ეტაპები და დეტალები, რომელთა გათვალისწინების გარეშე საიტის შექმნას აზრი არ აქვს

 ვებ გვერდის დამზადების ეტაპები 

ვებ გვერდის  შექმნის თანმიმდევრობა  და ეტაპების მკაფიო გაწერა  მთლიანი პროექტის წარმატების საწინდარს წარმოადგენს. 

ვებ გვერდის შექმნის თითოეული ეტაპი არის შრომატევადი პროცესი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც  სტუდიის თანამშრომლები ასევე დამკვეთი.
ვებ გვერდის შექმნა მოიცავს არა მხოლოდ დიზაინს და პროგრამირებას, არამედ პროექტის დეტალურ ანალიზს, დამკვეთთან თანამშრომლობას და პროექტის მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებების ძიებას.ამ სტატიაში გავეცნობით, თუ როგორ ხდება ვებ გვერდის შექმნა დაწყებული შემოსული ზარიდან პროექტის დამკვეთისთვის ჩაბარებით დამთავრებული.

 დავიწყოთ კომპანიაში შემოსული ზარით და მეილით 

ძირითადად დამკვეთი ვებ სტუდიას უკავშირდება ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით.
პირველადი კომუნიკაციის დროს ხდება პოტენციური დამკვეთის საჭიროებების დადგენა და მათზე დაყრდნობით შეთავაზების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა.

დაინტერესების შემთხვევაში ხდება დამკვეთისთვის შეხვედრის დანიშვნა.

შეხვედრაზე ხდება  დამკვეთის მოთხოვნების და საჭიროებების დეტალური განსაზღვრა და ამის მიხედვით  მომავალი ვებ გვერდის ფუქციონალის და დიზაინის დეტალების შეთანხმება.
საიტის კონცეფციის შემუშავებაში ძალიან დიდი როლს თამაშობს კონტენტი (კონტენტი არის ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საიტსა და ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე, დაწყებული ტექსტებით, ვიდეორგოლებით და დამთავრებული სურათებით), ამიტომ ჩვენ ყოველთვის ურჩევთ დამკვეთებს კონტენტის წინასწარ მომზადებას, შექმნას, რადგან,  საიტის დიზაინიც და ფუნქციონალიც სწორედ საიტის კონტენტზეა დამოკიდებული.
მაგალითად: როცა წინასწარ ვიცით რა ველები ექნება შესაბამის გვერდს- უკვე ვქმნით მის კონტენტზე  მორგებულ დიზაინს და აღარ გვიწევს ცვლილებების განხორციელება (რომელიც ძირითადად დამკვეთის მიერ დამატებით ხარჯების გაწევას მოითხოვს).
კომპანიის შექმნის დროს  აუცილებელია კონტენტის ზუსტი განსაზღვრა, რადგან ის გაყიდვებისა და რეკლამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით პირდაპირ ვეკონტაქტებით მომხმარებლებს. კონტენტის შექმნისას უნდა იფიქროთ მომხმარებლებზე, უნდა შექმნათ ის, რაც მათ დააინტერესებთ და რასაც წაიკითხავენ.

კონტენტის რეგულარული შევსება საიტის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია. ვებ საიტზე  კონტენტის  რეგულარული განახლება - მისი არსებობის აუცილებელი პირობაა.  საიტზე არსებულ მოძველებულ ინფორმაციას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რაც ნეგატიურად აისახება საიტზე და მისი მფლობელის რეპუტაციაზე. საძიებო სისტემები ითვალისწინებენ ამ ფაქტს და ამიტომ უპირატესობას განახლებად კონტენტიან საიტებს ანიჭებენ. ამ მიზეზის გამო  საიტზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივად აქტუალური უნდა იყოს.

