სეტ გოდინი ნებადართული მარკეტინგი, როგორ ვაქციოთ უცხო ხალხი მეგობრებად და მეგობრები მომხმარებლებად

კარგი იქნებოდა მომხმარებლები თავად, რომ მოდიოდნენ თქვენთან, მაშინ აღარ დაგჭირდებოდათ  ზედმეტი ძალისხმევა  მათი ყურადღების მისაქცევად!

თავის წიგნში "Permission marketing" -ი (ნებართვის მარკეტინგი)  სეტ გოდინი (Seth Godin)  გთავაზობთ გზამკვლევს, რომელის დახმარებითაც მომხმარებლების მოზიდვა გაგიადვილდებათ.  

დაპატიჟეთ მომხმარებლები "პაემანზე" "Permission marketing"-ი  (ნებართვის მარკეტინგი) - მისი საშუალებით მომხმარებელს მსუბუქად უბიძგებ  ხანგრძლივ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობისკენ მოქმედება  ხდება  მხოლოდ მისი  ნებართვის შემდეგ. მარკეტინგის გურუ   სეტ გოდინი  Permission marketing-ს (ნებართვის მარკეტინგი)  აღწერს, როგორც მომხმარებლის პაემანზე დაპატიჟებას.

ის გამოყოფს 5 ძირითად ნაბიჯს:

1. მიეცით პოტენციურ მომხმარებელს საკონტაქტო ინფორმაციის დატოვების სტიმული.

2. მას შემდეგ რაც მოიპოვებთ მის ყურადღებას, შესთავაზეთ მოკლე სასწავლო კურსის გავლა, რომლის დროსაც  მოუყვებით მათ საკუთარი პროდუქციის ან/და მომსახურების შესახებ.

3. ინტერესის გასაზრდელად ხშირად  გაუსვით ხაზი თქვენი შეთავაზების უპირატესობებს.

4. მიეცით სტიმული, რაც თქვენდამი ნდობას გააღრმავებს.

5. გარკვეული დროის შემდეგ მომხმარებლის ყურადღება გადაიტანეთ შეთავაზების მომგებიან მხარეებზე.  

Permission marketing-ის  5 ცნება  სეტ გოდინმა (Seth Godin) შეადგინა 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც ყველა მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს:

  1.  მარკეტოლოგი შეგვიძლია შევადაროთ ფერმერს: ის მუდმივად მუშაობს  საკუთარი კლიენტების ბაზაზე და არ არის ორიენტირებულ მხოლოდ ერთჯერად მოგებაზე.
  2. სანდო ურთიერთობის ფორმირება  — ეს არის ხანგრძლივი პროცესი და არა ერთჯერადი ქმედების შედეგი.
  3. არადროს  უღალატოთ კლიენტის ნდობას, მისი საკონტაქტო ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემით.
  4. ხშირად შეახსენეთ თქვენ შესახებ— ეს უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე თავაზიანი დუმილი.
  5. მიეცით პოტენციურ კლიენტს მიზეზი, რომ ყურადღება მოგაქციოთ: შესთავაზეთ მათ განსაკუთრებული ჯილდო -  ფულადიც კი, თამაშები...  ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვებაში.

Permission marketing-ი ითხოვს  შესყიდვების პროცესის სრულყოფილად ცოდნას. ზუსტად  უნდა იცოდეთ რატომ და რა აიძულებს მომხმარებლებს ამა თუ იმ პროდუქციის ან/და მომსახურების შეძენას. ყველა თქვენი ქმედება დამოკიდებული უნდა იყოს ამ პროცესზე  _ ნუ დაელოდებით, რომ მომხმარებელი თავად დაინტერესდება თქვენი პროდუქციით ან/და მომსახურებით.  

ნდობის დონე მარკეტინგის მიმართ ზემოთ ჩამოთვლილი Permission marketing-ის 5 ცნების გარდა კიდევ არსებობს  5 დონე.

