2019 წლის ბრენდინგის 10 ყველაზე კრეატიული მიმართულება. ნაწილი 1
1. ლოგოები, რომლებიც იცვლიან ფორმას
დავიწყოთ ბრენდინგის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლით, რომელიც 2019 წელს გველოდება, რადგან ის ეხება ყველას, მიუხედავად საქმიანობის სფეროსა. ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით მარკეტოლოგების უმრავლესობა უარს ამბობს ისეთ მოძველებულ პრინციპზე როგორიცაა «არასდროს არ შეცვალო შენი ლოგო», და აკეთებენ არჩევანს ოპტიმიზირებულ და ცვალებადი ფორმების ლოგოების სასარგებლოდ. იდეა მდგომარეობს შემდეგში, ბრენდს უნდა ჰქონდეს ლოგოს რამდენიმე ვერსია, რათა მათი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში იყოს შესაძლებელი. ლოგო მობილური აპლიკაციისთვის - ვიღებთ პტარა მარტივ ვერსიას. სარეკლამო, დაბრენდილი მაისურებისთვის- შავ-თეთრი ლოგო დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში. თუ ეს კონცეფცია თქვენთვის მისაღებია მაშინ გაჩვენებთ 3 სფეროს,რომელშიც ის ყველაზე მეტად გამოგადგებათ: 1. რესპონსივი: ციფრულ პლატფორმაზე, სადაც თქვენი ლოგო იცვლება ეკრანის ზომაზე (პერსონალური კომპიუტერის, ლეპტოპის, პლანშეტის და მობილური მოწყობილობების ეკრანზე). 2. კონტექსტური: ლოგო იცვლება იმის შესაბაამისად, თუ სად გამოიყენება (სხვადასხვა ლოგო: სავიზიტო ბარათისთვის, მაისურებისთვის და სხვადასხვა საჭიროებებისთვის). 3. ცვალებადი: თქვენი ლოგოს გარკვეული ნაწილი იცვლება მარკეტინგული კამპანიების მიხედვით (მაგალითად Google-ს ლოგო სხვადასხვა დღესასწაულების და მოვლენების დროს). არაა საჭირო ბევრი ვერსია — თუმცა არის შემთხვევები როდესაც 4-ც საკმარისია.

Agi Amri- ერთი ლოგოს განსხვავებული დიზაინი

goopanic- ერთი ლოგოს განსხვავებული დიზაინი

Martis Lupus- ერთი ლოგოს განსხვავებული დიზაინი
2.თვალისთვის სასიამოვნო Serif
წლების განმავლობაში ციფრულ დიზაინში მინიმალიზმი დომინირებს, არა მხოლოდ მისი ესთეტიკის გამო, არამედ მისი პრაქტიკული უპირატესობების გამო: მინიმალისტური დიზაინი უფრო მალე იტვირთება და ასევე კარგად ჩანს ყველა ზომის ეკრანზე. მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ მინიმალიზმზე უკუ რეაქციას, რაც გამოიხატება დიზაინში serif- ის გამოყენების ტენდენციით. serif — პატარა ხაზები ასოების კიდეებზე - წარსულში ამ მეთოდს მინიმალისტური ბრენდინგისთვის იყენებდნენ. 2019 წელს ის ბრუნდება - ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ვინტაჟის აქტუალურობით, მაგრამ მთავარ მიზეზად მათი უნარია - შემატონ ბრენდს ინდივიდუალურობა. ამ წელს serif -ს აქვს ინდივიდუალური ხასიათი, რისი მეშვეობითაც ბრენდს ერთდროულად აქვს თანამედროვე და კლასიკური სტილი.
Mike Barnes

Mike Barnes

Sandra Eftimie
3. «მეგობრული» გეომეტრია
მოდით ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე ფუტურისტულ ტენდენციებზე ბრენდინგში - გეომეტრიაზე. გეომეტრიული ბრენდინგი მოიცავს ბადეებს, სწორ ხაზებს და აბსტრაქტულ თანამედროვე ფორმებს. ეს სტილი პასუხობს ადამიანების სწრაფვას წესრიგისკენ. მაგრამ გეომეტრიას აქვს ერთი თანდაყოლილი მინუსი: ასეთი მათემატიკური კონსტრუქციები ცივი, საშიში და ზოგჯერ დამთრგუნველია. რა არის გამოსავალი? გეომეტრიის ევოლუცია ბრენდინგში! ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დიზაინერები რამდენიმე მეთოდს იყენებენ. პირველ რიგში ეს არის ღია და თბილი ფერები, რომლებიც მკაცრ ფიგურებს მეტ სიხალისეს და ორიგინალურობას სძენს. მეორე, დაამატეთ ოვალური მომრგვალო დეტალები, მისი მეშვეობით დიზაინი ნაკლებად მკაცრი და ცივი იქნება.
bo_rad - ლოგოს დიზაინი


შეფუთვის დიზაინი J U L I A M A R I E

CostinLogopus ლოგოს დიზაინი

enfanterrible- ლოგოს დიზაინი
4. ვინტაჟი,როგორც შთაგონების წყარო
2019 წელს ჩვენ ვნახავთ ვინტაჟური ბრენდინგის აღზევებას, ძირითადად ლოგოს და შეფუთვის დიზაინში. ვინტაჟური სტილის ლოგო, როგორც წესი თავმოყრილია ერთი გამოსახულების ირგვლივ. ძირითადად ეს არის დახატული ილუსტრაცია, რომელიც მოქცეულია ჩარჩოში ემბლემით და რომლშიც კომპანიის სახელი დაწერილია შრიფტით, რომელიც ხელით ნაწერს ჰგავს. ხანდახან თუ ადგილი საშუალებას გვაძლევს დიზაინში თავსდება სლოგანიც. ასევე მსგავსი სტილის ლოგოების დიზაინში მითითებულია კომპანიის დაარსების წელიც. ამ სტილში შექმნილ ლოგოებს აქვთ "ძველებური" იერი, რაც მათ დამატებით ხიბლს სძენს.
Martis Lupus -შეფუთვის დიზაინი

Footstep -ლოგოს დიზაინი

GOOSEBUMPS -ლოგოს დიზაინი

DSKY -ლოგოს დიზაინი

Steve Hai- შეფუთვის დიზაინი

Sign²in- ლოგოს დიზაინი
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01
