2019 წლის ბრენდინგის 10 ყველაზე კრეატიული მიმართულება. ნაწილი 2
5.რთული დეტალები
ამ ტიპოგრაფიული ტენდენციის მიზანი — დიზაინში რთული დეკორატიული დეტალების და ორნამენტების დანერგვაა.
ბაროკოთი და არტ- დეკოთი შთაგონებამ და ასევე ბოლო წლებში ხელით შესრულებული ნახატების პოპულარობამ წარმოქმნა ეს მიმდინარეობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მინიმალიზმისგან.
მასში ხშირად გამოყენებული დეტალებია:
- დაჩრდილული ხაზები;
- განმეორებითი სქემები ან ორნამენტები, ერთმანეთზე გადადებული ფიგურები;
- დახვეწილი დეტალები (წამწამები, ნაოჭები, ინდივიდუალური თვისებები და ა.შ..)
- კონცენტრული და პარალელური ხაზები;
- სხვადასხვა დეტალებით შევსებული უარყოფითი სივრცე;
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტენდენცია მხატვრული თვალსაზრისით ძალიან ლამაზი და ესთეტიურია მსგავსი ლოგოს შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოთ ზემოთ ნახსენები ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ლოგო უნდა იცვლებოდეს იმის შესაბამისად, თუ სად გამოიყენება ის. დეტალიზირებული სიმბოლოები სძენს გარკვეულ ხასიათს დიზაინს, ამ დროს მთავარია დაიცვათ ოქროს შუალედი.
Mad pepper -შეფუთვის დიზაინი. ეს მაგალითი გამონაკლისია: დიზაინერმა ერთმანეთს დაუკავშირა რთული დეტალები და «მეგობრული» გეომეტრია
Justswell- ლოგო
merci dsgn- ლოგო
Jani Tavanxhi -ლოგო
thedani- ლოგო
6. პიქსელები
გინდათ შესძინოთ თქვენ ბრენდს ფუტურისტული და რეტრო იერი? სცადეთ პიკსელები: ისინი იწვევენ 80-90-იანი წლების ვიდეო თამაშების ნოსტალგიას და ასოცირდება მოწინავე ციფრულ აზროვნებასთან. ეგრეთ წოდებული «პიქსელური (ან 8-ბიტიანი) ხელოვნება» იყენებს დიდ მონოქრონულ კვადრატებს, რომლებიც განასახიერბენ პიქსელებს და მათი ერთობლიობა ქმნის საჭირო გამოსახულებას. ეს ტენდენცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ ნებისმიერი გმოსახულება პირდაპირ 80-იანებიდან ან უბრალოდ აირჩიოთ რამე უფრო აბსტრაქტული და პოსტმოდერნული დაპიქსელებული ფიგურა.
aarif™ -ლოგო
Milusko -ლოგო
CostinLogopus ლოგო
undrthespellofmars- ლოგო
7. კონტურული ასოები
ტიპოგრაფიის ტენდენციები — ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ინოვაციებიდან შესაძლებელია აღინიშნოს კონტურის ასოების ხშირი გამოჩენა (Ghost Letters), მკვეთრი გარშემორტყმული კონტური და შიგნიდან გამჭირვალე, რაც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ მათ უკან არსებული ფონი. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებაში იყო კონტურის ღილაკები (Ghost Button), რომელიც მთავარ გამოსახულებასთან ერთად პოპულარული გახდა (Hero Image) 2010-წლის დასაწყისში. გამჭვირვალე ღილაკები განკუთვნილია იმისთვის, რომ სურათზე განთავსებისას არ მიიქციოს ზედმეტი ყურადღება და არ გადაფაროს გამოსახულების ეფექტი. ეს აერთიანებს ორ ტენდენციას, თქვენ იღებთ კონტურულ ასოებს — დიდ ტიპოგრაფიას, რომელიც არ მიიქცევს მთელ ყურადღებას და ვიზიტორი შეძლებს ფონური სურათების კარგად დანახვას. აიღეთ დიდი ასოები, შემოავლეთ მათ სქელი კონტურები, ისე ,რომ მომხმარებლებს არ გაუჭირდეთ მათი წაკითხვა, გახსოვდეთ,რომ ესეთი უცნაური შრიფტი მხოლოდ სათაურებისთვის უნდა გამოიყენოთ.
simplest™ -ლოგო
Cuchillo ლოგო
Mithum- ლოგო
goopanic- ლოგო
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01