უცნაური გასაუბრებები
გასაუბრების დღე ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის. ეს ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან შენ უნდა მოახერხო და იყო ადამიანი, რომელიც მრავალ კანდიდატში იქნება განსხვავებული და თავს დაამახსოვრებ კომპანიას ისე, რომ სწორედ შენ აგარჩიონ.
საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად მომზადება გასაუბრებისთვის აუცილებელია. ოთახში შესვლისას თქვენი თავი დაარწმუნეთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.
გასაუბრება - ეს არის ორმხრივი პროცესი.
დამსაქმებლისთვის ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა შეაფასოს კანდიდატი შეესაბამება თუ არა ამ როლს, არამედ მანაც განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა კომპანია და პოზიცია მის კარიერულ მიზნებსა და ღირებულებებს.
ხშირად კომპანიები ცდილობენ მოაწყონ უჩვეულო გასაუბრებები, რომელიც არაორდინალურია და პრაქტიკაში ცდიან აპლიკანტებს. ეს ხშირად გამართლებული მეთოდია, რადგან თუ გაქვს 100 სივი სანახავი, ამ 100-დან 60 აუცილებლად მალევე გაიფილტრება და დარჩება მხოლოდ ისინი, რომელიც შეესაბამება ამა თუ იმ პოზიციას.
გსმენიათ გასაუბრებებზე მოწყობილი პატარა ტესტირებების შესახებ?
კომპანიები ხელოვნური მომენტების შექმნით ცდილობენ შეაფასონ კანდიდატების ღირებულებები, თვისებები და ქმედებები.
ჰაინეკენმა ჩაატარა დახვეწილი მოულოდნელი ტესტი გასაუბრების პროცესში, სადაც კანდიდატები წააწყდნენ მოულოდნელ პროცესებს - გასაუბრების ჩაშლა ან ხანძრის სიგნალიზაცია, რათა შეემოწმებინათ მათი რეაქცია დაძაბული სიტუაციისას.
კომპანია Nokia-მ სიჩუმის დედოფალი ჩაატარა, სადაც HR იჯდა ჩუმად 25 წამის განმავლობაში, რათა დაენახა როგორ უმკლავდებიან კანდიდატები უხერხულ მომენტებს და შეუძლიათ თუ არა სიმშვიდის შენარჩუნება.
კომპანია “Ossur”-მა აპლიკანტებს შესვლისთანავე დაუსვა პირდაპირი, სწრაფი კითხვები, “როდესმე მოგიტყუებიათ გასაუბრებაზე?”, რათა ენახათ შეუძლიათ თუ არა მათ შეცდომების აღიარება.
ინდოეთის უმსხვილესი კომპანია “Tata Group” კანდიდატებს აიძულებს შეავსონ ძალიან გრძელი სააპლიკაციო ფორმები, რათა ენახათ ეყოფოდათ თუ არა ნებისყოფა მის შესავსებად ან როგორ პასუხებს გასცემდნენ ბოლოში - დაეზარებოდათ თუ პასუხისმგებლობით ჩაამთავრებდნენ ტესტს.
“Loreal” - იყენებს სადილის ტესტს, იწვევენ კანდიდატებს, რომ ჩაერთონ ამ დროს დისკუსიებში და შეამოწმონ მათი მანერები და საუბრის უნარები.
“DBS Bank” სადაც კოვზებს ურტყამენ ჯამებს, რათა გამოსცადონ რამდენად შეუძლიათ კონცენტრაციის მოხდენა საქმეზე.
“Google” - ეკითხება კანდიდატებს თუ რომელ 5 ნივთს მიიტანდნენ უკაცრიელ კუნძულზე, რითიც ამოწმებენ მათ კრეატიულობასა და პრობლემის გადაჭრის გზებს ან რას ანიჭებენ უპირატესობას რთულ სიტუაციაში.
ეს კომპანიები იყენებენ ინტერვიუს უჩვეულო მეთოდებს, რათა გაიგონ მეტი კანდიდატის ხასიათი რეზიუმეების მიღმა. მათ სურთ ნახონ, როგორ რეაგირებენ ადამიანები რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებზე, გამოსცადონ მათი შემოქმედებითობა, პატიოსნება და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი.
ეს ის აუცილებელი პირობებია, რომელიც ყველა დასაქმებულს სჭირდება სამუშაო პროცესისას.
კონსულტაციისა და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (995) 032 2 45 01 01