კონტენტი:  საიტი კონტენტის გარეშე ისეთივე უსარგებლოა, როგორც კონტენტი მკითხველის გარეშე, ამიტომ იდეალურ ვარიანტში საიტზე განსათავსებელი კონტენტი დიზაინის დამტკიცებამდე უნდა იყოს მზად ( კარგი იქნება თუ კონტენტის 20% - 30%  დიზაინის შემუშავების პროცესისას უკვე იარსებებს), მაგრამ სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, ამიტომ ტესტირების დროს  დამკვეთის მიერ მოწოდებული უნდა იყოს საიტზე განსათავსებელი კონტენტის 70% - 80% მაინც.
კონტენტის მოწოდების შემდეგ უნდა დაიწყოს ამ ტექსტების დამუშავება საძიებო სისტემისთვის, რადგან საძიებო სისტემებთან ინტეგრაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია, ის მოითხოვს ამოცანისა და სტრატეგიის დაწერას. ამიტომ უმჯობესია თუ ყველაფერი საიტის კეთების პროცესში მოგვარდება.

კონტენტი

სწორედ ამ შეთანხმების დეტალების მიხედვით იწყება ტექნიკური ამოცანის დაწერა - საიტის ფუნქციური და ვიზუალური მხარის დეტალურად აღწერა.

ტექნიკური ამოცანის დაწერისას  ხდება შეხვედრაზე გავლილი დეტალების დოკუმენტად ქცევა.

ტექნიკური ამოცანა დასამტკიცებლად ეგზავნება დამკვეთს, რის შემდეგაც ხდება მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა და საბოლოო ვარიანტის დამტკიცება და დანართის სახით ერთვის ხელშეკრულებას, რომელზეც ორივე მხარე აწერს ხელს.
ტექნიკური ამოცანის დამტკიცების და ავანსის ჩარიცხვის შემდეგ იწყება შემდეგი ეტაპი -საიტის მთავარი გვერდის დახატვა და დამკვეთისთვის გადაგზავნა.
დამკვეთის მიერ უნდა მოხდეს დიზაინის ნახვა და შენიშვნების შემთხვევაში  ცვლილებების განხორციელება. საიტის მთავარი გვერდის დიზაინის დამტკიცების შემდეგ იწყება ვებ გვერდის დეველოპმენტი, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან FRONT-END და BACK-END- ისგან.
დეველოპმენტის პირველ ეტაპზე ხდება FRONT-END -სთვის საიტის დიზაინის მიხედვით ამოცანის დაწერა და მასზე დაყრდნობით HTML- ის აწყობა. ამ პროცესის პარალელურად ხდება საიტისთვის CMS-ს მორგება (BACK-END)

 რა ტიპის ვებ-დეველოპერები არსებობენ? 

FRONT-END დეველოპერები პასუხისმგებელნი არიან ვებ გვერდის იმ მხარეზე, რომელსაც ხალხი ხედავს და ინტერაქციას ახდენს.

BACK-END დეველოპერები პასუხისმგებელნი არიან კოდზე, რომელიც აკონტროლებს, როგორ იტვირთება საიტი და როგორ მუშაობს ის.

  • პროგრამირება: frontend

ამ პროცესში ჩართულები არიან: frontend- დეველოპერი, ვებ დიზაინერი, პროექტ მენეჯერი და ტექნიკური დირექტორი.
frontend - არის ყველაფერი ის, რასთანაც  მომხმარებელი ვებსაიტზე ან აპლიკაციაში შესვლის დროს ურთიერთქმედებს.
საიტის მთავარი გვერდის დიზაინის დამტკიცების შემდეგ დაწერილი ამოცანის მიხედვით frontend- დეველოპერი წერს კოდს, რომელიც საჭიროა დიზაინის ვებ გვერდად გადაქცევისთვის. frontend- დეველოპერმა კარგად უნდა იცოდეს მინიმუმ სამი ენა: HTML, CSS, და JavaScript.
HTML-ი საშუალებას იძლევა დაამატოთ კონტენტი საიტზე, მათი სათაურებად, პარაგრაფებად და ნაწილებად დაყოფით.
CSS ეხმარება სტილის გაკეთებაში და ისეთი რაღაცეების შეცვლაში, როგორიცაა: ფერი, ზომა, საზღვარი.
JavaScript-ი საშუალებას იძლევა ჩართოთ ინტერაქტიული ელემენტები, მაგალითად, ღილაკები.

რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე

frontend- უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ დახატული დიზაინის აწყობა. ამ ეტაპზე დეველოპერი პასუხისმგებელია იმაზე, რომ კონტენტი, რაც საჭიროა ვებ- გვერდისთვის, იყოს გასაგები, ხედვადი და იყოს სწორ ადგილას განთავსებული.
პროგრამისტი წერს კოდს, რომლის მეშვეობითაც კონტენტი იტვირთება ისე ,როგორც დამტკიცებულ დიზაინშია ნაჩვენები;
ამოწმებს, რომ სწორი ფერი სწორ ადგილას იყოს, განსაკუთრებით, ტექსტების ფერები;
frontend- დეველოპერის პასუხისმგებელია გამავალი ბმულების გამართულ მუშაობაზე, საიტის რესპონსივ ვერსიის გამართულობაზე და მის სხვადასხვა ბრაუზერში გამართულად მუშაობაზე;
წერს API-ს Backend- ისთვის და CMS- ის ინტეგრირებისთვის. ის ქმნის არა მხოლოდ კლიენტის მხარეს, არამედ აერთებს მომხმარებლის ყველა ქმედებას საიტის ბიზნეს ლოგიკასთან.
ამ კომპონენტის გამართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ საიტის ვიზუალი უქმნის მომხმარებელს პირველად შთაბეჭდილებას კომპანიაზე.

  • პროგრამირება: Backend

ამ პროცესში ჩართულები არიან: Backend- დეველოპერი, ტექნიკური დირექტორი და პროექტ მენეჯერი.
პროგრამირების ეს ეტაპი, როგორც წესი მიმდინარეობს  frontend- თან ერთად. backend და frontend დეველოპერები მჭიდროდ თანამშრომლობენ.

რა კეთდება ამ ეტაპზე

საიტი Backend- ის გარეშე —ეს  მხოლოდ ლამაზი შეფუთვაა. იმისთვის, რომ საიტმა იფუნქციონიროს უნდა დაიწეროს მონაცემების შენახვის და სერვერსა და კლიენტს შორის ინფორმაციის გაცვლის წესების ლოგიკა.
Backend-პროგრამისტი ქმნის საიტის შიდა ლოგიკას. მისი მთავარი ამოცანაა, გაიაზროს საიტის დანიშნულება და ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღოს, შეინახოს მონაცემები და დარწმუნდეს, რომ მომხმარებელს მათზე წვდომა ნებისმიერ სასურველ დროს ექნება. გარდა ამისა, backend დეველოპერი პასუხისმგებელია გადახდის სისტემის შექმნაზე, მის უსაფრთხოებასა და სანდოობაზე.

ვებ გვერდის შექმნა

როდესაც დასრულდება Front -ი და Back -ის მხარე იწყება ტესტირების ეტაპი - ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელშიც მონაწილეობას ორივე მხარე იღებს.

ტესტირების ეტაპი ორ ნაწილად იყოფა:

პირველ ეტაპზე ხდება შიდა ტესტირება- როდესაც დეველოპერები დაასრულებენ სამუშაოს საიტის ტესტირებას იწყებს პროექტ მენეჯერი, რომელიც ამოწმებს, როგორც ფუნქციონალის ასევე ვიზუალური მხარის გამართულ მუშაობას. ხარვეზების შემთხვევაში ხდება მათი ჩამოწერა და პასუხისმგებელი პირისთვის გასაგზავნად(ხარვეზების აღმოფხვრა უნდა მოხდეს პროექტ მენეჯერის მიერ მითითებულ ვადებში).
ტესტირების მეორე ეტაპში უკვე ერთვება დამკვეთი, რომელმაც უნდა მოახდინოს საიტის ტესტირება უკვე ლაივ რეჟიმში, რეალური კონტენტის გამოყენებით.
ტესტირების ეტაპზე ხარვეზების აღმოჩენასთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი მოდულების საჭიროება, რა შემთხვევაშიც უკვე ხდება დანამატის გაკეთება.
ტესტირების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა ხორციელდება შემსრულებლის მიერ (უსასყიდლოდ), ხოლო ტესტირების ეტაპზე ახალი მოდულების საჭიროების შემთხვევაში ხდება მათი ღირებულების შეფასება და დანამატის გაფორმება.
ტესტირების ეტაპის დასრულების, ხარვეზების და ახალი მოდულების დამატების შემდეგ ხდება საიტის დამკვეთისთვის გადაცემა.

ტესტირების ეტაპის დასრულების შემდეგ, აუცილებელია საიტის ინტერნეტ სივრცეში გაშვება, ამისათვის დამკვეთს დომეინი და ჰოსტინგი დასჭირდება. თუმცა, თუ შემსრულებელს თავიდანვე ექნება წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ტიპის ჰოსტინგია საჭირო ამა თუ იმ საიტისთვის, მაშინ ეს ინფორმაცია გაიწერება ტექნიკურ ამოცანაში, რისი მეშვეობითაც დამკვეთს უკვე ექნება განსაზღვრული ყოველ წლიური ბიუჯეტი, რომელიც საიტის შესანახად დასჭირდება.

ჰოსტინგის ფასი დამოკიდებული საიტზეა, ამიტომ, როცა შემსრულებელმა იცის საიტის მოცულობა მას უკვე შეუძლია დამკვეთს ურჩიოს, თუ რა მოცულობის და ფასის ჰოსტინგი დასჭირდება მის საიტს გამართულად მუშაობისთვის.

დომენი არის ინტერნეტ მისამართის უნიკალური დასახელება, რომელიც მიუთითებს თქვენს საიტზე ან ელექტრონულ მისამართზე.

დომენის მეშვეობით თქვენ ადვილად გიპოვნიან ინტერნეტში, ეცოდინებათ თქვენი მისამართი როგორ მოგაგნონ და შეიტყონ ნებისმიერი ინფორმაცია/სიახლე თქვენი საქმიანობის შესახებ, გაცვლიან მომხმარებლები თუ პარტნიორები ერთმანეთში თქვენი ბრენდის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციული დატვირთვის გარდა, დომენს მარკეტინგული დატვირთვაც აქვს.

  • ჰოსტინგი:

ვირტუალური სივრცე სადაც თავსდება თქვენი საიტი:

ვებ ჰოსტინგი საშუალებას გაძლევთ თქვენი ვებ-გვერდი იყოს მუდამ ჩართული და ხელმისაწვდომი ინტერნეტ მომხმარებლებისათვის.
თუ გსურთ თქვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ინფორმაცია გაუზიაროთ სხვებს, ამისათვის მხოლოდ დომენის დარეგისტრირება და ვებ-გვერდის დიზაინის შექმნა არ არის საკმარისი, სავალდებულოა, რომ თქვენი დომენი დააკავშიროთ გარკვეულ ვებ ჰოსტინგის მომწოდებელთან.
ვებ ჰოსტინგის პროვაიდერი გაძლევთ თქვენს სივრცეს საკუთარ სერვერზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მსურველს მთელი მსოფლიოდან თქვენი დომენური დასახელების აკრეფით შეეძლებათ დაუკავშირდნენ თქვენს ვებ-გვერდს.
თვენს ვებ-გვერდზე განთვსებული ყველა ინფორმაცია, როგორებიცაა სურათები, ვიდეოები, სტატიები თუ სხვა მასალები, თავმოყრილია და ინახება ვებ ჰოსტინგზე.

