რა არის კრიპტოვალუტა და როგორ რეგულირდება მისი მიმოქცევა მსოფლიოში

განმარტება:

რა არის კრიპტოვალუტა?
უძველესი დროიდან, ფული გამოიყენება როგორც დაგროვების, გაცვლის, გადახდის, აღრიცხვისა და საქონლისა და მომსახურების ღირებულების საზომი საშუალება, ხოლო კრიპტოვალუტა ფულის ტექნოლოგიური განვითრების ყველაზე თანამედროვე ფორმაა, რომელსაც არ აქვთ ფიზიკური ფორმა და ინახება „ელექტრონულ საფულეებში“. 
კრიპტოვალუტა -ეს არის ციფრული ან ვირტუალური ფორმით არსებული ნებისმიერი სახის ვალუტა. კრიპტოვალუტაში ტრანზაქციების დასაცავად გამოიყენება დაშიფვრა (კრიპტოგრაფია). არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რომელიც გამოსცემს ან არეგულირებს კრიპტოვალუტებს.  ტრანზაქციების ჩასაწერად და ახალი ერთეულების გასაცემად დეცენტრალიზებული სისტემა გამოიყენება.
როგორც წესი მომხმარებლების ანგარიშზე მიმდინარე ოპერაციები განთავსებულია დაშიფრულ სისტემებში, რომელთა განაწილებასაც ბლოკჩეინის სისტემა უზრუნველყოფს.
სისტემის მუშაობას ხელს უწყობს მომხმარებლები და მოხალისეები, რომლებიც ურთიერთქმედებენ სისტემასთან კომპიუტერების და აპლიკაციების მეშვეობით.  
კრიპტოვალუტის უმრავლესობა -ბიტკოინის ჩათვლით ყოველგვარი მარეგულირებელი ორგანოს გარეშე მუშაობს. 
როგორც წესი ვირტუალური ვალუტის ემისიის ერთადერთი წყარო მისი "მოპოვებაა" (mining).
ეს ხდება მომხმარებლის მიერ  აპლიკაციის გამოყენების დროს:კომპიუტერის რესურსის გამოყენებისთვის მათ ერიცხებათ ვირტუალური ვალუტის მცირედი პროცენტი. 

ისტორია:

2009 წლის იანვარში ინტერნეტში ბიტკოინის (Bitcoin) გადახდის სისტემასთან მუშაობის პროგრამული უზრუნველყოფის პირველი ვერსია გამოჩნდა, რომლის ავტორიც (შესაძლოა ავტორებიც: ვარაუდობენ, რომ ეს იყო ფსევდონიმი რამოდენიმე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, რომლებმაც შექმნეს კრიპტოვალუტა და პროგრამა, მათემატიკური მოდელი, რომლითაც ეს ვალუტა ფუნქციონირებს) სატოში ნაკამოტო (Satoshi Nakamoto) იყო. 
2010-2011 წლებში ინტერნეტში გაჩნდა პირველი ბირჟები, სადაც ბიტკოინების რეალურ ვალუტაში გადაცვლა შეიძლებოდა. 2011 წლის გაზაფხულზე  კი ბიტკოინმა აშშ დოლართან პარიტეტს მიაღწია.
ამავდროულად, დაიწყო ბიტკოინის ანალოგების გამოჩენა, რომლებიც განსხვავდებოდნენ მისგან დაშიფვრის მეთოდებით და სხვა მახასიათებლებით. მათ შორის არიან: litecoin, etherium, ripple, dogecoin. 
2017 წელს ბიტკოინი "დაიყო" ჩვეულებრივ ბიტკოინად (bitcoin) და  დეველოპერების თქმით, უფრო საიმედო ბიტკოინ ქეშად (bitcoin cash).
2013 წლიდან ბიტკოინის გამოყენებით შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მომსახურება ასევე პროდუქციაც.  

კრიპტოვალუტისადმი გაზდილი ინტერესი იმისი ღირებულების ცვალებადობას იწვევს. მაგალითად: თუ 2016 წლის დასაწყისში ერთი ბიტკოინის ფასი 400 დოლარი იყო  2017 წლის ბოლოს მან ერთეულზე თითქმის 20 ათას დოლარს მიაღწია. შემდეგ ბიტკოინის ღირებულება ისევ $3,5 ათასამდე დაეცა, მაგრამ 2020 წლის ბოლოს ზრდა კვლავ დაიწყო: ამ კონკრეტული კრიპტოვალუტის ღირებულებამ ბოლო წლებში 50-60 ათას დოლარს მიაღწია.

კრიპტოვალუტა

ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტები:

  • 2022 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, ბიტკოინის, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუაა, რომლის კაპიტალიზაციაც (ბაზარზე არსებული ბიტკოინის მთლიანი ღირებულება) 796 მილიარდი დოლარია, ამჟამინდელი კურსი 42 ათასი დოლარია ერთეულზე;

დღეს მთლიანობაში, მსოფლიოში დაახლოებით 2-3 ათასი სხვადასხვა კრიპტოვალუტაა. მათ შორის ყველაზე პოპულარულებია:

  • etherium- ეთერიუმი, კაპიტალიზაცია - $374 მილიარდი, ერთეულის ღირებულება - $3,1 ათასი;
  • BNB, კაპიტალიზაცია - $78,9 მილიარდი, ერთეულის ღირებულება - $475;
  • tether კაპიტალიზაცია - $78,3 მილიარდი, ღირებულება ფიქსირებულია - $1;
  • USD Coin, კაპიტალიზაცია - $46 მილიარდი, ღირებულება ფიქსირებულია - $1.

კრიპტოვალუტის დადებითი მხარეები:

  • ტრანზაქციების სიიაფე;
  • მესამე მხარის არარსებობა (მყიდველის და გამყიდველის გარდა მასში სხვა არავინ მონაწილეობს);
  • ანონიმურობ;
  • ინფლაციისგან დაცულობა (სწრაფი, გლობალური გადარიცხვები, რომლებიც სახელმწიფოს და სხვა ორგანოების ზედამხედველობის გარეშე ხორციელდება).

 კრიპტოვალუტის უარყოფითი მხარე:

  • დაუზღვეველი ტრანზაქცია ( ტრანზაქციის შემდეგ გადარიცხულ ვალუტას უკან ვერავინ დაგიბრუნებთ);
  • ყალბი საიტები (კრიპტოვალუტის მაღალი პოპულარობის გამო გაჩნდა  ყალბი თაღლითური სქემები);   
  • ელექტრონული საფულის უსაფრთხოება (მაღალი ინტერესის გამო თუ ის ჰაკერების ხელში მოხვდა, რისი შანსიც მიზერულია, მაგრამ მაინც არსებობს თქვენ შეიძლება დაკარგოთ საფულეში არსებული თანხა). 

როგორ შევიძინოთ კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტის შესაძენად და შემდგომ ვაჭრობისთვის რამდენიმე ონლაინ სავაჭრო ბირჟაა შექმნილი:
- ადგილობრივი - mycoins.ge
- უცხოური - cex, etoro და სხვა

კრიპტოვალუტებთან ურთიერთობის გზებია:
- კრიპტოვალუტის ვაჭრობა (ყიდვა-გაყიდვა და ამით მოგების მიღების მცდელობა)
- ინვესტირება (რომელიმე პერსპექტიული კოინის ყიდვა და ერთი წლით დატოვება, იმის იმედით, რომ ეს კოინი ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდება).

თუ გსურთ კრიპტოვალუტაში ინვესტირება, მაშინ რაც შეიძლება მალე ჩაერთეთ ამ საქმეში, რადგან აქ ყოველი წამი ღირებულია.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა არის კრიპტოვალუტა და როგორ რეგულირდება მისი მიმოქცევა მსოფლიოში

სხვა სიახლეები

ტეგები: