ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები - წარმატება დეტალებშია

ბრენდი – ეს  ხელშეკრულებაა

ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

  საიმონ კლიფტი (Simon Clift) კომპანია Unilever -ის მარკეტინგის ყოფილი  დირექტორი ამბობს: «ბრენდი  –  ეს არის ხელშეკრულება კომპანიასა და მომხმარებელს შორის».  მომხმარებელს არჩევანი აქვს, კომპანიის მხრიდან  "ხელშეკრულების" დარღვევის  შემთხვევაში  ის სხვა ბრენდთან  გააფორმოს. დაფიქრდით!  ასრულებთ მომხმარებლებისთვის მიცემულ სიტყვას?  

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

ალეკ ბოლდუინი (Alec Baldwin) ფილმიდან  «გლენგარი გლენ როსი» («Glengarry Glen Ross») ფრაზა ფილმიდან «გლენგარი გლენ როსი» –  always be closing! ცნობილი მანტრა, მათთვის ვინც გაყიდვებითაა  დაკავებული. თუ  ბიზნესი გაქვთ ესე იგი ყიდით (პროდუქტს ან/და მომსახურებას)  ყველაფერს რასაც ამბობთ. აკეთებთ ან/და გააკეთებთ -  უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს _ გარიგების(გაყიდვები) დახურვას. მომხმარებელი ყოველთვის გისმენთ და გაფასებთ, მაშინაც კი  თუ  არაფერს ყიდით, ზოგჯერ თქვენი უმოქმედობაც მარკეტინგის ნაწილია.  

იხელმძღვანელეთ მკითხველის  ინტერესებით 

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

ჯონ  კაპლს   (John Caples) ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქოფირაითერმა  ჯონ  კაპლმა მოიფიქრა მომგებიანი  ფორმულა, რომელიც გამოიყენა ამ სარეკლამო ბანერისთვის

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

«ისინი იცინოდნენ, როდესაც ფორტეპიანოსთან დავჯექი, მაგრამ, როცა დაკვრა დავიწყე ...» ეს რეკლამა მუშაობს, რადგან ის არ ყიდის  ფორტეპიანოზე დაკვრის გაკვეთილებს, ის ყიდის თვითშეფასებას.    კაპლსი ამ  ფორმულას  არაერთხელ გამოიყენებს, რითაც ყოველ ჯერზე  ეხება მკითხველის გრძნობებს. უნდა იცოდეთ რამდენად შორს ხართ წამსვლელი მომხმარებლების  ინტერესების და მოტივების  გასაგებად...  

გახდით დაინტერესებული

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

დეილ კარნეგი (Dale Carnegie) «2 თვეში  უფრო მეტ მეგობარს შეიძენთ, თუ შეეცდებით სხვა ადამიანებით დაინტერესდეთ, ვიდრე  2 წლიანი მცდელობისა - ისინი დააინტერესოთ თქვენით».  

ააფეთქეთ ინტერნეტი 

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

კარდაშიანები (The Kardashians) «ყველაფერი რასაც ჩვენ ვაქვეყნებთ სოციალურ მედიაში ერთგვარი აპერიტივია – თქვა  ქლოე კარდაშიანმა  New York Times- სთვის მიცემულ  ინტერვიუში. – მაგრამ  ინსტაგრამის ფოტოებზე ვერ დაეტევა ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ».  

მნიშვნელოვანი დეტალებია.. 

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

უოლტ დისნეი (Walt Disney) დისნეილენდში ყველა დეტალი გათვლილია. თუ  სამუშაოს ყველა დეტალს კარგად აკვირდებით, აანალიზებთ და  იყენებთ მას შემდგომი  შემთხვევისთვის  - მიგიგნიათ წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოსთვის!.  

ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

პოლ  მარტიცი   (Paul Martiz) Microsoft ამ ხატოვანი გამონათქვამის, მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია თავად უნდა იყოს საკუთარი პროდუქციის ან/და მომსახურების  მომხმარებელი  და  რეკომენდატორი.  Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის პირველი  დარეგისტრირებული  მომხმარებელი თავად  პოლ მარტიცი იყო. მან კოლეგას გაუგზავნა email- ი რომელშიც ეწერა : "ჩვენ უნდა ვჭამოთ საკუთარი ძაღლის საჭმელი და ჩვენი  პროდუქციაც თვითონვე უნდა გავტესტოთ».  