საიტის შექმნის შემდეგ ჩნდება კითხვა- როგორ მოვიზიდოთ ვიზიტორები?

საიტზე ვიზიტორების მოზიდვაში და მათ ანალიზში თქვენ დაგეხმარებათ:

  • FACEBOOK PIXEL

ეს არის Facebook-ის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც გეხმარებათ მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრაში. რაც საბოლოოდ წარმატებით აისახება თქვენ სარეკლამო კამპანიაზე. სპეციალური, დამუშავებული კოდის საიტზე დამატების შემდეგ ეს ინსტრუმენტი საშუალებას მოგცემთ:
- როდესაც, მომხმარებელი ეწვევა საიტის რომელიმე გვერდს და შეასრულებს რაიმე მოქმედებას ეს ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა FACEBOOK-ს. მისი საშუალებით თქვენი სარეკლამო კამპანია უფრო წარმატებული იქნება;
- თქვენი სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგალითად, ავტომატური ტენდერის დაყენება იმ სამიზნე აუდიტორიაზე, რომლებიც სავარაუდოდ შეიძენენ თქვენ საიტზე;
- აკონტროლეთ კონვერტაციის მაჩვენებელი თქვენი Facebook სარეკლამო კამპანიებიდან. მაგალითად, რამდენი ადამიანი ყიდულობს Facebook რეკლამის დაჭერის შემდეგ;
- ასევე Facebook Pixel- ის მიერ შეგროვებული მონაცემებით, თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ საიტის ვიზიტორებს და მოახდინოთ თქვენი მიზნების სრულიად მათზე ოპტიმიზირება.

  • Google Analytics- მონაცემები

გუგლ ანალიტიკი გუგლის მარკეტინგული პლატფორმის ნაწილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ჩვენ საიტზე გადმოსული მომხმარებლების სრული ანალიტიკა. ის გვეხმარება პასუხი გავცეთ იმ უამრავ შეკითხვას, რომლებიც შეიძლება აინტერესებდეს ყველას, ვისაც საკუთარი ვებ გვერდი აქვს:

- რამდენი ადამიანი შემოდის თქვენ საიტზე;
- რომელი მოწყობილობით შემოვიდნენ;
- საიტის რომელ გვერდებზე ჩერდებიან ისინი ყველაზე დიდხანს და რომელ გვერდებს ტოვებენ მომენტალურად;
- თქვენ ასევე შეგიძლიათ იმ გზის თანამიმდევრულობის გაგება, რომელსაც ვიზიტორი საიტზე- რომელიმე ამოცანის შესასრულებლად გადის;
- მომხმარებლების დემოგრაფიული მონაცემები და მრავალი სხვა.

ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხები და სტატისტიკური მონაცემები დაგეხმარებათ ყველა არსებული პრობლემის გამოვლენაში და მათი გამოსწორების სწორი გზების მოძებნაში. ონლაინ სივრცის ათვისება ბიზნესისთვის დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა ციფრულ სფეროსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ გვიბიძგებს, ამიტომაც როდესაც თქვენ უკეთ გაიგებთ სასურველი პროდუქტის შესახებ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი დეტალი უკვე აღარ გაგიჭირდებათ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღება.

  • Google webmaster

Google Webmaster- ეხმარება საიტის მფლობელს ინტერნეტში ცნობადობის მოპოვებაში, ამისთვის ის აწვდის მას ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორიცაა:

- რომელ საძიებო მოთხოვნებს აქვს მაღალი ტრეფიკი (მისი საშუალებით თქვენი საიტი უფრო სწრაფად იკავებს წამყვან ადგილს Google- ს ძიების შედეგების გრაფაში);
- გაწვდით ინფორმაციას თუ რა რესურსების გამოყენებით იკავებენ წამყვან ადგილებს საიტები საძიებო სისტემაში;
- ამოწმებს შეიცავს თუ არა ძიების შედეგები დეტალებს: პროდუქტზე, შეთავაზებაზე, და საკონტაქტო ინფორმაციაზე;
- ამოწმებს როგორია პოპულარიზაციის ეფექტური მაჩვენებელი მობილური ვერსიის შემთხვევაში;
- გეხმარებათ თქვენთვის საჭირო გასაღები სიტყვების განსაზღვრაში.

