რა არის ახალი მარკეტინგში - 2024 წელს? #2
ვიდეო მარკეტინგი
ვიდეო მარკეტინგის სფეროში მოკლე ვიდეოები, Live სტრიმები და ინტერაქტიული კონტენტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კომპანიები, რომლებიც ეფექტურად გამოიყენებენ ამ ტენდენციებს, მიიღებენ კონკურენტულ უპირატესობას და შეძლებენ თავიანთი ბრენდის შეტყობინებების მიმზიდველი და დინამიური გზით გავრცელებას.
მაგალითად, მარკეტინგული სტრატეგია შეიძლება მოიცავდეს მოკლე ვიდეოებს, ინტერაქტიულ გაკვეთილებს და Live სტრიმებს კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია
ბოლო მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში ხმოვანი ასისტენტებით დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი კონტენტი უფრო შესამჩნევი და ხმოვანი ძიების შედეგებში უფრო მაღალ ადგილიც დაიკავოთ.
მაგალითად, საძიებო კითხვებისთვის და საკვანძო სიტყვებზე ფიქრის დროს გამოიყენეთ საუბრისას ხშირად გამოყენებადი და გრძელი წინადადებები.
მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი (UGC)
UGC არის ბრენდის ძლიერი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების ჩართულობას. ბრენდებს შეუძლიათ წაახალისონ UGC-ის შექმნა საინტერესო კონკურსებისა და გამოწვევების წამოწყებით კონკრეტული ჰეშთეგებით, თემებითა თუ ფორმატით და საუკეთესო ჩანაწერების დაჯილდოებით. შესაბამის ინფლუენსერებთან პარტნიორობამ ასევე შეიძლება გაზარდოს აუდიტორიის რაოდენობა და მათი ჩართულობა.
კონტენტის შექმნაში აუდიტორიის ჩართვით UGC-ს შეუძლია გააძლიეროს ბრენდის სანდოობა და მომხმარებელთა ლოიალობა.
სოციალური კომერცია
სოციალური ქსელების პლატფორმები სულ უფრო მეტად ერთვება ელექტრონული კომერციის ეკოსისტემაში. მომავალ წლებში დიდი პლატფორმები, როგორიცაა Facebook, Instagram და TikTok, ელექტრონული კომერციაში მომხმარებლის გამოცდილებაში ინტეგრირებით ბაზრის ნოვატორები და ლიდერები გახდებიან.
სიახლეები შეეხება: გამარტივებულ შესყიდვებს, პროდუქტის გაცნობის დეტალიზაციას, მომხმარებლის გამოცდილებას.
ამ ცვლილებების მეშვეობით კომპანიებს შეუძლიათ მომხმარებლებთან ურთიერთქმედება პირდაპირ გაყიდვებად აქციონ.
კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა
ვინაიდან მონაცემთა კონფიდენციალურობა გაძლიერებული კონტროლის ქვეშ იმყოფება, ბიზნესებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ მომხმარებელთა ნდობას და მონაცემთა დაცვას.
2024 წლისთვის კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაცემთა კონფიდენციალურობის მძლავრ და გამჭვირვალე პოლიტიკას, მიიღებენ კონკურენტულ უპირატესობას.
ბიზნესისთვის მომხმარებელთა ნდობისა და ლოიალობის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება მონაცემთა შეგროვებისა და შენახვის უსაფრთხო მეთოდების დანერგვა, მკაფიო თანხმობის მიღება და კონფიდენციალურობის წესების დაცვა.
მდგრადი და მიზნებზე ორიენტირებული მარკეტინგი
მომხმარებლები სულ უფრო მეტად ეძებენ ბრენდებს, რომლებიც იზიარებენ მათ ღირებულებებს.
სწორედ ამიტომ 2024 წელს წარმატების მისაღწევად, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იქნება მდგრადი და მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიების მიღება, რომელიც შეესაბამება ბრენდის სამიზნე აუდიტორიის ღირებულებებსა და ინტერესებს.
წელს კვლავაც აქტუალური რჩება ეკოლოგიური საკითხები, ამიტომ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს პოზიციის ნაცვლად შესთავაზებენ სოციალურ ინიციატივებს და წარუდგენენ მკაფიო მიზნებს ამ საკითხთან დაკავშირებით მოიზიდავენ ლოიალურ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მომხმარებლებს.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01