2017 წლის ინტერნეტ ტენდენციები
ინტერნეტ ინდუსტრიის ტენდენციებს ყოველ წელს იკვლევენ და აქვეყნებენ. უამრავი სლაიდიდან არჩეული იქნა ყველაზე საინტერესო ცვლილებები
1. ინტერნეტთან კავშირი აქვს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს
ინტერნეტის მომხმარბლების რაოდენობა 3,4 მილიარდს მიაღწია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ წინა წლებთან შედარებით უფრო ნელი ტემპით.
2. სმარტფონების რაოდენობა ისევ იზრდება, მაგრამ ზრდის ტემპი ყოველწლიურად მცირდება
3. მიუხედავად ამისა ადამიანები ყველაზე ხშირად ინტერნეტში სწორედ მობილური მოწყობილობებით შედიან.
იზდება როგორც ინტერნეტში მობილურით შესვლის რაოდენობა ასევე ქსელში ოყფნის დროც: საშუალოდ, ზრდასრული ამერიკელი ინტერნეტში ორჯერ უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე 2008წელს.
4. პლანშეტების და სმარტფონების მომხმარებლები — რეკლამის შემქმნელების საყვარელი აუდიტორიაა
აპლიკაციებში არსებული სარეკლამო ბანერები უკვე ყველას აღიზიანებს. განსაკუთრებით ახლა, რადგან რეკლამების რაოდენობა ყოველ წლიურად სწრაფად მატულობს. რეკლამების ნახევარზე მეტი სწორედ პლანშეტებისთვის და სმარტფონებისთვისაა განკუთვნილი. თუ 3-მე პუნქტს გავიხსენებთ მსგავსი ტიპის რეკლამების რიცხვი წლების მანძილზე უფრო და უფრო გაიზრდება.
5. რეკლამებისგან თავის დასაცავათ მომხმარებლები აყენებენ რეკლამის ბლოკატორებს
მსგავს ხერხს ყველაზე მეტად იყენებენ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში და ჩინეთში. ზოგირთი საიტის ადმინისტრაციას მომხმარებლები თხოვენ რეკლამის ბლოკატორების ჩართვას, რადგან მომაბეზრებელმა რეკლამებმა მუშაობაში არ შეუშალონ ხელი.
საინტერესო ფაქტი: რეკლამების ბლოკატორების მონაცემების ანალიზის შედეგად გაირკვა,რომ ისინი პოპულარულია განათლებულ ხალხში და რომ ინტერნეტის მომხმარებლების 70% არ უყვართ კომპანიები, რომლებიც რეკლამისთვის PopUp-ს იყენებენ.
6. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ უყურებენ ტელევიზორს, რეკლამის დამკვეთები ყურადღებას მაინც სხვა პლათფორმებს უთმობენ
მობილური მოწყობილობების გამოყენების დროსთან ერთად ტელევიზორის ყურების დროც იზრდება, ხოლო ინფორმაციიის მიღების სხვა არხები- ბეჭდური გამოცემების, რადიოს მოსმენის დრო წლების განმავლობაში ხან უცვლელი რჩება ხან იკლებს.
ამიტომ, მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი რეკლამის ბიუჯეტი წლების მანძილზე სწრაფად იზრდება.
7. რეკლამის ძირითადი დამკვეთები — Google და Facebook
ორი კომპანია რომელებიც 2016 წლიდან ძალიან გაძლიერდნენ.
8. ინტერნეტ რეკლამის ხარჯები გაუტოლდა ტელე რეკლამის ხარჯებს
ინტერნეტ რეკლამის ბიუჯეტის ზრდა 2000 წლიდან დაიწყო.
ლურჯი- ინტერნეტ რეკლამა; წითელი-ტელე რეკლამა;
9. სურათებით ძებნა — საძიებო ოპტიმიზაციის ტრენდი
საძიებო სისტემები უკვე დიდი ხანია რაც მარტო საკვანძო სიტყვებზე აღარ არიან დამოკიდებულები— Google-სთვის შინაარსი უფრო ნიშვნელოვანია. Pinterest-ის შემქმნელი ბენ ზილბერმანი ამტკიცებს, რომ უახლოეს მომავალში ყველაზე პოპულარული სურათით ძებნა იქნება.
10. მომხმარებელის მიერ შექმნილი კონტენტი 7-ჯერ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ვიდრე კომპანიის
11. ამიტომ კომპანიების უმრავლესობისთვის კონტენტის უმეტეს ნაწილს მომხმარებლები ქმნიან
Qatar Airways ისთვის ეს მაჩვანებელი 80% აღწევს. ამ ტენდენციის საშუალებით ბიზნესი ზოგავს დროს და ფულს.
12. კლიენტები პირველ ადგილს კომფორტულ ონლაინ მხარდაჭერას ანიჭებს
მეორე ადგილი უჭირავს — მომხმარებლების პრობლემებზე რეაგირების სიჩქარეს.
13. ჩვეულებრივი მონაცემთა ცენტრები შეცვალეს "ღრუბლებმა"
ეს ტენდენცია 2013 წელიდან სწრაფად იზრდება.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01