აზრის ლიდერები სოციალურ ქსელებში...
21. 11. 2017
დღეს ინტელექტუალური ლიდერობის შესაქმნელად ყველაზე კარგი ინსტრუმენტი ციფრული ტექნოლოგიებია. ამ ტიპის ლიდერობა, თავის მხრივ — კარგი მარკეტინგული ნაბიჯია. კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი მმართველები წარადგინონ,როგორც გავლენიანი ლიდერები, რომლებიც მოიზიდავენ ახალ მომხმარებლებს.
ვნახოთ როგორ იყენებენ ტოპ-მენეჯერები სოციალურ ქსელებს:
CEO.com და Domo-ს კველევების თანახმად ortune 500- ის ხელმძღვანელების სიის 60% არ არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში. CEO.com-ი თავის ანგარიშში იუწყება: «სოციალური მედია ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბრენდის რეპუტაციაზე. აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში ან უბრალოდ გავლენა იქონიოს მასზე, ან მისცეს საშუალება საზოგადოებას თავად განსაჯონ კომპანის კორპორატიული იმიჯი». უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელებში ინტელექტუალური ლიდერობა მჭიდრო კავშირშია მართველის საქმიანობის სფეროსთან. კვლევებმა აჩვენა, რომ IT კომპანიების ხელმძღვანელები, საცალო მოვაჭრეები, მედია წარმომადგენლები და გართობის სფეროს წარმომადგენლები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ისეთი სფეროს მართველები, როგორიცაა ენერგეტიკა და საჰაერო გადაზიდვები. B2C-კომპანიები უნდა იყვნენ საჯაროდ ხელმისაწვდომები, ხოლო B2B -კომპანიებს კი შეუძლიათ უგულვებელყონ ეს ფაქტი. ანგარიშში ასევე გაანალიზებულია თუ რომელ სოციალურ ქსელებს აქვთ წამყვანი როლები. (ტოპ მენეჯერების უმრავლესობა მუშაობს ერთ ან ორ სოციალურ ქსელში, მხოლოდ ხუთ ხელმძღვანელს აქვს ოთხი სოციალური ქსელი და მხოლოდ ერთს ხუთი). წამყვანი პოზიციები უკავი LinkedIn-ს, შემდეგ მოდისTwitter-ი. Fortune 500 -ის სიიდან 40 ხელმძღვანელი იყენებს Facebook-ს, ხოლო 11 — Instagram-ს.
ეს მონაცემები გვიჩვენებს, რომ გავლენიანი ადამიანებისათვის არსებობს მხოლოდ ორი ეფექტური სოციალური პლატფორმა. Twitter — საუკეთესო ადგილი საჭირო სიახლეების გასაგებად და საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად, ხოლო LinkedIn-ი კი არის საუკეთესო გზა პროფესიონალთა წრეში მეგობრების და კოლეგების შესაძენად. კომპანიის ხელმძღვანელებისთვის საკუთარ აუდიტორიასთან სასაუბროდ დღეისთვის საუკეთესო საშუალება სოციალური ქსელებია და ამის არ გამოყენება ძალიან დიდი შეცდომა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გავლენის გაზომოვა ძნელია, სოციალური მედია აძლევს მენეჯერს უნიკალურ შესაძლებლობას, აწარმოონ დიალოგი საზოგადოებასთან. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, მიუხედავად იმისა თუ როგორ განვითარდება მომავალში ინტელექტუალური ლიდერობა.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01