ასევე Google webmaster- ი გეხმარებათ კოდში HTML- ის მხარეს  არსებული ხარვეზების გამოვლენაში, რომელიც ხელს უშლის საიტს საძიებო სისტემებში წამყვანი ადგილის დაკავებაში.

აუდიტორია

SEO-აუდიტი

ეს არის ვებ-პლატფორმის  საძიებო სისტემის აუდიტი, საიტის და საძიებო სისტემებს შორის ურთიერთობის შესწავლა. ის ეხება ისეთ პარამეტრებს როგორიცაა: საკვანძო სიტყვები, ფრაზები, მეტა-თეგები, კონტენტის ხარისხი და საიტ-მეფი.

- კარგი SEO-ს დახმარებით თქვენი პოტენციური მომხმარებელი მარტივად მოგაგნებთ;
- არ არის SEO- არ არიან ვიზიტორები. თუ არავინ ნახავს საიტს, მაშინ თქვენ ტყუილუბრალოდ დახარჯეთ  დრო, ენერგია და ფული მის შესაქმნელად;
- SEO აუდიტი გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ კონკრეტულად, რომელ გვერდს ან გვერდზე რომელ პარამეტრს აქვს პრობლემა. სწორად არის თუ არა შეყვანილი კონტენტი და რამდენად ადაპტირებულია ვებ გვერდი მობილურსა და სხვადასხვა ზომის მონიტორებზე.

საიტის დამკვეთისთვის ჩაბარების შემდეგ მისი მოცულობიდან და ტექნიკური სირთულიდან გამომდინარე, თუ კომპანიას არ ყავს შესაბამისი კადრი ვინც უზრუნველყოფს ვებ გვერდის გამართულად მუშაობას შეიძლება გაფორმდეს ტექნიკური საფორთი.
რას გულისხმობს ტექნიკური საფორთი: ეს არის მომსახურება, რომლის მეშვეობითაც ხდება საიტის არსებული ფუნქციონალის გადაკეთება და გაუმჯობესება მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით. ტექნიკური საფორთის ფასი დამოკიდებულია საიტის სირთულეზე.
ვებ გვერდის გადაბარების და მისი ინტერნეტ სივრცეში ჩაშვების შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს ახალი ფუნქციების დამატების საჭიროება. ასეთ დროს  იქმნება ახალი დოკუმენტი, ამ დანამატების საფუძველზე შეიქმნას ახალი დიზაინი და ამოცანა და გაიწეროს შესრულების ვადა და ბიუჯეტი.

ჩვენი CMS-სი არის მოქნილი და იძლევა დამატებითი ფუნქციების დაშენების შესაძლებლობას.

CMS

CMS-ის დანიშნულებაა ციფრული კონტენტის შექმნა და რედაქტირება. როგორც წესი, ის რამდენიმე მომხმარებლის ერთდროული მუშაობის საშუალებას იძლევა.
CMS - წარმოადგენს უნივერსალურ პროგრამულ პროდუქტს, რომლის დახმარებითაც ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ვებ-გვერდის, დაწყებული მცირე საპრეზენტაციო ხასიათის ვებ გვერდიდან მრავალფუნქციური საინფორმაციო პორტალით დამთავრებული, ადმინისტრირება, განახლება და განვითარება სწრაფად და მარტივად.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ეტაპები  და დეტალები, რომელთა გათვალისწინების გარეშე  საიტის შექმნას აზრი არ აქვს

სხვა სიახლეები