გაანათლეთ აუდიტორია...

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

ჯონ დირი (John Deere) ჯონ დირი  ერთ-ერთი  ყველაზე ცნობილი  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელია.  1895 წელს კომპანიამ დაიწყო  ჟურნალის The Furrow-ის  გამოშვება  ფერმერებისთვის. ეს  ჟურნალი დღემდე გამოდის 12- ენაზე  და მას 1,5 მილიონი მკითხველი ჰყავს მსოფლიოს 40 ქვეყნაში.  

შეარჩიეთ ვარსკვლავური სლოგანი 

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

მერი ფრენსის  გერეტი  (Mary Frances Gerety) როგორ უნდა გაყიდოთ ბრილიანტები დიდი დეპრესიის შემდეგ ? მერიმ მოიფიქრა სლოგანი, რომელიც ყველა დროს ერგება «ბრილიანტები სამუდამოა». 1999 წელს ის მეოცე საუკუნის საუკეთესო სლოგანად აღიარეს.  

მიეცით  ხალხს უფლება ილაპარაკონ

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

კონრად გესნერი (Conrad Gessner) ტიტების სიყვარულის წყალობით კონრადმა 1559 წელს   WOM- მარკეტინგი   გამოიგონა.  ევროპელებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ყვავილის გასაცნობად მან მოიფიქრა პატარა, მარტივად დასამახსოვრებელი  ლექსი. დღეს მისი იდეა რამდენიმე მილიონი ეღირებოდა. თქვენ რას გააკეთებთ იმისთვის, რომ მომხმარებლებმა თქვენ პროდუქციაზე ან/და მომსახურებაზე ისაუბრონ?

მიეცით მათ ხარისხი

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

მილტონ ჰერში (Milton Hershey) კომპანია Hershey-ს დამფუძნებელი  ცნობდა მხოლოდ  მარკეტინგის მარტივ ფილოსოფიას: მანამ სანამ მომხმარებლები დარწმუნებულები არიან Hershey-ს შოკოლადის  ხარისხიანობაში- პროდუქტი თავისთავს თვითონ გაყიდის. მან იცოდა რასაც ამბობდა: «მიეცით მათ ხარისხი- ეს მსოფლიოში საუკეთესო რეკლამაა ».  

 გამოიყენეთ ისინი, ვისაც ძულხართ

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

ბიონსე (Beyonce) როდესაც ცხოვრება გაძლევთ ლიმონს კითხეთ ბიონსეს, როგორ გააკეთოთ მისგან ლიმონათი. 2016 წლის Super Bowl-ზე  მიღებული ნეგატიური გამოხმაურებები და ზოგიერთი მსმენელის ბოიკოტი ბიონსემ თავის სასარგებლოდ გამოიყენა, მან თავის ტურნეში  დაიწყო მაისურების გაყიდვა, რომელზეც  ეწერა  «Boycott Beyonce».  

სათაურები –  ყველაფერია

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

ჰელენ გერლი ბრაუნი (Helen Gurley Brown) 1965 წელს ჰელენ გერლი ბრაუნი გამომცემლობა «Hearst»-მა მიიწვია,  იმ დროისთვის არც თუ ისე პოპულარული ჟურნალის  Cosmopolitan-ის მმართველად.  ჰელენმა ჟურნალის მოდერნიზაცია სენსაციური სათაურების  დანერგვით დაიწყო, რითიც მილიონობით ერთგული მკითხველი მიიზიდა.

  ბრენდს ავტორიტეტული ადამიანები ქმნიან

 ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

ესტე ლაუდერი (Estee Lauder) კომპანია Estee Lauder -ის  თანადამფუძნებელი ერთადერთი ქალია, რომელიც ჟურნალმა Time- მა  XX -ე საუკუნის  ყველაზე გავლენიან ბიზნეს-გენიოსად აღიარა.   ლაუდერს სურდა მისი პროდუქცია ყოფილიყო იმ ხალხის ხელში, რომლებიც მხოლოდ საუკეთესოს ირჩევდნენ,  რისთვისაც მან პირველი პროდუქტის სინჯები   დაურიგა თავის ცნობილ მეგობრებს და ნაცნობებს.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ჭამეთ საკუთარი ძაღლის საკვები  - წარმატება დეტალებშია

სხვა სიახლეები

ტეგები: