10 SEO სტრატეგია საიტის წინწასაწევად - 1 ნაწილი

ყველა ვისაც აქვს საიტი სურს მისი  ვიზიტორების რიცხვის ზრდა. ძირითადი და  საბაზისო სტრატეგიების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ტრაფიკის გაზრდა, მაგრამ  თუ თქვენ გსურთ დღეში  200-დან 2000-მდე ვიზიტორი მაშინ   მიყევით ქვემოთ ჩამოთვლილ სტრატეგიებს …

1.ნუ გეშინიათ  Google-ის  და … … და მშვიდად გამოიყენეთ ყველა მისი ინსტრუმენტი, რადგან ისინი შექმნილია  თქვენ  დასახმარებლად. უფასოს და ფასიანს  არაერთხელ დაუმტკიცებიათ მომხმარებლებისთვის თავიანთი  სარგებლიანობა. Google Search Console გთავაზობთ წვდომას  დიდი რაოდენობის  მონაცემებთან პირველადი წყაროებიდან. ამ მონაცემების ნახვის შემდეგ,  თქვენ შეგიძლიათ  გაიგოთ  რა პოზიციებს იკავებს თვენი რესურსი საძიებო სისტემაში. Search Console- ის გამოყენებით  თქვენ მიიღებთ ინფორმაციას  ინტერნეტ რესურსის თითოეული გვერდის შესახებ, შესაძლო სპამების არსებობის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მათ დროულ აღმოჩენას და  ლიკვიდირებას. თქვენ ასევე მოგაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სიტყვებით  ეძებენ თქვენ რესურს მომხმარებლები. ამ მონაცემების გამოყენებით, შეგიძლიათ  საკვანძო სიტყვების  კორექტირება, დაამატოთ ახალი ან უფრო  რელევანტური სიტყვები ან წაშალოთ  არასაჭიროები.

2.საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაცია Landing Page- თვის SEO-სპეციალისტის წარმატებაში  მთავარ როლს  თამაშობს  მისი შრომისმოყვარეობა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ  ერთი და იგივე შაბლონი  ბევრი მსგავსი გვერდისთვის, მაგრამ  მოერიდეთ კონტენტის დუბლირებას.  შექმენით უნიკალური კონტენტი  ყველა გვერდისთვის, რომელიც ოპტიმიზირებულია საკვანძო სიტყვისთვის – ეს დაგეხმარებათ ტრაფიკის კონვერტაციაში. თითოეული გვერდის ოპტიმიზაცია მხოლოდ ერთი საკვანძო სიტყვისთვის, მკვეთრად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას.

3.Google RankBrain- ოპტიმიზაცია RankBrain –არის ალგორითმი, რომელიც შეისწავლის  ხელოვნური ინტელექტის სისტემას . Google  მას იყენებს  2015 წლის  26 ოქტომბრიდან. ეს ალგორითმი ეხმარება Google  გადაამუშაოს ძიების შედეგები და  მიაწოდოს  მომხმარებლებს უფრო რელევანტური შედეგები.  RankBrain –  შეუძლია მალევე აღმოაჩინოს  უხარისხო კონტენტი, რომელიც არ მოეწონება მომხმარებლებს,  ანუ ის გაიძულებთ შექმნათ  კონტენტი ადამიანებისთვის და არა უბრალოდ  საძიებო სისტემებისთვის. ყველა კონტენტი, რომელიც არ შეესაბამება  RankBrain – ის სტანდარტებს დაკარგავენ  რეიტინგს და ძიების შედეგებში  ჩამოვლენ ქვედა საფეხურებზე.

4.გამოიყენეთ ინფოგრაფიკები მარადმწვანე კონტენტის შესაქმნელად Evergreen Traffic – კონტენტი, რომელიც მოიზიდავს მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში. მაგალითად, CocaCola -ს რეკლამა თეთრი დათვით, რომელმაც  პროდუქტის გაყიდვების რაოდენობა გააორმაგა. გამოიყენეთ  საინტერესო ინფოგრაფიკები საიტზე . ისინი შეძლებენ მომხმარებლების მოზიდვას. თქვენ უნდა აარჩიოთ აქტუალური თემები, რომლებსაც  გაგებიდან კიდევ რამდენიმე ხნის მანზილზე განიხილავენ. მაგალითად საინტერესო სტატისტიკური მონაცემები, ბოლო დროს მომხდარ საინტერესო ფაქტთან დაკავშირებით. მსგავსი კონტენტის თვეში ერთხელ განთავსებითაც კი თქვენ მიიღებთ ბევრ ახალ ვიზიტორს საიტზე.

5.დაპოსტეთ მინიმუმ  2000 სიტყვა კონტენტის პუბლიკაცია, რომლის სიტყვების რაოდენობა შეადგენს  2000 სიტყვაზე ნაკლებს  მოგცემთ არც თუ ისე სასურველ ადგილს, რადგან  ტექსტების უმრავლესობა, რომლებიც ძიების შედეგებში პირველ ადგილს იკავებენ      საშუალოდ  1850 სიტყვისგან შედგება. SEO მუდმივად ვითარდება, ხოლო კონტაქტი  long-form- ფორმატში  Google -ში  დიდი პოპულარობით სარგებლობს. ექსპერტები  კიდევ  კამათობენ  ტექსტის მოცულობაზე,  მაგრამ ყველა მათგანი თანხმდება, იმაზე, რომ  ტექსტში სიტყვების რაოდენობა უნდა იყოს  1200-დან  –  2000 სიტყვამდე.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

10 SEO სტრატეგია საიტის წინწასაწევად - 1 ნაწილი

სხვა სიახლეები