მასლოუს პირამიდა - პიროვნული განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯები

მასლოუს პირამიდა არის ადამიანის საჭიროებების კრებული იერარქიული თანმიმდევრობით, დაწყებული საკვების მიღებიდან მუდმივ თვითგანვითარებამდე. იგი ასახავს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მოტივაციურ კონცეფციას - მოთხოვნილებების იერარქიის თეორიას, რომელიც შემუშავებულია ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაამ მასლოუს მიერ.

მასლოუ  თვლიდა, რომ თუ ადამიანი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილების წინა დონეს, მაშინ მას არ შეუძლია შემდეგზე გადასვლა. მაგალითად, თუ ადამიანს სჭირდება საკვები, მაშინ ის ნაკლებად სავარაუდოა, რომ იფიქროს თვითგანვითარებაზე. 

უბრალოდ არ აურიოთ ეს კონცეფცია იმ სიტუაციაში, როდესაც ძალიან გშიათ, მაგრამ აგრძელებთ მუშაობას ან სხვა რამეს აკეთებთ. ფაქტობრივად, თქვენ გაქვთ საჭმელი და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ შიმშილი. სხვა საკითხია, როცა არ არის საჭმელი, არ არის ფული და რამეა მოსაფიქრებელი ამის გამოსასწორებლად.

მნიშვნელოვანი ფაქტი: თავად მასლოუ არანაირად არ მონაწილეობდა პირამიდის შექმნაში. თავის პირველ ნაშრომებში, „ადამიანის მოტივაციის თეორია“ (1943) და „მოტივაცია და პიროვნება“ (1954), მან გამოყო ადამიანის საჭიროებების ხუთი დონე. შემდგომში მისი თეორია დაიშალა თეზისებად და სწორეთ მათ საფუზველზე შეიქმნა პირამიდაც.

 ბუნებრივია, ერთ სურათს არ ძალუძს გადმოსცეს ფსიქოლოგის ყველა ნაშრომის არსი და ამიტომ, უფრო და უფრო ხშირად, მასლოუს თეორიას აკრიტიკებენ რეალობასთან შეუსაბამობის გამო: ყველა ადამიანი არ მიისწრაფვის ბოლო უმაღლესი დონისკენ და ზოგიერთს შეუძლია სხვა დონეზე გადასვლა წინას მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე (როგორც, მაგალითად, გენიოსები, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეზე არიან ორიენტირებულნი).

და მაინც, ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა ფსიქოლოგებს, მარკეტერებსა და მენეჯერებს დაეფუძნებინათ და დაენერგათ  ეს თეორია  ცხოვრებასა და ბიზნესში. 

პიროვნული განვითარება

მაშ ასე, რისგან შედგება მასლოუს პირამიდა?

მასლოუს პირამიდა 5 ძირითადი საფეხურისგან შედგება:

  1. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები;
  2. უსაფრთხოების საჭიროება;
  3. სოციალური ცხოვრების საჭიროება;
  4. პატივისცემისა და აღიარების საჭიროება;
  5. თვითრეალიზაციის საჭიროება.

თუმცა, არსებობს პირამიდის უფრო ვრცელი ვერსია, რომელსაც აქვს 6 და 7 საფეხირიც.

მეექვსე საფეხური ესთეტიკას უკავშირდება. ადამიანს სჭირდება სილამაზე, სიმეტრია, თანმიმდევრობა ვიზუალურ ასპექტში.

მასლოუს იერარქიული პირამიდის ბოლო საფეხურია თვითგამორკვევის საფეხური, რომელიც საკუთარ თავში მოიაზრებს ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლინებასა და რეალიზებას. 

მასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს. თუმცა ასევე აღიარებდა, რომ თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე. მაგალითად, ზოგი ადამიანი თვითშეფასებას სიყვარულის მოთხოვნილებაზე მაღლა აყენებს, სხვები კი თვითრეალიზაციისკენ საერთოდ არ მიისწრაფიან.

1970-იან წლებში მასლოუმ კიდევ ერთი დონე დაამატა – ადამიანის ტრანსცენდენტური (ცდის ფარგლებს გარეთ არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი) მოთხოვნილებები, ანუ გრძნობების მეშვეობით ცოდნის მიღების მოთხოვნილება. ამ დონეში ფსიქოლოგმა გააერთიანა: ადამიანის რწმენა, ბუნებასთან ერთიანობის გამოცდილება, სექსუალური ექსპერიმენტები და ა.შ.

მასლოუს თქმით, თითოეულ ადამიანს სჭირდება თავი დამოუკიდებელ და კომპეტენტურ ინდივიდად იგრძნოს. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს ზრდა-განვითარების ლიმიტი. ერთი სიტყვით, ცნობილი ფსიქოლოგის აზრით, თვითგამორკვევისთვის აუცილებელია საკუთარი გრძნობების შეცნობა, სავსე ცხოვრებით ცხოვრება და მაქსიმალური კონცენტრაცია შინაგან ხმაზე.

თუმცა, დროთა განმავლობაში მასლოუმ გადახედა საკუთარ თეორიას. შემდგომ ნამუშევრებში მან შეცვალა მოტივაციური კონცეფცია და მიატოვა მრავალდონიანი სისტემა. მაგრამ ეს ფაქტი ხელს არ უშლის მთელ მსოფლიოში მარკეტოლოგებს, კვლავ გამოიყენონ პირამიდა თავიანთ საქმიანობაში.

განვითარება

მასლოუს "გადამუშავებული "პირამიდა

შესწორებულ ვერსიაში მასლოუმ ადამიანის საჭიროებები ორ ტიპად დაყო: 

  • დეფიციტური

 ყველაფერი, რასაც ადამიანები აკეთებენ იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკვების, ძილისა და მეგობრების ნაკლებობას. ანუ თითქმის მთელი პირამიდა, მასლოუმ ერთ ტიპად გააერთიანა.

  • უმაღლესი

ყველაფერი ის, რისი სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია: განვითარების სურვილი,  პიროვნებად ჩამოყალიბება და  საკუთარი თავის სრულად რეალიზება.

მასლოუს პირამიდის მიხედვით შეუძლებელია ადამიანის ყველა მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილება, ვინაიდან თავად კონცეფცია წინსვლის მიზნით პიროვნების მუდმივ ზრდას და განვითარებას გულისხმობს. 

პიროვნული განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯები კი მოიცავს: 

  1. პიროვნული ხედვის ჩამოყალიბებას - ანუ კონკრეტული მიზნის დასახვა, თუ სად გინდა იყო მომავალში  და რატომ  - პიროვნული განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. 
  2. პიროვნული განვითარების დაგეგმვა - მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ, თუ სად გინდა იყო, შეგიძლია დაიწყო იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მიაღწიო  დასახულ მიზანს. გეგმა შეიძლება მოიცავდეს მიზნებს და ქვემიზნებს, ნაბიჯებს რაც მთავარი მიზნის მისაღწევად გჭირდება. კარგია თუ დასახულ ამოცანებს დროის ჭრილშიც განიხილავთ.
  3. პროგრესის აღრიცხვა - აღრიცხული წინსვლა მოტივაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. ის გაძლევთ სტიმულს იაროთ წინ უფრო დიდი მიზნებისკენ.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

მასლოუს პირამიდა - პიროვნული განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯები

სხვა სიახლეები