რა არის ალტერნატიული მარკეტინგი?
ალტერნატიული მარკეტინგი მოიცავს არატრადიციულ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებსაც კომპანიები იყენებენ თავიანთი პროდუქტის/სერვისის პოპულარიზაციისთვის. ეს მიდგომები განსხვავდება ტრადიციული მარკეტინგული არხებისგან, როგორიცაა ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია და ძირითადი ციფრული რეკლამა, რადგან ალტერნატიული მარკეტინგი ფოკუსირებულია კრეატიულ, ინოვაციურ და ზოგჯერ საბაზო ტაქტიკაზე, რათა სამიზნე აუდიტორიას უნიკალური გზებით მიაღწიოს.
ეს არის მარკეტინგი, რომელიც არ ჰგავს მარკეტინგს და რომელიც ცოტათი განსხვავდება იმისგან, რაც ისწავლეთ ბიზნეს სკოლაში.
ალტერნატიული მარკეტინგის მეთოდების სახეებია:
Buzz=Word of Mouth - ამ მეთოდის დროს მომხმარებლები ბუნებრივად ან ხელოვნურად საუბრობენ კომპანიის პროდუქტზე ან მომსახურებაზე და უწევენ რეკომენდაციას. ის ჩვეულებრივ ვრცელდება ზეპირად, სოციალური მედიით, მიმოხილვებით და სხვა არაფორმალური არხებით. ეს მეთოდი გამართლებულია, რადგან მომხმარებლები არიან ჩართულნი და ენთუზიაზმით არიან განწყობილნი ბრენდის მიმართ, რაც იწვევს გაზრდილ ცნობადობას, სანდოობასა და, საბოლოოდ, გაყიდვებს. ამ მარკეტინგის მაგალითისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს მობაილ ბანკის გათამაშება, რომელშიც მთელი საქართველო იყო ჩართული, რადგან შესაძლებელი იყო დავალებების გუნდურად შესრულებაც.
Guerilla Marketing - მოიცავს არატრადიციულ და ხშირად დაბალბიუჯეტურ ტაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავს დიდი გავლენის შექმნას. მას ახასიათებს კრეატიულობა, ორიგინალურობა და ხშირად მიმართულია კონკრეტულ ადგილზე ან მოვლენებზე, რათა მაქსიმალურად მოიცვას და მიაღწიოს სამიზნე აუდიტორიას.
მაგალითად, ფლეშ მობი, ქუჩის ხელოვნება და საჯარო სივრცეების არატრადიციული გამოყენება ამ კონკრეტული მარკეტინგის მაგალითია (მაგალითად, მარჯანიშვილზე კორპუსების მოხატულობა).
Lifestyle Marketing – სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლების ინტერესებს, აქტივობებს, დამოკიდებულებებას და მოსაზრებებს. ბრენდის სპეციფიკურ ცხოვრების წესს ან იდენტობას, რომელიც რეზონანსდება სამიზნე აუდიტორიასთან. მაგალითად, ამ მეთოდის დროს ბრენდები მონაწილეობას იღებენ მათი სამიზნე აუდიტორიისთვის საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებში. ასევე ბრენდები თანამშრომლობენ ინფლუენსერებთან ან იუთუბერებთან, რომლებიც განასახიერებენ მომხმარებლებისთვის სასურველ ცხოვრების წესს.
მაგალითად, Red Bull რომლის მარკეტინგსაც ათვისებული აქვს ისეთი ადგილები, სადაც ადამიანები ხშირად დადიან: დასასვენებლად, გასართობად, სოციალიზაციისთვის. Red Bull აძლიერებს თავის, როგორც სასმელის იმიჯს მათთვის, ვინც ეძებს ამაღელვებელ გამოცდილებას.
Product placement - გულისხმობს პროდუქტის ან ბრენდის ინტეგრირებას გასართობ კონტენტში, როგორიცაა ფილმები, სატელევიზიო შოუები ან მუსიკალური ვიდეოები - ტიკტოკი, იუთუბი. მიზანია პროდუქტის პოპულარიზაცია სიუჟეტის კონტექსტში გამოსახვით. მაგალითად, ახალ ქართულ სერიალში - “ცვალებადი ნიშნები” მუდმივად არეკლამებდნენ ჩაის სახლს კონკრეტული სიუჟეტების მეშვეობით. ასევე ხშირად ახსენებენ Silk Bank-ს.
ამასთან ერთად, “სამზარეულოს ომები” დაწყების დღიდან არეკლამებს კოკა-კოლას. სატელევიზიო შოუში "Stranger Things" ეგგოს ვაფლები (Eggo waffles) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც ერთ-ერთი მთავარი გმირის, Eleven-ის საყვარელი საჭმელი. Eggo ვაფლების განმეორებითი გამოჩენა სერიალის განმავლობაში დახვეწილ პოპულარიზაციას უწევს ბრენდს.
Branded Entertainment – გასართობ გადაცემებში პროდუქტის ინტეგრირება, ისე რომ მთლიანად ამ პროდუქტზე იყოს აგებული კონკრეტული ისტორია, ანუ უმეტესად კონცენტრაცია არის ჩვენს პროდუქტზე. მაგალითად, ბრენდის მიერ წარმოებული ვებ სერიები, YouTube არხებზე დაფინანსებული კონტენტი ან ბრენდირებული თამაშები და აპები. მაგალითად, LEGO-ს პარტნიორობამ ფილმების ფრენჩაიზთან "ვარსკვლავური ომები" განაპირობა LEGO-ს ნაკრების შექმნა, რომელიც ეფუძნება საკულტო სცენებსა და ფილმების პერსონაჟებს. ამ თანამშრომლობამ არა მხოლოდ გაზარდა LEGO-ს გაყიდვები, არამედ გააძლიერა ღირებულება თაყვანისმცემლებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ თავიანთი საყვარელი "ვარსკვლავური ომების" მომენტები LEGO კუბიკებით ხელახლა გაეცოცხლებინათ.
Experiential Marketing - ფოკუსირებულია მომხმარებლების ჩართვაზე უშუალოდ გამოცდილებით. ის მიზნად ისახავს შექმნას დასამახსოვრებელი და გრძელვადიანი ურთიერთკავშირი, რომელიც აყალიბებს ემოციურ კავშირებს მომხმარებლებსა და ბრენდებს შორის. მაგალითად, Pop-up ღონისძიებები, ინტერაქტიული ურთიერთობები, ბრენდის გააქტიურება ფესტივალებზე ან სავაჭრო შოუებზე და ვირტუალური რეალობის გამოცდილება.
ეს მეთოდები ხაზს უსვამს განსხვავებულ მიდგომებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ბრენდებს შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლებთან ურთიერთობების დასამყარებლად. ალტერნატიულ მარკეტინგულ სტრატეგიებს ხშირად ირჩევენ, რადგან მათ შეუძლიათ წარმოქმნან ხმაური, ინტეგრირდნენ აუდიტორიასთან დასამახსოვრებელი გზებით და პოტენციურად მიაღწიონ ნიშას ან სპეციფიკურ დემოგრაფიულ მონაცემებს. ისინი ეყრდნობიან კრეატიულობას, სამიზნე აუდიტორიის ქცევისა და პრეფერენციების შეცნობას.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01