როგორ გავხადოთ დისტანციურად მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი, როგორც ეს ოფისში იყო - 3 მარტივი რჩევ

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით კომპანიებმა გაითვალისწინეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები  და გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.

ცოტა ხნის წინ, ბევრისთვის, დისტანციურ  სამუშაო რეჟიმზე გადასვლა დაუჯერებელი იყო, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ახლა ეს უმრავლესობისთვის მუშაობის ჩვეულ ფორმად იქცა და გაჩნდა კითხვა: როგორ გავხადოთ დისტანციურად მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი , როგორც ეს ოფისში იყო?
მაშ ასე:

სამუშაო ზონა
სახლიდან  მუშაობა ძალიან  რთულია, რადგან ირგვლივ უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია, ამიტომ მნიშვნელოვანია სამუშაო ატმოსფეროს შექმნა, ამისთვის დაგჭირდებათ : 
1. „სამუშაო ადგილი“ - არ იაროთ ლეპტოპით მთელ სახლში, შეარჩიეთ კონკრეტული სამუშაო კუთხე  და იმუშავეთ მხოლოდ ამ  ადგილიდან.
2. კონცენტრაცია - განთავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან- თქვენი  სამუშაო ადგილი თავისუფალი უნდა იყოს ზედმეტი ნივთებისგან: სუვენირები, დეკორატიული  ნაკეთობები და სხვა ყურადღების გამფანტავი ნივთები. 

როგორ გავხადოთ დისტანციურად მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი, როგორც ეს ოფისში იყო - 3 მარტივი რჩევ

შეადგინეთ დღის  გრაფიკი
ბევრს ჰგონია, რომ დისტანციური მუშაობა გულისხმობს  თავისუფალ  გრაფიკს,  მუშაობას მხოლოდ მაშინ, როდესაც მოგინდებათ. მაგრამ  ეს ასე არაა. 
მუშაობის ასეთი  ფორმატი გულისხმობს გარკვეულ მოქნილობას- შეადგინეთ ყოველდღიური გრაფიკი, ჩამოწერეთ შესასრულებელი სამუშაოები და თითოეული მათგანის შესასრულებლად გამოყავით კონკრეტული დრო. 

როგორ გავხადოთ დისტანციურად მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი, როგორც ეს ოფისში იყო - 3 მარტივი რჩევ

ბალანსი
როგორც სტივ ჯობსმა თქვა : უნდა იმუშათ არა 12 საათი, არამედ თავით.
ეცადეთ შეინარჩუნოთ ძველი სამუშაო გრაფიკი-  ადექით ადრე ისევე, როგორც სამსახურში სიარულისას დგებოდით. დისტანციურად მუშაობას მიუდექით, როგორც ნამდვილ სამსახურს – თუ საჭიროა, ისე ჩაიცვით, თითქოს სახლიდან გასასვლელი იყოთ. შესვენებითაც შეისვენეთ იმავე დროს, როგორც ოფისში. სახლში ხშირად წარმოიქმნება შემაფერხებელი ფაქტორები ოჯახის წევრების თუ მეგობრების სახით. მუშაობის დროს გამორიცხე ყველა სახის კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვისთანაც ჩვეულ სამუშაო რეჟიმში არ გექნებოდა კონტაქტი. ძველი გრაფიკის შენარჩუნება დაგეხმარებათ  პროდუქტიულობის ამაღლებაში და ასევე ადვილად შეძლებთ  იზოლაციის შემდგომ ჩვეულ რეჟიმში  დაბრუნებას.  
სახლში მუშაობის დროს შესვენებისას შეგიძლიათ ივარჯიშოთ, რადგან ვარჯიში ეხმარება ჰორმონებისა და ქიმიკატების დარეგულირებას, რაც, თავის მხრივ, აყალიბებს კარგ განწყობას, ძილის გაუმჯობესებულ ხარისხს და საერთოდ – მოქმედებს მთლიანად ტვინზე, მის სიჯანსაღეზე; ასევე, კოგნიტურ ფუნქციაზე, როგორიც არის კონცენტრაცია და მახსოვრობა.

როგორ გავხადოთ დისტანციურად მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი, როგორც ეს ოფისში იყო - 3 მარტივი რჩევ

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ გავხადოთ დისტანციურად მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი, როგორც ეს ოფისში იყო - 3 მარტივი რჩევ

სხვა სიახლეები

ტეგები: