მილიარდ დოლარიანი სიტყვები - როგორ წყვეტს ბრენდის სახელი ბიზნესის ბედს?

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინფორმაციული ნაკადი უსასრულოა, თქვენს ბიზნესს მხოლოდ რამდენიმე წამი აქვს მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად. ხშირად ეს ყურადღება სწორედ ბრენდის სახელზე გადის.

სახელი არ არის მხოლოდ სათაური - ეს არის თქვენი ბიზნესის ხმა ხმაურიან ბაზარზე, პირველი შთაბეჭდილება და დაპირება, რომელსაც მომხმარებელს აძლევთ.

ისტორია გვიჩვენებს, რომ სწორად შერჩეულ სიტყვას შეუძლია კომპანია გლობალურ ლიდერად აქციოს, უმნიშვნელო შეცდომამ კი მილიონები დააკარგვინოს. რა არის დასამახსოვრებელი სახელის ანატომია და რატომ იგებენ ბრძოლას ისინი, ვინც სიმარტივეს ირჩევს?

მარკეტინგში არსებობს ოქროს წესი: რაც უფრო ცოტა ენერგიას ხარჯავს ადამიანის ტვინი სიტყვის აღქმასა და გააზრებაზე, მით უფრო სწრაფად უჩნდება მას ამ ბრენდის მიმართ სიმპათია. სტივ ჯობსმა ეს საიდუმლო სხვებზე ადრე ამოხსნა.

თუ თქვენი ბიზნესის სახელის წაკითხვას ან წარმოთქმას იმაზე მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ლიფტში მეზობლისთვის მისალმებას, თქვენ მომხმარებლის ყურადღებისთვის ბრძოლას უკვე აგებთ.


გლობალური ქეისები - წარმატების ფორმულა vs შეცდომები

ისტორია გვიჩვენებს, რომ სწორად შერჩეულ სახელს შეუძლია კომპანია ლიდერად აქციოს, შეცდომამ კი - მილიონები დააკარგვინოს.

Apple - გენიალური სიმარტივე - სულ რაღაც ორი მარცვალი და ყველასთვის ნაცნობი ხილი. სტივ ჯობსმა დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიურ გიგანტს არ სჭირდება რთული, მეცნიერული სახელი. პირიქით, "ვაშლი“ ყველასთვის გასაგები აღმოჩნდა.

Amazon - მასშტაბის ძალა - თავიდან კომპანიას "Cadabra" ერქვა, მაგრამ ჯეფ ბეზოსი მალევე მიხვდა, რომ ეს სახელი ცუდად ჟღერდა. მან აირჩია "Amazon" - მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარის სახელი. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ მისი მაღაზიაც ყველაზე დიდი და მასშტაბური იქნებოდა.

Google - შეცდომა, რომელიც ბრენდად იქცა - თავიდან ამ საძიებო სისტემას "BackRub" ერქვა. შემდეგ მათემატიკური ტერმინი "Googol" შეარჩიეს, რაც უზარმაზარ ციფრს ნიშნავს. შეცდომით კი "Google" დაწერეს. ეს სახელი იმდენად მარტივი გამოდგა, რომ დღეს ადამიანები "დაგუგვლას“ ლაპარაკისას ზმნადაც კი ვიყენებთ.

შეცდომები, რომლებმაც ბევრი ასწავლა ბიზნესს:

IBM - გრძელი სახელიდან სამ ასომდე - ცოტას თუ ახსოვს, რომ ამ კომპანიას თავიდან International Business Machines Corporation ერქვა. ეს სახელი იმდენად გრძელი და "მშრალი“ იყო, რომ ადამიანებს მისი დამახსოვრება უჭირდათ. ბრენდმა წარმატებას მხოლოდ მას შემდეგ მიაღწია, რაც ეს გრძელი წინადადება სამ ასო-ბგერამდე - IBM-მდე შეკუმშა.

KFC - როცა თარგმანი ბიზნესს აზარალებს - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ბიზნესის ისტორიაში. როდესაც KFC ჩინეთის ბაზარზე შევიდა, მათ სურდათ თავიანთი ცნობილი ფრაზა - "ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ“ გამოეყენებინათ, თუმცა, თარგმნისას დიდი შეცდომა დაუშვეს, ჩინურად ეს სლოგანი ჟღერდა, როგორც - "შეჭამეთ თქვენი თითები“. 

წარმოიდგინეთ მომხმარებელი, რომელიც პირველად ხედავს ახალ რესტორანს და იქ პირდაპირ მოუწოდებენ, რომ საკუთარი თითები შეჭამოს. ამ უცნაურმა შეცდომამ ხალხი ძალიან დააბნია და ბრენდს დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ მომხმარებლის ნდობა ისევ დაებრუნებინა.

3 პროფესიული ფილტრი: როგორ შევარჩიოთ სახელი სწორად?

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესის სახელი წარმატების ფორმულად იქცეს, გაიარეთ ეს 3 პროფესიული ფილტრი"

1. ორმარცვლიანი წესი და "ენერგიის დაზოგვა" 

დიდი ბრენდების უმეტესობა (Lego, Sony, Nike, Apple) მოკლეა. ფსიქოლოგები ამას "ენის სიმსუბუქეს" უწოდებენ. რაც უფრო მოკლეა სიტყვა, მით უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ტვინი მის აღსაქმელად.

2. "ხმაურიანი ოთახის" ტესტი

წარმატებული სახელი უნდა ჟღერდეს მკაფიოდ. არსებობს ასეთი ხრიკი - წარმოიდგინეთ, რომ ხმაურიან წვეულებაზე ხართ და ვიღაცას თქვენი კომპანიის სახელს ეუბნებით. თუ ადამიანს მოუწია კითხვა "რაო?", "როგორ იწერება?", ე.ი. სახელი სუსტია.

3.ასოციაციური მეხსიერება

სახელი მომხმარებლის გონებაში სურათს უნდა ხატავდეს. ტვინი ბევრად უფრო სწრაფად ინახავს გამოსახულებას, ვიდრე აბსტრაქტულ ტერმინს.

რატომ მუშაობს ეს? შეხედეთ Tesla-ს. სახელი პირდაპირ ნიკოლა ტესლასთან, შესაბამისად კი ელექტროენერგიასთან და მომავლის ტექნოლოგიებთან ასოცირდება. თქვენ არ გჭირდებათ იმის ახსნა, რომ კომპანია ინოვაციურია - სახელი ამას თქვენ ნაცვლად აკეთებს.

საბოლოოდ, ბრენდის დასახელება თქვენი ბიზნესის პირველი რეალური აქტივია. სწორად შერჩეული სიტყვა დამოუკიდებლად მუშაობს თქვენთვის, ის ზოგავს სარეკლამო ბიუჯეტს, რადგან ხალხს ძალისხმევის გარეშე ამახსოვრდება და აჩენს ნდობის იმ ხარისხს, რომლის მოპოვებასაც სხვა შემთხვევაში წლები დასჭირდებოდა.

იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!

Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.

მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა

კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01

მილიარდ დოლარიანი სიტყვები - როგორ წყვეტს ბრენდის სახელი ბიზნესის ბედს?

სხვა სიახლეები