მსოფილოში ყველაზე ცნობილი ლოგოები, რისი სწავლა შეგვიძლია მათგან
მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ლოგოები, სწორედ, კარგად ნაცნობ ბრენდებს და ორგანიზაციებს ეკუთვნით. ისინი შესაძლოა კომპლექსური დიზაინით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ რითაც შეუძლიათ თავი დაიკვეხნონ არის- ცნობადობა და გავლენა.
არ აქვს მნიშვნელობა ეს ლოგოები ბრენდის დაარსებიდან არსებობს, დროთა განმავლობაში იცვლებოდა თუ სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც თავდაპირველად არსებობდა, ჩვენ გადავხედავთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ლოგოებს, რათა მეტი ცოდნა შევიძინოთ წარმატებული ლოგოს დიზაინზე.
მაშ ასე, დავიწყოთ
1. ნაიკი
"swoosh" (ჰაერის ან სითხის უეცარი ნაკადის შედეგად წარმოქმნილი ხმა) ბგერა, ქეროლინ დევიდსონის მიერ შექმნილი საკულტო ლოგო.
"swoosh" ლოგო ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ფრთებს იმიტირებს. ის ასევე მიზნის მიღწევის აღმნიშვნელია, ან სხვა სიტყვებით, - "უბრალოდ გააკეტე ეს". ლოგოს თხევადი სილუეტი, რომელიც მოძრაობას და სიჩქარეს განასახიერებს , შეგვიძლია იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევითაა ჩადებული ბრენდის ღირებულებები აბსტრაქტულ, მინიმალურ დიზაინში.
2. შანელი
"შანელი" არის მოდის ეტალონი, რომელიც ასოცირდება ფუფუნებასთან, ელეგანტურობასთან და შემქმნელის პარიზულ იდენტობასთან. აქედან გამომდინარე, ლოგოს, რომელსაც დღეს ვიცნობთ სწორედ მისი შემქმნელის სახელის ინიციალებია.
ფერთა გამა- შავ-თეთრი. ლოგო დიდ სივრცეში მინიმალისტურად დგას. ის არანაირ დამატებით ეფექტს არ შეიცავს . ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და იდეალურად სიმეტრიულია .
სწორედ ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს მოდის სახლს, რომელიც ცნობილია ორიგინალური "პატარა, შავი კაბის" გამო. სწორედ მისი სიმარტივე ხდის მას ეფექტურს და ძლიერს. ზუსტად ამ უბრალოების დამსახურებით არის შანელის ლოგო ასეთი ეფექტური.
3. მაკდონალდსი
მაკდონალდსის ლოგო, ასევე ცნობილი, როგორც "ოქროს თაღები" შთაგონებული იყო ნამდვილი ოქროს თაღებით, რომლებიც სწრაფი კვების ქსელი თავდაპირველი დიზაინის ნაწილი იყო. ლოგოს დიზაინი აერთიანებს ორ თაღს, რომელიც ამშვენებდა და დღემდე ამშვენებს რესტორების ქსელებს და აქცევს მას ასოთა ნიშნის ლოგოდ, "M".
მათ საფირმო წითელ ფონზე განთავსებული ოქროსფერი თაღები „50-იანი წლების "დრაივ-ინ“ რესტორნების ქსელების ესთეტიკას ქმნის. ეს არის ლოგო, რომელსაც მაკდონალდსი ყველგან და ყველაფერში იყენებს - შეფუთვაზე, უნიფორმებზე, შენობებზე, რეკლამებში და სხვა ყველა ტიპის კომუნიკაციაში, რომელიც მაკდონალდს ეხება.
მაკდონალდსის მაგალითიდან შეგვიძლია ვისწავლოთ ის, თუ რაოდენ მნისვნელოვანია ვიყოთ თანმიმდევრულნი და დავიცვათ საფირო სტილი ყველა ასპექტში.
4. ტესლა
კომპანია, რომელმაც უდაოდ დიდი გავლენა მოახდინა ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიაზე. ლოგოში T წარმოადგენს კომპანიის სახელის პირველ ასოს, მოიცავს ჯავშნიან ფარს, რაც ლოგოს თანამედროვეს ხდის და ბრენდის მაღალ დონეს, დაცულობასა და გამძლეობას უსვამს ხაზს. ლოგოტიპის ყველა დეტალი სტილს, ელეგანტურობას და ინოვაციას წარმოადგენს.
"T" ასო იმგვარად არის შექმნილი , რომ ელექტროენერგიის საშუალებით ზევით მოძრაობის, მომავლისკენ მოძრაობის განცდა შექმნას. ასეთ წვრილმან დეტალებს შეუძლია დიდი მნიშვნელობა შესძინონ სტატიკურ ლოგოებს.
5. ეფლი
Apple-ის ლოგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სავაჭრო სიმბოლოა. ლოგო რობ ჯენოფმა სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის ავტოფარეხში შექმნა, 1977 წელს.
რატომ აირჩია Apple-მა ვაშლი თავის ლოგოდ და რატომ არის მასზე ნაკბეჩი, ამ ყველაფერმა მრავალი ლეგენდა შექმნა, დაწყებული ციანიდით მოწამლული ვაშლიდან, რომელიც ალან ტურინგმა მოკბიჩა, დამთავრებული სიტყვა "ბაიტის" ვიზუალური მინიშნებით.
რობმა განმარტა, რომ “ეფლის” ლოგოს დიზაინი სტივ ჯობსზე კი არ იყო დაყრდნობილი, არამედ იმ სულისკვეთებაზე, რაც კომპიუტერებს ადამიანებთან დააახლოებდა.
დიზაინერმა ხაზი გაუსვა იდეის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მეთოდი აქ მეორეხარისხოვანია, რომ თანამედროვე ციფრული სამყარო იმდენად ტექნოლოგიური გახდა, ადამიანებმა დაივიწყეს ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ეს ლოგო აერთიანებს მრავალსაუკუნოვან მიწიერ სიბრძნეს, იმ ყველაფერთან რაც თანამედროვე, მუდმივად ცვალებადი და წარმავალია.
6. კოკა-კოლა
Coca-Cola-ს ლოგო ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით და მიმზიდველობით, თუმცა ვიდრე ამჟამინდელ ვიზუალს მიიღებდა, მან დიდი გზა განვლო. მისი ლოგო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დიზაინი. ბრენდის მისიის, ხედვისა და ღირებულებების გადმოცემიდან დაწყებული, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ხაზგასმამდე, ლოგო ხელს უწყობს ბრენდის იდენტობის განმტკიცებას. Coca-Cola-ს ლოგოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი ის არის, რომ ის მიუთითებს იმაზე, რასაც კომპანია ყიდის.
7. პრადა
ძვირადღირებული მოდის სახლი Prada იმდენად უფრთხილდება თავის ლოგოს, რომ არასოდეს შეუცვლია იგი. ეს დამახასიათებელია ბრენდებისთვის, რომელთა ემბლემაც ტრადიციის და მემკვიდრეობის შინაარსის მატარებელია.
1919 წელს, Prada-ს დაარსებიდან 6 წლის შემდეგ, მოდის სახლი ოფიციალურად ზრუნავდა იტალიის სამეფო ოჯახის ჩაცმულობაზე. სწორედ ამის გამო, მონარქებმა მარიო პრადას მისცეს უფლება, ისტორიული გერბი ბრენდის სიმბოლოს დეტალებად გამოეყენებინა.
პრადას ნიშანი თავის თავში აერთიანებს კუთხოვან და მარტივ ფორმას, რომელიც შეიცავს სიტყვას, გერბს და ლენტს. ეს ერთდროულად თანამედროვეც არის და ტრადიციულიც.
1978 წელს, მუჩია პრადამ, ბრენდის სათავეში მოსვლის შემდეგ, ლოგო სამკუთხედ მეტალის ფირფიტაზე ამოტვიფრა და ჩანთებზე დეტალებად გამოიყენა. ამის შემდეგ განახლებული ლოგო, Prada-ს სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01