რა ახდენს გავლენას წარმატებაზე - ჩვენი ტვინი თუ ჩვენი ნება?

ნეიროფიზიოლოგიის დარგის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას ტვინი იღებს და არა ჩვენი ცნობიერება. სანამ რამეს გავიგებთ, ტვინი თავად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი ცნობიერება მხოლოდ მცირე დაგვიანებით აკავშირებს ჩვენთან მზა გადაწყვეტილებებს ამის გამო უბრალოდ გვეჩვენება, რომ ჩვენ თვითონ ვწყვეტთ რაიმეს.

ეს ყველაფერი ჩვენთვის საშინლად, უცნაურად, უსიამოვნოდ ჟღერს, რადგან მიჩვეული ვართ ვიფიქროთ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია და შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაფერს, რაზეც თავდადებით ვიმუშავებთ.

გონება

რა ხდება სინამდვილეში ? 

მეცნიერების აზრით ჩვენ ვწყვეტთ ძალიან ცოტას, ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები არის ტვინი.    წარმატებული ადამიანები უბრალოდ პათოლოგიური შრომისმოყვარეები არიან: მათი ზეადამიანური ენერგია, აქტიურობა და ფანატიზმი მხოლოდ ტვინის თვისებაა, „რეტიკულური წარმონაქმნის გადაჭარბებული აქტივობაა“.

ასეთ ადამიანებს ცოტა სძინავთ და ბევრს შრომობენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს უმაღლეს მიზნებს უსახავენ, არამედ იმიტომ, რომ მათ არ ასვენებს მოზღვავებული ენერგია, რომლის არ დახარჯვის შემთხვევაში ტვინი გადაეწვებათ. 

მათი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ  უბრალოდ არ შეუძლიათ უსაქმოდ გაჩერება. სწორედ ეს არის შრომისმოყვარეების წარმატების მიზეზი - ისინი სხვებზე ბევრად მეტს მუშაობენ.

თუ უმეტესობაზე ორჯერ მეტს იმუშავებ, ალბათ მეტს მიაღწევ. ელონ მასკმა ინტერვიუებში ასევე თქვა, რომ ის დღეში უფრო მეტ საათს მუშაობს ვიდრე სხვები. ამ დროს იბადება კითხვა: არის თუ არა ეს მართლაც მხოლოდ სამუშაოზე დახარჯული დროის საკითხი?

ადვილი არ არის დაეთანხმო მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც წარმატების მთელი საიდუმლო ნაკლები ძილი და მეტი მუშაობაა.

თუ მივყვებით წარმატებული ადამიანების მეთოდს და დაისახავთ დიდი მიზანს თქვენ მოგიწევთ საქმეში ჩართვა და ძილთან დიდი ხნით დამშვიდობება. ბევრი ამბობს, რომ მათ არ ჰქონიათ რამე განსაკუთრებული ნიჭი, ისინი უბრალოდ ბევრს შრომობდნენ. 

წარმატებული ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ თუ ადამიანი რაღაცის გაკეთებას აპირებს, მაგრამ არ აკეთებს, ეს მისი პირადი არჩევანია. მათი აზრით ყველას შეუძლია რაღაცის მიღწევა ცხოვრებაში. ითვლება, რომ ვინც წარმატებას ვერ აღწევს უბრალოდ არ უნდა შრომა, ამიტომ ისინი ყოველთვის პოულობენ მიზეზებსა და საბაბს საქმის არ გასაკეთებლად. 

რა ხდება სინამდვილეში ?

ეს ყველაფერი ორაზროვნად აღიქმება, იმის გათვალისწინებით, რომ ორივეს ტიპის ადამიანს ("ზარმაცსაც" და "მონდომებულსაც") განსხვავებული ტვინი აქვთ.

რა მოხდება, თუ ეს არ არის თავად ადამიანის, არამედ მისი ტვინის არჩევანი? ტვინს არ მიისწრაფვის წარმატებისკენ მისი მთავარი მიზანი - თვითგადარჩენაა.

ყველა ჩვენი წარმატება მხოლოდ ტვინის მცდელობაა გამოდევნოს რეტიკულური წარმონაქმნის ჭარბი ენერგია, რათა შეინარჩუნოს წონასწორობა და არ აფეთქდეს. ეს არის პროცესი, რომელსაც დასასრული არ აქვს: შეუძლებელია ფინიშამდე მისვლა და დამშვიდება. სანამ რეტიკულური ფორმირება ( რეტიკულური ანუ ბადისებრი ფორმაცია ტვინის ღეროს უბანია, რომელიც ნერვების ხშირი ქსელის სახით არის წარმოდგენილი და თავისი გრძელი ბოჭკოებით, თალამუსს უკავშირდება. ის ტვინის ღეროს დარაჯის ფუნქციას ასრულებს, ახორციელებს რა თავის ტვინის ქერქის აქტივაციას და აკონტროლებს ზურგის ტვინის რეფლექსურ მოქმედებას. ამით ის განაპირობებს დიდი ტვინის ქერქის მზაობას, მიიღოს სენსორული ინფორმაცია ანუ ახალი სტიმულაცია და პასუხისმგებელია ცნობიერების შენარჩუნებასა და გამოფხიზლებაზე. ამასთან, ის ძილის დროსაც ინარჩუნებს სიფხიზლის გარკვეულ დონეს. ვინაიდან რეტიკულური ფორმაცია თავის ტვინის ღეროში მდებარე ცენტრების ტონუსის რეგულაციაში მონაწილეობს, ამ უბნის სერიოზული დაზიანება კომას იწვევს.) აქტიური რჩება  ადამიანები ყოველთვის იპოვიან ახალ და ახალ მიზნებს. 

ნორმალური რეტიკულური ფორმირებით, ადამიანს არ სჭირდება დღეში 20 საათის განმავლობაში მუშაობა, მას არაფერი უბიძგებს მსგავსი ქმედებისკენ, რადგან მ დროს ზედმეტი ძალისხმევა ნერვული აშლილობით დამთავრდება. ამავდროულად, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები ზედმეტი შრომის გარეშეც.

განსხვავებული და ორიგინალური იდეებისთვის, კრეატიული დიზაინებისთვის, კონსულტაციისთვის და ზოგადად დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია Lemons.ge

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა ახდენს გავლენას წარმატებაზე - ჩვენი ტვინი თუ ჩვენი ნება?

სხვა სიახლეები