გოდინმა ისინი ეფექტიანობის დონის  ზრდის მიხედვით დაალაგა. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:

1. სიტუაციური ნდობა ნდობის პირველი დონე— როდესაც მომხმარებელი გაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას ის გაძლევთ ფორმალურ ნებართვას შემდგომში ურთიერთობის გაგრძელებისა. ეს შეიძლება იყოს:

  • მომსახურებაზე ან/და პროდუქციაზე ფასის მოთხოვნა;
  • უფასო ვებინარებზე რეგისტრაცია;
  • სიახლეების გამოწერა;
  • რეგისტრაციის სანაცვლოდ რაიმე სახის საჩუქარი. (მაგ: უფასო წიგნი)

ამ ეტაპზე პოტენციური მომხმარებელი ინტერესდება თქვენი შეთავაზებებით, მაგრამ  მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი შეიძინოს თუ არა თქვენი მომსახურება ან/და პროდუქცია.

2.  ბრენდისადმი ნდობა ბრენდის მიმართ ნდობის მოპოვებისთვის  ბევრი დროა საჭირო, მაგრამ როცა  ნდობა ჩნდება მომხმარებელი გაძლევთ თანხმობას ხანგრძლივ ურთიერთობების აწყობის და მუდმივი კომუნიკაციისთვის. მას შემდეგ რაც ნდობას მოიპოვებს ესა თუ ის ბრენდი  მისი  პროდუქციის ან/და მომსახურების რეკლამირება უფრო მარტივია. ამ ეტაპზე   უკვე აღარ არის საჭირო მომხმარებლების  ნდობის მოპოვება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული კლიენტების ნდობა სამუდამოა. დიდი შრომაა საჭირო  მათი ნდობის შესანარჩუნებლად. "Permission marketing" -ის  (ნებართვის მარკეტინგი) მთავარი მიზანია მომხმარებლების სურვილების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მომხმარებლებისთვის იყოთ ისეთივე სანდო და მნიშვნელოვანი, როგორიც გსურთ, რომ ისინი იყვნენ თქვენს მიმართ.

Permission marketing-ი  ინტერნეტ სივრცეში  გამოიყენება, მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლების ნებართვის შემდეგ. იმისთვის, რომ მომხმარებელმა ნახოს რეკლამა მან უნდა გამოიწეროს ის.  მარკეტოლოგები უკვე დიდიხანია მიხვდნენ, რომ  რეკლამის ეს ფორმა უფრო ნაკლები რესურსების გამოყენებას მოითხოვს და ამასთანავე  უფრო ეფექტურია, რადგან სარეკლამო გზავნილს იღებს ის ვისაც ეს ინფორმაცია აინტერესებს და სჭირდება. ნებართვის მარკეტინგი გულისხმობს, რომ უცხო ადამიანები ვაქციოთ  მეგობრებად და მეგობრები  მუდმივ მომხარებლებად.

მნიშვნელოვანია გამოწერის მოდულის გაუქმების ფუნქცია, ეს კიდევ უფრო წევს ნდობის დონეს თქვენს მომხმარებელში. თუ გადაწყვეტთ, რომ გააკეთოთ ონლაინ მაღაზია ან პროდუქციის/მომსახურების პრომო სავიზიტო ვებგვერდი, არ დაგავიწყდეთ სიახლეების გამოწერის ფუნქცია, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. მისი საშუალებით ავტომატურ რეჟიმში გადაიგზავნება მომხმარებელთან  ვებ გვერდზე განთავსებული სიახლე და აქტივობა, რაც ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთსო საშუალებაა. სიახლეების გამოწერის მოდულთან ერთად, თუ თქვენ საიტს ექნება   რეგისტრაციის ფორმა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ ერთი ფუნქცია - მიულოცოთ თქვენს მომხმარებლებს დაბადების დღე, შესთავაზოთ განსაკუთრებული პირობები სწორედ ამ დღისთვის. მადლობა, რომ კითხულობთ ჩვენს პოსტებს <3

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

სეტ გოდინი ნებადართული მარკეტინგი, როგორ ვაქციოთ უცხო ხალხი მეგობრებად და მეგობრები მომხმარებლებად

სხვა სიახლეები

ტეგები: