხელს უწყობს არსებული და მომავალი მომხმარებლების ჩართულობას;
- კომპანიები, რომლებსაც აქვთ ბლოგი თვეში 67%- ით მეტ ლიდებს იღებენ.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01