AI მარკეტინგსა და დიზაინში - როდის ჩაგვანაცვლებს?
რეალური გავლენა მარკეტინგსა და დიზაინზე
უკვე 2025 წელია - ერთ წამში იქმნება ტექსტი, ლოგო, ბანერი, სლოგანი. Midjourney ხატავს პოსტერებს. ChatGPT ქმნის კამპანიის სტრატეგიას.
სწორედ აქ იბადება მთავარი კითხვა: შეცვლის AI ადამიანურ რესურსებს? და თუ შეცვლის ვის და როგორ?
ხელოვნური ინტელექტი უკვე აკეთებს იმას, რისთვისაც ადრე დიდ ბიუჯეტს და ადამიანურ რესურსს ვხარჯავდით:
და ეს ყველაფერი კეთდება წუთებში.
მაგალითად, კომპანიამ შეიძლება აიღოს ერთი AI ინსტრუმენტი, ჩაწეროს პროდუქტის მახასიათებლები და მიიღოს სარეკლამო კამპანია: ტექსტებით, სლოგანებით, ვიზუალური გაიდლაინის წინადადებებითა და სოციალური მედიის იდეებით.
სამშენებლო კომპანია "ალფა სახლმა" საიტზე ჩააინტეგრირა AI ჩატბოტი, რომელიც უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს ყველანაირ კითხვაზე სცემს პასუხს. ან თუნდაც ახლა რომ არ გეგმავდე ბინის შეძენას, მაგრამ უბრალოდ გაქვს კითხვები სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებით, შეგიძლია მიმართო მას და გაგცემს პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც გაქვს. მას შეუძლია ჩაგინიშნოს შეხვედრა გაყიდვების მენეჯერთან და გთავაზობს უფასო კონსულტაციას მასთან. ადრე ამას ძალიან დიდი ადამიანური რესურსის ხარჯზე აკეთებდა კომპანია "ალფა სახლი", თუმცა დღევანდელ დღეს უკვე ჩატბოტს შეუძლია მარტივად შექმნას ის, რაც აქამდე მოითხოვდა მეტ ძალისხმევას.
AI არ ცვლის პროფესიონალებს. ის ცვლის მათ, ვინც არ იცვლება და არ ვითარდება AI-სთან ერთად. ყველაზე დიდი საფრთხე ელით მათ, ვინც რუტინულ დავალებებს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ პოზიციებს AI საკმაოდ მალე შეცვლის.
რას ქმნის დღეს AI?
მარკეტინგში:
- სარეკლამო ტექსტებს (რეკლამისთვის, სოც. მედიისთვის, საიტისთვისთვის);
- მარკეტინგულ სტრატეგიებს (SWOT ანალიზი, მომხმარებლის პერსონა);
- კონტენტის კალენდრებსა და კამპანიის იდეებს;
- SEO ოპტიმიზებულ ბლოგებსა და საიტის ტექსტებს.
დიზაინში:
- აგენერირებს ლოგოს ვიზუალებს (Midjourney, Looka, Brandmark);
- ქმნის moodboard-ებს და დიზაინის იდეებს წამებში;
- ავტომატურად აწყობს პრეზენტაციების დიზაინს (Tome, Gamma);
- UX/UI-ს საწყის სტრუქტურებს და ვიზუალურ კომპონენტებს.
რას ვერ აკეთებს AI მითითებების გარეშე?
1. ემოცია და ინტუიცია
GPT არ არის ადამიანი. მას არ აქვს გრძნობა მხოლოდ ინტერპრეტაცია. ის არ ქმნის შინაარსს გამოცდილებიდან. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ემოციებს ჩართავს მაშინვე როცა თქვენ მისცემთ სათანადო მითითებებს და ზუსტად განუსაზღვრავთ ტონს.
2. დაუგეგმავი კრეატივი
საუკეთესო იდეები ხშირად მოდიან ქაოსიდან უცნაური ასოციაციებიდან, შინაგანი იმპულსებიდან. AI ამგვარ იდეებს ვერ ქმნის დამატებითი მითითებების გარეშე, ის ცდილობს იყოს სწორი ზოგადი გადმოსახედიდან.
3. კულტურული და ლოკალური სიღრმე
საქართველო, იაპონია ან იტალია - თითოეულ ქვეყანას აქვს ენა, ჟარგონი, ქვეტექსტი. ეს GPT-ს არ აქვს ბუნებრივად, მას ეს მხოლოდ სტატისტიკურად აქვს;
4. ბრენდის ხმა და ინდივიდუალობა
საუკეთესო ბრენდებს აქვთ ხასიათი და ეს ხასიათი არ იქმნება „ნეიტრალური“ ტექსტით. ის იქმნება ღირებულებებით, ტონით, ამბით.
GPT არ ანაცვლებს პროფესიონალებს - ის ანაცვლებს იმ ადამიანებს, ვინც მის მიღებაზე უარს ამბობს. მარკეტინგი და დიზაინი არ კვდება - ისინი იცვლებიან და ვინც ამ ცვლილებას მიყვება, ის გახდება ახალი ერის ლიდერი.
შენ მთავარია უნარები განივითარო და უბრალოდ უნდა იცოდე - როგორ დაამატო შენს უნარებს AI, როგორც თანაგუნდელი.
არასდროს იყო ადამიანი ტექნოლოგიის პირისპირ, იყავი ადამიანი, რომელსაც ტექნოლოგია უმაგრებს ზურგს.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01