8 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოებაში
მთელი ჩვენი ცხოვრება მოლაპარაკებების სერიაა. არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებთ: ვყიდულობთ მანქანას, ვირჩევთ უნივერსიტეტს, აგვყავს ახალი თანამშრომლები თუ უბრალოდ ვარჩევთ ფილმს საღამოს საყურებლად. ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაცია ხდება მოლაპარაკების მიზეზი. მოლაპარაკებების წარმოების ჩვენი უნარი დაკავშირებულია გადაწყვეტილებების მიღების უნართან- ეს კი წარმატებული ცხოვრების საფუძველია.
1. ისწავლეთ მოსმენა
თანამოსაუბრის მოსმენის უნარი ხშირად საკმარისად არ აფასებენ, არადა სწორედ ამ უნარის საშუალებითა შესაძლებელი გავიგოთ ადამიანზე ყველაფერი - მისი სურვილები, შიშები და კიდევ უამრავ რამ. შემდეგი მოლაპარაკებების დროს არ ეცადოთ მანამდე მოიფიქროთ საკუთარი პასუხი, სანამ თქვენი თანამოსაუბრე საუბრობს, არამედ ყურადღებით მოუსმინეთ მას. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ინტონაციას, ჟესტიკულაციასა და სახის მიმიკებს.
2. განავითარეთ ემოციური ინტელექტი
ჩვენ ჩვეულებრივ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი შიშების, ეგოიზმის ან სიხარბის საფუძველზე. ემოციური ინტელექტი - საკუთარი და სხვისი გრძნობების ამოცნობის უნარია. მოლაპარაკებების დროს ის დაგეხმარებათ ემოციების შეკავებაში და პრობლემის გადაჭრის რაციონალურად მიდგომაში, ასევე, სხვა ადამიანების გრძნობების მართვაში. მოლაპარაკება არის კონსტრუქციული დიალოგი ორ მხარეს შორის, რომლებიც მიისწრაფვიან შეთანხმებისკენ. გაბრაზება და გაღიზიანება სისუსტისა და არაპროფესიონალიზმის ნიშანია. მეორე მხარეზე თავდასხმა გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ თქვენი თანამოსაუბრე დაიხურება და დაიწყებს თავის დაცვას. და თქვენი ემოციები თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
3. ისწრაფეთ ორმხრივი სარგებლისკენ
"დაეხმარეთ ადამიანებს მიიღონ ის, რაც სურთ და თქვენ მიიღებთ იმას, რაც გსურთ". მაგალითად: თუ ადამიანს სჭირდება ბინის შეძენა ნუ იფიქრებთ მხოლოდ თქვენთვის მომგებიანი ვარიანტების შეთავაზებაზე, გამოკითხეთ მას მისი საჭიროებების და შესაძლებლობების შესახებ და შესთავაზეთ ოპტიმალური ვარიანტი, ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე მოგებული დარჩება.
4. იყავი ცნობისმოყვარე
ეს კიდევ ერთი დაუფასებელი უნარია. ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის, ნება მიეცით მეორე მხარეს ისაუბროს. ამ გზით თქვენ ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. ჩვენ, როგორც წესი, უხერხულად მიგვაჩნია ბევრი კითხვის დასმა, მაგრამ ეს ეფექტური მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შემდეგ ჯერზე ეცადეთ გამოიჩინოთ ცნობისმოყვარეობა და გულწრფელი ინტერესი ადამიანების მიმართ და დასვით კითხვები, როგორიცაა:
- რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- იქნებ ამიხსნათ რას გულისხმობთ?
- რას ფიქრობთ... (ამა თუ იმ თემასთან) დაკავშირებით?
5. ისაუბრეთ მკაფიოდ
ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ რა და როგორ თქვათ. ასე რომ, სანამ ლაპარაკს დაიწყებთ, შეაგროვეთ თქვენი აზრები. ძალიან სწრაფად ნუ ილაპარაკებთ, თქვენ ემინემი არ ხართ :). მკაფიოდ და აუჩქარებლად საუბრობთ, უფრო თავდაჯერებული და კომპეტენტური ადამიანი შთაბეჭდილებას დატოვებთ.
ასევე, შეეცადეთ მოიშოროთ პარაზიტული სიტყვები და ფრაზები, როგორიცაა „პატიოსნად“, „ბოდიში, რომ გეკითხები, მაგრამ…“, „ბოდიში, მაგრამ…“, „სამწუხაროდ“.
6. გააკეთეთ პაუზა
გამოიყენეთ პაუზა კონკრეტულ წინადადებაზე ან კითხვაზე ფოკუსირებისთვის.
ასევე, ეს სტრატეგია მუშაობს მაშინაც, როდესაც ვინმე ცდილობს მოლაპარაკების დროს თავს თქვენთვის არამომგებიანი პირობები მოგახვიოთ.
გაეცით მას პასუხი და გააკეთეთ პაუზა. ამ დროს სიტუაცია შეიძლება ძალიან უხერხული გახდეს, მაგრამ ეცადეთ, გუნება, თვითკონტროლი არ დაკარგოთ და არ აჩვენო, რომ ნერვიულობ.
7. მოემზადეთ წინასწარ
მზადყოფნა - ეფექტური მოლაპარაკებების მთავარი წესია. გაიგეთ რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებზე, ად დროს თქვენ მზად იქნებით მოვლენების ყველა მოულოდნელი შემობრუნებისთვის. მოამზადეთ გეგმა, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს.
8. არ შეუშინდეთ სტატუსს
ჩვენ საკმაოდ ხშირად ვღელავთ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან საუბრისას და გვავიწყდება, რომ ისევე როგორც ჩვენ მათ აქვთ საკუთარი შიშები და პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს აქვს უპირატესობა. არასოდეს მისცეთ უფლება მეორე მხარეს თავს მოგახვიოთ თავისი პირობები, როგორი გავლენიანიც არ უნდა იყოს ის. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და შეგიძლიათ დაამტკიცოთ თქვენი შეხედულებები, პირობები და ღირებულებები მაშინ არ უნდა მოგერიდოთ მათი დაცვა.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01