სტრესის მოხსნის 10 მეცნიერულად დადასტურებული მეთოდი
ერთდროულად რამდენიმე კვლევა ადატურებს,რომ საღეჭი რეზინი გეხმარებათ სტრესთან ბრძოლაში. პირველ [Andrew Scholey, 2008] კვლევაში, ხალხი რომლებიც საღეჭ რეზინს ღეჭავდნენ მულტიდავალებიან და დაძაბულ გარემოში განიცდიდენ სტრესის და პანიკის შემოტევების შემცირებას, კორტიზოლის დონის შემცირება (სტრესის ჰორმონი).
სხვა კვლევები [Andrew Scholey, 2009] ამტკიცებს, რომ საღეჭ რეზინს შეუძლია მოხსნას ნეგატიური განწყობა, და ამშვიდებს, ასევე ის იწვევს კმაყოფილების შეგრძნებას.
მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა [J. Carson Smith, 2012] აჩვენა, რომ 30 წუთიანი ვარჯიში დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში (ვარჯისის დამთავრებისთანავე). ეს ეფექტი დაკავშირებულია ენდორფინების დონის მომატებასთან და კორტიზოლის დონის დაქვეითებასთან. რეგულარული ვარჯიში ასევე ამცირებს სტრესს და შფოთვას ხანგრძლივი ვადით.
არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც ადასტურებს მედიტაციის დადებით ეფექტს სტრესის მოხსნასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კვლევა შეისწავლიდა ტრანსცენდენტული მედიტაციის უფრო მარტივ ტექნიკას. ექსპერიმენტის მონაცემების მიხედვით [Laurent Valosek, 2018], ამ პრაქტიკამ შეამცირა სამუშაო სტრესი, გააუმჯობესა საერთო განწყობა და გაზარდა ემოციური ინტელექტი (ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა. ესენია: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობების მართვა).
ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკა საკმაოდ მარტივია. იპოვნეთ სასიამოვნო და კომფორტული ადგილი, დაჯექით, დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. თქვენ არ გჭირდებათ თქვენი აზრების გაკონტროლება ან რამეზე ფოკუსირება. გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ დღეში 20-20 წუთით.
საკუთარი დღის დაგეგმვის უნარი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტრესის დონეზე. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ გამოკითხვიდან ჩანს, სტრესის კონტროლის უნარის გამომუსავებაში ყველაზე კარგი შედეგი დღის სწორმა დაგეგვმამ აჩვენა. გამოკითხული ადამიანებიდან, რომლებმაც რთული სამუშაო დღის პირველ ნახევარში შეასრულეს საღამოს თავს უკეთ გრძნობდნენ. დღის დასაწყისში თქვენ უფრო მეტი ენერგია გაქვთ, ამიტომ რთული დავალებების ორგანიზმზე გავლენაც უფრო ნაკლებია.
სეირნობის ანტისტრესული ფაქტორი განპირობებულია ორი ფაქტორით:
1. ფიზიკური აქტივობა, რაც ზრდის ენდორფინების დონეს;
2. გავლენას ახდენს ბუნებრივი გარემოც. მკვლევარების აზრით [Aspinall P., 2015], მწვანე ზონაში ყოფნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ემოციურ გამძლეობას და ამცირებს სტრესს.
ის ფაქტი, რომ მუსიკას სტრესის შემცირება შეუძლია, დიდი ხანია ცნობილი ფაქტია. დავა არის მხოლოდ იმის შესახებ, თუ რომელ მუსიკას აქვს უფრო დიდი ეფექტი. როგორც კვლევები აჩვენებს [Alejandro Torre-Luque, 2017], [Nina Rahshenas, 2015], სტრესს ყველაზე კარგად მშვიდი მუსიკა ამცირებს. მაგალითად: ჯაზი, კლასიკური და ინსტრუმენტალური მუსიკა.
უფრო კარგ შედეგს მიიღებთ თუ თავად დაუკრავთ რომელიმე ინსტრუმენტზე, რადგან ამ დროს თქვენ იყენებთ ფიზიკურ ზალასაც.
არიზონას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თქვენი რომანტიკული პარტნიორის ვიზუალიზაცია სტრესულ სიტუაციაში ამცირებს სტრესის დონეს მას აქვს თითქმის ისეთივე ეფექტი, რამდენიც სინამდვილეში მის გვერდით ყოფნას (უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოკვლევაში მონაწილეობდნენ წყვილები, რომლებიც თავიანთ ურთიერთობას საკმაოდ მყარად მიიჩნევდნენ).
ტელეფონში ან კომპიუტერში შეტყობინებების გამორთვამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სტრესის დონე. ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეებს შესთავაზეს შეემოწმებინათ ელექტრონული ფოსტა დღის განმავლობაში მხოლოდ 3- ჯერ. მეორე ჯგუფს კი შეეძლო შეემოწმებინათ ელექტრონული ფოსტა რამდენჯერაც სურდათ. შედეგად გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლები სიხშირით ამოწმებდნენ ელექტრონულ ფოსტას ნაკლებ სტრეს განიცდიდნენ.
გარდა სტრესის შემცირებსა მსგავსი ტექნიკა დაგეხმარებათ გახდეთ უფრო პროდუქტიული და საქმეზე ორიენტირებული.
კვლევებმა აჩვენა, რომ ლავანდის ზეთის არომატის ჩასუნთქვა (მინიმუმ 5 წუთით) მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს.
როგორც ასექსის უნივერსიტეტის კვლევებმაა აჩვენა კითხვა უფრო ეფექტურად ამცირებს სტრესს ვიდრე : სეირნობა, მუსიკის მოსმენა. საინტერესო წიგნის 6 წუთიანი წაკითხვაც კი საკმარისია იმისათვის, რომ სტრესი 68% -ით შემცირდეს.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01