რა არის ბრენდინგი და რა როლს თამაშობს ის თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

 რა არის ბრენდინგი და რა როლს თამაშობს ის თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

„კომპანიისთვის ბრენდი ადამიანის რეპუტაციას ჰგავს. თქვენ რეპუტაციას იმსახურებთ იმით, რომ ცდილობთ კარგად გააკეთოთ რთული საქმეები.” - ჯეფ ბეზოსი

ბრენდინგი მნიშვნელოვანია. ის არა მხოლოდ ტოვებს სამახსოვრო შთაბეჭდილებას მომხმარებლებზე, არამედ საშუალებას აძლევს მომხმარებლებს იცოდნენ რას უნდა ელოდნენ კომპანიისგან. ეს არის კონკურენტებისგან საკუთარი თავის გამორჩევის საშუალება და მარტივად აღქმა იმისა, თუ რომელი კომპანია რას სთავაზობს ადამიანებს. 

ბრენდი

ბრენდი წარმოადგენს კომპანიის სარკეს და რეალურად ყვება თუ რას წარმოადგენს შენი ბიზნესი და როგორ გინდა, რომ იყო აღქმული. 

კომპანიები მხოლოდ პროდუქტს არ ყიდიან. ისინი ყიდიან გამოცდილებას, ემოციებსა და რწმენას.

არსებობს მრავალი გზა, რომელიც გამოიყენება ბრენდის შესაქმნელად, მათ შორის რეკლამა, მომხმარებელთა მომსახურება, სოციალური პასუხისმგებლობა, რეპუტაცია და ვიზუალი. ყველა ეს ელემენტი (და მრავალი სხვა) ერთად მუშაობს ერთი უნიკალური და საყურადსაღებო პროფილის შესაქმნელად. 

რა არის ბრენდინგი?
ბრენდინგის ახსნა მარტივი არ არის, მისი სწორი განმარტება მოითხოვს ბიზნესის, მარკეტინგისა და ურთიერთობების საფუძვლების კარგ გაგებას. ბრენდინგი გულისხმობს კომპანიის ბრენდის იდენტობის დადგენას. ბრენდის იდენტურობა და ღირებულება კი არის კორპორაციის ისტორია, რომელიც განასხვავებს მას სხვა კომპანიებისგან, რომლებიც ყიდიან იმავე სერვისებსა თუ პროდუქტებს. 

ბრენდს უნდა ჰქონდეს იდენტობა (ვინ არის), პიროვნება (როგორ იქცევა) და გამოცდილება (როგორ ახსოვს).

ბრენდინგი არის თქვენი ორგანიზაციისთვის მახასიათებლების ან თვისებების კვლევის, შემუშავებისა და დანერგვის პროცესი, რათა ლოიალურმა მომხმარებლებმა დაიწყონ თქვენი ბრენდის ასოცირება თქვენს პროდუქტებთან ან სერვისებთან.

ბრენდი

მნიშვნელოვანია ბრენდინგის დაწყებამდე გავცეთ პასუხი რამდენიმე კითხვას:

  • რა არის თქვენი მისია?
  • რატომ შექმენით ეს ბიზნესი?
  • რას სთავაზობს თქვენი ბრენდი მომხმარებელს?
  • რა ღირებულებები აქვს თქვენს ბრენდს?
  • რა გამოარჩევს თქვენს ბრენდს კონკურენტებისგან?

ამ კითხვებზე პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უზრუნველყოფს, რომ თქვენი ბრენდი შეესაბამებოდეს თქვენს მიზნებს. დაუთმეთ ერთი დღე ამ კითხვებზე ფიქრს და ჩამოწერეთ ბულეთების სახით, რაც გაგიმარტივებთ საქმეს მომავალში.

ბრენდი ცოცხალი უნდა იყოს სულ, ყველგან და ყოველთვის. 

Coca-Cola-ს ბრენდის მენეჯმენტს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოგო. იგი წლების განმავლობაში იპყრობდა მყიდველების ყურადღებას. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა გავლენა აქვს ადამიანებზე ეფექტურ, თანმიმდევრულ ბრენდინგს

რატომ არის ბრენდინგი გადამწყვეტი ბიზნესისთვის?
ბრენდი არის ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, რადგან კომპანიას სძენს იდენტობას, რაც ხდის მას დასამახსოვრებელს. ბრენდინგი ზრდის ბიზნესის ღირებულებას, რაც მნიშვნელოვანია მომავალი ბიზნესის გენერირების მცდელობისას. ეს მას უფრო მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს ბაზარზე მისი მყარად დამკვიდრებული ადგილის გამო.

ეფექტური ბრენდინგის უპირატესობები:

  • ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია მომხმარებლებისთვის, როცა იღებენ შეძენის გადაწყვეტილებას;
  • უზრუნველყოფს, რომ ბიზნესი სამახსოვრო დარჩეს მომხმარებლის გონებაში;
  • კონკურენტებისგან გამოგარჩევთ;
  • გეხმარებათ იმიჯის შექმნაში;
  • აყალიბებს ნდობას ბაზარზე;
  • ზრდის კომპანიის ღირებულებას;
  • იზიდავს ახალ მომხმარებლებს.

გაიგეთ მეტი თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ
ბრენდინგი არის თქვენი ერთგული მომხმარებელთა ბაზის ინფორმირებულობა, ცოდნა და ნდობა. ამიტომ აუცილებელია გაიგოთ თუ ვინ არის თქვენი მომხმარებელი, რათა მიიღოთ სასურველი შედეგები - ცნობადობა, აღიარება, ნდობა, შემოსავალი. ჩაატარეთ მიზნობრივი ბაზრის კვლევა და გამოიკვლიეთ:

  • ვინ არის თქვენი ერთგული მომხმარებელი?
  • ვინ სარგებლობს თქვენი პროდუქტით?
  • რატომ და რისთვის შექმენით თქვენი პროდუქტი?
  • როგორი უნდა იყოს პირველი შთაბეჭდილება თქვენს ბრენდზე?

იფიქრეთ თქვენს ბრენდზე, როგორც პიროვნებაზე. 

ბრენდინგი

ბრენდინგი პრაქტიკაში
ბრენდინგის თემა ნამდვილად არ არის ერთგვერდიანი და მარტივი. ეს არის მუდმივად განვითარებადი საგანი, რომელიც მოიცავს ბევრ სფეროს: ბიზნესის მენეჯმენტი, მარკეტინგი, რეკლამა, დიზაინი, ფსიქოლოგია და სხვა. ბრენდინგს ასევე აქვს სხვადასხვა ფენა, თითოეულს თავისი მნიშვნელობა და სტრუქტურა აქვს. 

ეს არ არის იგივე, რაც მარკეტინგი, მაგრამ ამ ორს შორის ბევრი საერთო საფუძველია, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ ან უარვყოთ, რომ ბრენდინგი და მარკეტინგი ერთგვარად ექვემდებარება ერთმანეთს. ისინი ურთიერთდამოკიდებულნი არიან და მათი უპირველესი მიზანია ემსახურონ ბიზნესს.

გახსოვდეთ, რომ ბრენდის სიძლიერე მდგომარეობს მის უკან მდგომ ადამიანებში. თუ თქვენი თანამშრომლები აქტიურად არ წარმოადგენენ და არ ავრცელებენ თქვენს ბრენდს, ეს თქვენთვის ეფექტური არ იქნება.

აქ არის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები მსოფლიოში 2024 წელს:

აქ არის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები მსოფლიოში 2024 წელს:

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

რა არის ბრენდინგი და რა როლს თამაშობს ის თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

სხვა სიახლეები