რა უნდა ვიცოდე როგორც დამკვეთმა ლოგოს დაკვეთამდე?
ლოგოს დამზადება დიდი ნაბიჯია თქვენი ბიზნესისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენიმე რამ წინასწარ გაითვალისწინოთ:
ლოგო უნდა ასახავდეს თქვენს ბიზნესს
ლოგო თქვენი კომპანიის „სახეა“ - ის უნდა გადმოსცემდეს, თქვენი ბიზნესის არსს, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ როგორ გინდათ, რომ მომხმარებლებმა აღგიქვან. მაგალითად, თუ თქვენი ბიზნესი ბავშვთა პროდუქტებზეა, ფერადი და მხიარული ლოგო შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე სერიოზული და მკაცრი დიზაინი.
უნდა გამოიკვლიოთ თქვენი კონკურენტები
ნახეთ როგორი ლოგოები აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებს თქვენს მსგავს პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობენ. ასე უკეთ გეცოდინებათ, რა სტილი მოგწონთ ან, პირიქით, რა არ გსურთ თქვენი ლოგოსთვის.
უნდა გადაწყვიტოთ, რა ტიპის ლოგო გინდათ
ლოგო შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ტექსტისგან (მაგ: კომპანიის სახელისგან), მხოლოდ სიმბოლოსგან, ან მათი კომბინაციისგან. წინასწარ განსაზღვრეთ, როგორი სტილის ლოგო ასახავს ყველაზე მეტად თქვენი ბიზნესის ხასიათს.

ფერი და სტილი
ფერებსა და ფორმებს ძლიერი გავლენა აქვს იმაზე თუ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები თქვენს ბრენდს. მაგალითად, ლურჯი ხშირად სანდოობას აღნიშნავს, ხოლო წითელი – ენერგიას. დიზაინერს დაეხმარება, თუ თავიდანვე გეცოდინებათ, რა ფერები გადმოსცემს ყველაზე კარგად თქვენს ხასიათს.
ყურადღება გაამახვილეთ მის სიმარტივეზე
გახსოვდეთ, ლოგო მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი უნდა იყოს. თუ მას ძალიან ბევრი დეტალი აქვს, შეიძლება რთული იყოს მისი აღქმა, განსაკუთრებით მცირე ზომებში.
როდესაც თქვენ გაქვთ მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი ლოგო გსურთ - იცით ფერები, გაქვთ მონახაზი, მიახლოებითი სტილი ეს უადვილებს დიზაინერს ამოცანას და ის მარტივად ქმნის თქვენთვის სასურველ ლოგოს. ხოლო როდესაც დიზაინერს ნულიდან უწევს ლოგოს დახატვა თქვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად მას შეიძლება მოუწიოს უფრო მეტი ვარიანტის შექმნა, რაც ასევე უფრო მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01