როგორი საიტი სჭირდება თქვენს ბიზნესს? - ვებგვერდების ძირითადი ტიპები
დღეს ციფრულ სამყაროში ყოფნა აღარ არის არჩევანი - ეს აუცილებლობაა. თუმცა, სანამ საკუთარ ვებგვერდს შექმნით, მნიშვნელოვანია პასუხი გასცეთ მთავარ კითხვას - კონკრეტულად რისთვის მჭირდება საიტი?
ყველა საიტს თავისი ფუნქცია აქვს. მოდით, მარტივად განვიხილოთ ძირითადი ტიპები, რათა სწორი არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეთ.
სავიზიტო ბარათის ტიპის საიტი (Business Card Website)
ეს არის მცირე ზომის, ძირითადად 1-3 გვერდიანი საიტი. მისი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ - ვინ ხართ, რას აკეთებთ და როგორ დაგიკავშირდნენ.
ვისთვისაა - სამშენებლო დეველოპერებისთვის, საკონსულტაციო ფირმებისთვის, სამედიცინო კლინიკებისთვის და ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც სოლიდური იმიჯის შექმნა სურს.
მთავარი ღირებულება - ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელითან გრძელვადიანი, პროფესიული ურთიერთობის დამყარება.

ელექტრონული კომერცია / ინტერნეტ-მაღაზია
თუ თქვენი ბიზნეს მოდელი გაყიდვებზეა ორიენტირებული, თქვენ გჭირდებათ პლატფორმა, რომელიც გაყიდვების მთელ ციკლს მართავს.
რა შედის - პროდუქციის კატალოგი ფილტრებით, კალათა, გადახდის ონლაინ სისტემები (Visa/Mastercard), მომხმარებლის პირადი კაბინეტი და შეკვეთების ისტორია.
ვისთვისაა - ტანსაცმლის, ტექნიკის, ავეჯის მაღაზიებისთვის - ყველასთვის, ვისაც ფიზიკური ან ციფრული ნივთის გაყიდვა სურს.
მთავარი ღირებულება - გაყიდვების ავტომატიზაცია. თქვენი მაღაზია მუშაობს მაშინაც, როცა გძინავთ.

ლენდინგ გვერდი
ეს არის ერთგვერდიანი საიტი, რომელიც შექმნილია მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზნისთვის - მაგალითად, ნივთის გაყიდვა, კურსზე დარეგისტრირება ან ელ-ფოსტის დატოვება. მას არ აქვს ზედმეტი მენიუები, რათა მომხმარებლის ყურადღება არ გაიფანტოს.
ვისთვისაა - კონკრეტული სარეკლამო კამპანიებისთვის.
მთავარი პლუსი - მაღალი კონვერტაცია (ნახვების რეალურ მოქმედებაში გადაყვანა).

პორტფოლიო გვერდი
ეს არის თქვენი შესრულებული სამუშაოების ვიზუალური გამოფენა. აქ აქცენტი კეთდება არა ტექსტზე, არამედ ხარისხიან ფოტო და ვიდეო მასალაზე.
რა შედის - გალერეა, ქეისების აღწერა (როგორ გადაჭერით კონკრეტული ამოცანა) და მომხმარებლების რეკომენდაციები.
ვისთვისაა - არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და შემოქმედებითი სააგენტოებისთვის.
მთავარი ღირებულება - თქვენი პროფესიონალიზმის ვიზუალური დადასტურება.

საგანმანათლებლო პლატფორმები (LMS - Learning Management System)
თუ თქვენ ფლობთ ცოდნას და გსურთ მისი გაზიარება, LMS არ არის უბრალოდ საიტი - ეს თქვენი ციფრული აკადემიაა. წარმოიდგინეთ სკოლა ან უნივერსიტეტი, რომელიც მუშაობს შესვენების გარეშე, არ სჭირდება შენობის დაქირავება და ერთდროულად ათასობით სტუდენტს მასპინძლობს.
რა შედის - დოკუმენტების ბრუნვა, თანამშრომლების მართვის სისტემა და შიდა კომუნიკაციის არხები - ვიდეო გაკვეთილები, ტექსტები და ჩამოსატვირთი მასალები (PDF) ლოგიკური თანმიმდევრობით.
ვისთვისაა - საგანმანათლებლო პლატფორმები საუკეთესო გადაწყვეტილებაა ტრენინგ-ცენტრებისა და ენების სკოლებისთვის, რომელთაც სურთ გასცდნენ ფიზიკურ აუდიტორიას და სასწავლო პროცესი გლობალური გახადონ. ის ასევე იდეალურია დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის - ქოუჩებისთვის, ფიტნეს-ინსტრუქტორებისთვის თუ მარკეტერებისთვის, რომელთაც საკუთარი გამოცდილების ციფრულ პროდუქტად ქცევა და ცოდნის 24/7 რეჟიმში მონეტიზაცია სურთ.
მთავარი ღირებულება - ცოდნის უსაზღვრო მასშტაბირება. თქვენ ერთხელ ქმნით ხარისხიან კონტენტს და სისტემა ყოველგვარი ფიზიკური ჩარევის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში მუშაობს თქვენთვის 24/7-ზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

მხოლოდ ტიპის შერჩევა საკმარისი არ არის - მთავარია, საიტი იყოს ცოცხალი და გამართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ ლამაზ, მაგრამ "გაყინულ“ პლატფორმას, რომელიც ვერც თქვენს მიზნებს ემსახურება და ვერც მომხმარებლის მოთხოვნებს.
საიტი არ არის სურათი, ის ცოცხალი ორგანიზმია - ბევრს ჰგონია, რომ საიტის დამზადება ფინიშია. რეალურად, ეს სტარტია. საიტს სჭირდება მუდმივი განახლება, SEO ოპტიმიზაცია და მობილურ მოწყობილობებთან იდეალური მეგობრობა.
ნუ ააშენებთ ლაბირინთს - მომხმარებელი თქვენს გვერდზე პრობლემის მოსაგვარებლად შემოდის და არა თქვენი დიზაინერის კრეატიულობის დასაფასებლად. თუ მან 3 წამში ვერ გაიგო, სად მოხვდა და როგორ მიიღოს სასურველი, ის თქვენს კონკურენტთან გადავა. სიმარტივე ყველაზე დიდი სოლიდურობაა.
თქვენი საიტი უნდა საუბრობდეს მომხმარებლის ენაზე და არა მხოლოდ თქვენს მიღწევებზე. ნუ დაწერთ, რომ "საუკეთესოები ხართ“, აჩვენეთ, როგორ უმსუბუქებთ ცხოვრებას თქვენს მომხმარებელს.
სწორად შერჩეული საიტის ტიპი არის საძირკველი, რომელზეც თქვენი ციფრული წარმატება უნდა აშენდეს. მთავარია, ეს საძირკველი თქვენს რეალურ მიზნებს ერგებოდეს.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01